10 აღმოსავლური სიბრძნე, რომელიც ცხოვრების სწორად წარმართვაში დაგეხმარება - Marao

10 აღმოსავლური სიბრძნე, რომელიც ცხოვრების სწორად წარმართვაში დაგეხმარება

2017-01-16 00:00:00+04:00

აღმოსავლეთი – სიბრძნის საბადოა. ეს ყველაფერში აისახება: მათ ცხოვრების წესში, მენტალიტეტში, კულტურასა და სულიერ ფასეულობებში. გთავაზობთ 10 უძველეს აღმოსავლურ გამონათქვამს, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ:

1. გულიდან წამოსული სიტყვა პირდაპირ გულში ხვდება, ხოლო ენიდან წამოცდენილი – ყურებზე შორს არ მიდის.

2. გაჩერებული სიტყვა შენი მონაა, წამოცდენილი სიტყვა – შენი ბატონი;

3. სიკვდილი – შენკენ ნასროლი ისარია, ხოლო სიცოცხლე – ის წამი, სანამ ისარი მოგხვდება.

4. ადამიანებს, რომლებსაც გაწითლება შეუძლიათ, შეუძლებელია შავი გული ჰქონდეთ.

5. სუსტებზე გამარჯვება მარცხის ტოლფასია.

6. ყოველთვის ყველაფერს ნათელი მხრიდან შეხედე და თუკი რაიმეს ასეთი მხარე არ აქვს – წმინდე იქამდე, სანამ ბზინვას არ დაიწყებს.

7. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ვიდრე უბედურის გაბედნიერება.

8. მადა პირველივე ლუკმიდან მოდის, ხოლო კამათი – პირველივე სიტყვიდან.

9. კარგი მხოლოდ ის შფოთვაა, რომლის მეშვეობითაც სიმშვიდეს მოვიპოვებთ.

10. ერთი ისრით ორ სამიზნეში მოხვედრა შეუძლებელია.

ასევე იხილეთ:

ბიზნესის 22 წესი ებრაელებისგან. მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს!