ინდირა ჯგერენაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ - Marao

ინდირა ჯგერენაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ

2015-06-12 13:50:05+04:00

მომღერალმა ინდირა ჯგერენაიამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. დიეტა საკმაოდ რთულია, თუმცა შედეგი იმდენად კარგია, ინდირა ფიქრობს, კიდევ გააგრძელოს.

- ინდირა, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?

- ფორმაში მინდოდა ჩადგომა, რადგან უცებ ამოვვარდი რეჟიმიდან. თან ზამთარი ისედაც გვასუქებს, ზოგადად, მანდილოსნებს (იცინის)… ბევრი დღესასწაული, სუფრა. მოკლედ, ერთ დღესაც გამოვაღე გარდერობი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ აღარ მეტეოდა. ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება.

- დიეტოლოგს მიმართე?

- არა, არანაირი დიეტოლოგი. ინტერნეტში ბევრი დიეტა წავიკითხე და სხვების გამოცდილებებიც მოვისმინე.

- რომელ დიეტაზე შეაჩერე არჩევანი?

- წიწიბურას დიეტას ვიცავ, რომელიც სასწაულმოქმედია. 9-დღიანია, რომელმაც 9 დღეში 5 კილო მომაკლებინა და კიდევ ვაგრძელებ. აუცილებელია, ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული, რათა ღამე გაღვიძებულს შიმშილმა არ შემოგიტიოს.

იხილეთ დიეტა სრულად