"ევროვიზიის" ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ვენის Wiener Stadthalle-ის სცენაზე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, საკონკურსო სიმღერით - Warrior.
პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ.
ფინალი 23 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.
იხილეთ ვიდეო