ოთხმა ამერიკელმა პოლიციელმა წლინახევრის გოგონას გადარჩენის შემდეგ სასწაულის არსებობის ირწმუნა. გოგონა მდინარეში ჩავარდნილი მანქანიდან ამოიყვანეს. ლილიმ 14 საათი გაატარა ყინულიან წყალში თავით ქვემოთ, რადგან საბავშვო სავარძელზე ღვედით იყო მიბმული.
ეს ფაქტი იუტას შტატში მოხდა. 25 წლის ლინ გროსბეკი პატარა ქალიშვილთან ერთად მშობლების სახლიდან ბრუნდებოდა. ამ დროს მანქანამ მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. დედა ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით იქაურები იხსენებდნენ, რომ საშინელი გრუხუნის ხმა გაიგეს, თუმცა სახლიდან გამოსულებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მეორე დღეს მეთევზეებმა მდინარეში მანქანის საბურავი დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციელები, რომლებმაც მანქანა ამოიყვანეს, ირწმუნებოდნენ, იქიდან ვიღაც საცოდავი ხმით შველას გვთხოვდაო. ოთხივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ ქალის ხმა ესმოდათ. ავტომობილში გარდაცვლილი ქალი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი იპოვეს. ბავშვი, რომელიც დედამ მგზავრობის წინ სავარძელზე ღვედით მიაბა, თავდაყირა ეკიდა. პატარა გაყინვის პირას იყო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიბარა.
ოთხი პოლიციელი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, წყალში გადაეშვა და მაშველი ძალის მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მანქანა როგორმე ზედაპირზე ამოეყვანათ.
იხილეთ სტატია სრულად: mshoblebi.ge