იმისათვის, რომ შეიმციროთ მკერდის კიბოს გაჩენის რისკი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
ბევრი ჩვენგანი დღეს მექანიკურად ანტიპერსპირანტის გამოყენებით იწყებს, ისე, რომ არც ფიქრობს შედეგებზე. არადა, ღირს დაფიქრება და აი, რატომ: თუკი იყენებთ ანტიპერსპირანტს, რომელიც ალუმინს შეიცავს, დიდი შანსია, რომ ზრდით მკერდის კიბოთი დაავადების რისკს.
ანტიპერსპირანტები ახშობს, ხურავს ფორებს, საიდანაც გამოდის ოფლი იღლიიდან – ანტიპერსპირანტებში შემავალი ყველაზე აქტიური ინგრედიენტი კი ალუმინია. ანტიპერსპირანტი არა მხოლოდ ბლოკავს თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსასვლელ ერთ-ერთ გზას (ოფლის სახით იღლიიდან), არამედ უმატებს მათ ახალს (მასში შემავალი ლითონები ხომ სადღაც უნდა წავიდეს?)
ბოლო დროის სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა მკვეთრი კორელაცია მკერდის კიბოსა და ანტიპერსპირანტების რეგულარულ გამოყენებას შორის. რისკი კიდევ უფრო მატულობს, თუკი ანტიპერსპირანტს გაპარსვისთანავე იყენებთ.
უწინ ითვლებოდა, რომ ამის გამო ჩვეულებრივი დეზოდორანტის გამოყენება უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ანტიპერსპირანტის, მაგრამ ასე იქამდე მიიჩნეოდა, სანამ მეცნიერები დაამტკიცებდნენ მკერდის კიბოსა და პარაბენების კავშირს. პარაბენები – ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც შეიცავს დეზოდორანტების უმეტესობა და ხშირად მკერდის კიბოთი დაავადებული ქალის მკერდის ქსოვილში სწორედ ამ ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციაა აღმოჩენილი.
საშიშია თუ არა ამ მხრივ ლიფი?
ბევრი ექიმი და მეცნიერი თვლის, რომ მჭიდრო, მოტმასნილი ლიფის ხმარებით ირღვევა ლიმფის მიწოდება, რაც მკერდის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის, რადგან ორგანიზმი უუნარო ხდება, გამოჰყოს ყველა ტოქსინი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმში შედის. დიახ, ლიმფის მიწოდების დარღვევა ორგანიზმში საშიში კანცეროგენების დაგროვებას იწვევს – მაგალითად, იგივე ანტიპერსპირანტებიდან მოხვედრილი ალუმინის.
დღესდღეობით უამრავი კვლევაა ჩატარებული ლიფის ტარებასა და მკერდის კიბოს შორის კავშირის დასადგენად, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მასშტაბურად შეიძლება დასახელდეს კვლევა, რომელიც სიდნეის მედიკოსებმა, წიგნის - "მომაკვდინებელი სამოსი" - ავტორებმა სინგერმა და გრიზმაიზერმა ჩაატარეს. საკონტროლო ჯგუფის 4000 ქალზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც არ ატარებენ ბიუსტჰალტერს, ბევრად ნაკლები შანსი აქვთ, დაავადდნენ მკერდის კიბოთი, ვიდრე მათ, ვისაც 24 საათი აცვია ეს საცვალი.
და აი, რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა:
ქალებს, რომლებიც 24 საათი ატარებენ ლიფს, მკერდის კიბოთი დაავადების რისკი 4-დან 3 აქვთ.
ქალებს, რომლებსაც დღეში 12 საათი აცვიათ ლიფი, მაგრამ ღამით იხდიან მას, რისკი, გაუჩნდეთ ეს დაავადება, 7-დან 1 აქვთ.
ქალებში, რომლებიც დღის განმავლობაში 12 საათზე ნაკლები დროით იცვამენ ლიფს, ეს რისკი მცირდება 52-დან 1-მდე.
ხოლო ქალებს, რომლებიც იშვიათად იცვამენ ბიუსტჰალტერს ან საერთოდ არ იცვამენ მას, მკერდის კიბოთი დაავადების რისკი – მხოლოდ 168-დან 1 შემთხვევაში აქვთ.
ასე რომ, თუკი შევადარებთ იმ ქალებს, რომლებიც 24 საათი ატარებენ ლიფს და მათ, ვინც საერთოდ არ იცვამს ამ საცვალს, მათ შორის მკერდის კიბოს გაჩენის რისკ-ფაქტორი დაახლოებით 125-ით განსხვავდება. ასევე, კვლევის შედეგებმა ერთი ძალიან შემაშფოთებელი და საოცარი ფაქტი გამოავლინა – ლიფის ტარებასა და მკერდის კიბოს გაჩენას შორის კავშირი სამჯერ ძლიერია, ვიდრე მოწევასა და კიბოს შორის.