ლიმონიანი წყლის სარგებლობაზე უკვე ყველამ ვიცით, მისი სისტემატიურად მიღების შემთხვევაში უამრავ დაავადებას ავიცილებთ თავიდან. მაგრამ იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში, მისი გარკვეული წესით დალევაა რეკომენდებული.
ნებიჯი 1
ჩაასხით ჭიქაში ცხელი წყალი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი. ერთი ჭიქა დალიეთ დილით, უზმოზე, მეორე – საღამოს, ძილის წინ. ლიმონის წვენს შარდმდენი თვისება აქვს, რაც დადებითად აისახება ღვიძლისა და თირკმლის მუშაობაზე.
ნაბიჯი 2
ჩაანცვლეთ ჩვეული ტკბილი გაზიანი სასმელები ან კალორიული ყავის კოქტეილიბი ცივი ლიმონიანი წყლით. ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წონაში დაკლება გინდათ. დამუშევებული სამელების უმეტესობაში შედის კონსერვატები, რომლებიც ძალიან მავნებელია მთლიანად ორგანიზმისთვის და რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონის მატებას.
ნაბიჯი 3
გაავსეთ ბოთლი (რომლის გამოყენებაც მრავალჯერადად შეიძლება), წყლით და ჩააგდეთ მასში ლიმონის რამდენიმე ნაჭერი, ასევე ქორფა პიტნის ფოთლები. შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით.
ნაბიჯი 4
სვით დაახლოებით 240 მლ ლიმონიანი წყალი ჭამამდე 25-30 წუთით ადრე. ეს ნაწილობრივ დაგანაყრებთ და შეამცირებს ულუფის რაოდენობას. ბევრი ადამიანი წყურვილს შიმშილში ურევს, ამიტომაც აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება, რათა უკეთ აკონტროლოთ თქვენი მადა.
გაფრთხილება:
არასოდეს გააჩეროთ ლიმონიანი წყალი 24 საათზე მეტხანს, ამ შემთხვევაში ის მავნებელი გახდება და არა სასარგებლო.
სასარგებლო რჩევა:
გაყინეთ ლიმონის წვენი ყინულის გასაკეთებელ სპეციალურ ფორმებში და დაუმატეთ ის ჩვეულებრივ სასმელ წყალში.
ასევე იხილეთ:
რატომ უნდა დავლიოთ უზმოზე ლიმონიანი წყალი
ის მთელი წელი თაფლიან და ლიმონიან წყალს სვამდა. გაოცდებით, როცა გაიგებთ, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება
20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი ლიმონიანი წყალი