11 შეცდომა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალების 80%-მა არ იცის, როგორ ატაროს სწორად შიდა თეთრეული - Marao

11 შეცდომა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალების 80%-მა არ იცის, როგორ ატაროს სწორად შიდა თეთრეული

2020-10-12 12:57:49+04:00

დედამიწაზე მცხოვრები ქალების 80% ყოველდღიურად იყენებს არაშესაფერისი ზომის შიდა თეთრეულს. ამ პრობლემის შესახებ საცვლების ცნობილმა ბრენდმა Florange-მა ერთ-ერთ მასტერ-კლასზე ისაუბრა:

რა შეცდომებს უშვებენ ქალები თეთრეულის შერჩევისას და როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები, ამას ახლავე მოგახსენებთ.

ზედმეტი Push-up. გადაჭარბებული არ ნიშნავს ლამაზს და მიმზიდველს.

სილიკონის სამხრეები, რომლებსაც ქალები ხშირად მოხდილი სამოსის შიგნით იცვამენ. სილიკონის სამხრეებიანი ბიუსტჰალტერის ტარებისას, თქვენ თითქოს იძლევით სიგნალს: ჩემი მკერდი იდეალური არ არის! უმჯობესია, შეარჩიოთ უსამხრეებო ლიფი ან ლიფი-ტრანსფორმერი, რომლის სამხრეებსაც, როგორც მოგესურვებათ, ისე გადააკეთებთ.

სინთეტიკური ქსოვილის მაქმანებიანი ტრუსები. დაიმახსოვრეთ: ყოველდღიურად გამოსაყენებელი ხარისხიანი ტრუსები 80% ბამბის და 20% ელასტინისგან (რათა ფორმა არ დაკარგოს) უნდა შედგებოდეს. უკიდურეს შემთხვევაში, უბე აუცილებლად ბუნებრივი ქსოვილის უნდა ჰქონდეს. სხვა დანარჩენი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადაინახეთ.

ღრმად ამოჭრილსახელოებიანი მაისურები ან ტოპები, რომლიდანაც ბიუსტჰალტერის სამხრეები მოჩანს. ხშირად ასეთი მაისურების ქვეში სილიკონის სამხრეებიან ბიუსტჰალტერებსაც იცვამენ: ორივე შემთხვევა შეცდომაა. დაიმახსოვრეთ: ბიუსტჰალტერის სამხრეები არ უნდა ჩანდეს ტანსაცმლიდან, თუნდაც ასე დადიოდეს ქალების უმეტესობა.

უხეში შეცდომაა – თეთრი ტრუსი თეთრი შარვლის ქვეშ. თეთრი სამოსის ქვეშ მხოლოდ ხორცისფერი საცვალი უნდა ჩაიცვათ და ამასთან, აჯობებს, მას არ ჰქონდეს უხეში ნაკერები.

ბიუსტჰალტერი, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ მოხდილზურგიანი კაბის ქვეშ.

შეცდომაა: შავი ლიფი თეთრი ტოპის ქვეშ. დიახ, რამდენიმე წლის წინ ასეთი შეხამება მოდაში იყო, თუმცა, ყოველდღიურობაში ეს, ცოტა არ იყოს, მოუწესრიგებელ იერს ტოვებს.

არ არის რეკომენდებული გამჭვირვალე სამოსის ჩაცმა, თუკი ზემოდან არაფრის შემოცმას არ აპირებთ.

თუ მაინცდამაინც გსურთ გამჭვირვალე ბლუზის ჩაცმა, უმჯობესი იქნება, თუ მის ქვეშ ასეთ ბიუსტჰალტერს ჩაიცვამთ: უსამხრეებო ტოპ-ბიუსტიეს.

ხორცისფერი შიდა საცვლები უნდა ჩაიცვათ თეთრი და ნახევრად გამოჭვირვალე სამოსის ქვეშ.

თუმცა 100%-ით ბამბისგან შეკერილი თეთრეული ჰიგიენურია, მაგრამ გამძლეობით არ გამოირჩევა: ბამბა მალე იწელება და კარგავს ფორმას. ამიტომაც გამძლეობისთვის მას ელასტინს უმატებენ.

აღიარეთ, რომ შინ ლიფის გარეშე დადიხართ... არადა, ეს მავნებელია! სახლშიც კი. მკერდი ასე ფორმას კარგავს და მისი აღდგენა არც ისე მარტივია. ამიტომაც შინ მკერდის დასაფიქსირებელი ტოპი მაინც ატარეთ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცომაა, არაშესაფერისი ზომის თეთრეულის ტარება. და თუკი ზომის არჩევისას ფიალები შეიძლება ასე თუ ისე შესაფერისი ზომის იყოს, მაღლა აქაჩული ბიუსტჰალტერის ზურგი აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მისი კორსეტი დიდი გაქვს.

ყველაზე უხეში შეცდომა არის  სტრინგის ყოველდღიურად ტარება. პირველ რიგში, ასეთი ტრუსების უმეტესობა სინთეტიკური ქსოვილისგან არის შეკერილი, რომელიც არ იწოვს ოფლს, არ აძლევს საშუალებას კანს, რომ ისუნთქოს და ბაქტერიებს საშუალებას აძლევს, რომ გამრავლდეს. მეორეც, წვრილი თოკი ბაქტერიების გადატანას უწყობს ხელს, შესაბამისად კი, სხვადასხვა გინეკოლოგიურ დაავადებას აჩენს. მესამეც: სტრინგის ტარება შეიძლება, მაგრამ ფრთხილად და იშვიათად.

ბიუსტჰალტერის "რკინები" – უახლოესი საბჭოთა წარსულის ბარბაროსული გადმონაშთია, სადაც არა მხოლოდ არ იყო სექსი, არამედ არც ლამაზი და მოსახერხებელი საცვლები. თუმცა, ეს არ არის მიზეზი, მთლიანად უარი ვთქვათ "რკინებიან" ფიალებზე: უბრალოდ, შეარჩიეთ მეტალო-კერამიკული, მოქნილი და არა ისეთი, რომელიც მკერდში გერჭობა და გიხეხავს მას.