ბარაქის (ფულის) ხე ალბათ ყველა დიასახლის აქვს, იცით, რომ იგი სახლში წარმატებას, ბარაქასა და კეთილდღეობას მოგიტანთ, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არ ეცოდინება.
თანაც არსებობს დაკვირვება, რომ თუ ადამიანი, რომელიც ფულის ხეს უვლის ავად გახდა, ხე მოიწყენს, ფოთლები გაუყვითლდება ან გაუშავდება, ხოლო, როგორც კი მისი მფლობელი გამოჯანმრთელდება, ხეც გამომცოცხლდება. ასეთ დროს ამბობენ, ავადმყოფობა მცენარემ წაიღოო.
მსუბუქი დამწვრობა, იარა, დაჭიმულობა
ბარაქის ხის რამდენიმე ფოთოლი გახეხეთ და მტკივან ადგილზე მიიდეთ. შეიხვიეთ ბინტით და ხუთ საათში ერთხელ გამოიცვალეთ.
მწერების ნაკბენის დროს
დღეში ოთხჯერ წაისვით ფოთლიდან გამონადენი წვენი მწერების ნაკბენზე.
ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს
ბარაქის ხის 5 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე დღეში ერთხელ.
ყელის ტკივილისას
გამოწურეთ 10 ცალი ფოთოლი, დაასხით 300 მლ თბილი წყალი. გადაწურეთ და მიღებული ნაყენი გამოივლეთ ყელში სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ტუჩზე ჰერპესის დროს
რამდენიმე ფოთლიდან გამოწურული წვენი საათი ერთხელ მიიდეთ ჰერპესზე. პროცედურა ორ დღეზე მეტხანს არ ჩაიტაროთ.
ართრიტი და ართროზი
გამოწურეთ 15 ცალი ფოთოლი და მიღებული წვენი წაისვით ძილის წინ მტკივან ადგილზე.
ყურადღება: გახსოვდეთ, რომ ბარაქის (ფულის) ხის ფოთლები დარიშხანს შეიცავს. ამიტომ, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.