წამლები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიღოთ თან დასასვენებლად - Marao

წამლები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიღოთ თან დასასვენებლად

2015-06-24 14:01:39+04:00

დასასვენებლად წასვლის წინ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხანდახან ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებისთვისაც შესაძლოა, სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს ექიმის დახმარების გარეშეც შეუძლია მიხედოს თავს, ხან კი პროფესიონალის დახმარება ხდება საჭირო, თუმცა იქამდე აუცილებელია პირველადი დახმარების ჩატარება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სამგზავრო აფთიაქი, რომლის შემადგენლობაშიც რიგი აუცილებელი მედიკამენტი უნდა შედიოდეს.

რა უნდა გვახსოვდეს:

თან აუცილებლად უნდა გვქონდეს გამოცდილი, ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატები, ისეთები, რომლებსაც ყოველთვის იყენებთ და რომლებსაც არ აქვს განსაკუთრებული უკუჩვენებები.

არავითარ შემთხვევაში თან არ იქონიოთ ძლიერმოქმედი საშუალებები, რომლებიც ექიმს არ დაუნიშნავს.

ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. თუ მსუბუქმა სისუსტემ მთელი დღე არ გაგიარათ, აუცილებლად მიაკითხეთ ადგილობრივ ექიმს.

ყურადღებით შეარჩიეთ წამლები, შეამოწმეთ მათი შეფუთვა და შენახვის ვადა.

სამგზავრო აფთიაქისთვის გამოჰყავით მოსახერხებელი და საიმედო კონტეინერი.

აუცილებლად შეადგინეთ აფთიაქის შემადგენლობის სია.

მაშ ასე, სამგზავრო აფთიაქი ზღვისთვის უნდა შედგებოდეს:

{{ArticleSplitCont}}

1. თუკი გაქვს ქრონიკული დაავადებები, აუცილებელია ექიმის მიერ გამოწერილი საჭირო აბების წაღება.

2. ჭრილობებისთვის იქონიეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, ბრილიანტის მწვანეს მარკერი, სტერილური ბინტი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის პლასტირები, ბამბის ტამპონების შეფუთვა.

3. მგზავრობის დროს გულისრევისთვის შეგიძლიათ თან იქონიოთ მენთოლის აბები ან "მეკლოზინი" ("ბონინი"), "აერონი" და სხვა მსგავსი პრეპარატები...

4. ზღვაზე დასვენება იშვიათად მთავრდება მზის დამწვრობის გარეშე. ამიტომაც წინასწარ მოიმარაგეთ უსაფრთხო რუჯისთვის განკუთვნილი ლოსიონები, კრემები ან ზეთები. ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ სამკურნალო საშუალებებიც, რომლებიც მოგიხსნით ტკივილსა და წვას, თუკი მაინც დაიწვებით მზისგან. მაგალითად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ "პანთენოლზე". ასევე მშვენივრად აამებს და აღადგენს დამწვარ კანს "მანტესტინი".

5. მწერების ნაკბენებისთვის შეგიძლიათ თან იქონიოთ "ფსილო-ბალზამი" ან "ფენისტილ გელი".

6. გაციებისთვის და სიცხის დასაწევად გამოგადგებათ "ნუროფენი", "პარაცეტამოლი" ან "პანადოლი". ასევე, თან უნდა იქონიოთ ანტივირუსული პრეპარატები, ყელის ტკივილის საწინააღმდეგო აბები, ცხვირის წვეთები და ელექტროთერმომეტრი.

7. ალერგია – დაავადებაა, რომელიც ნებისმიერმა რაიმემ შეიძლება გამოიწვიოს: დაწყებული უცნობი საყოფაცხოვრებო ქიმიიდან, ადგილობრივი კერძებითა და ეგზოტიკური მცენარეებით დამთავრებული. ამიტომაც აუცილებლად იქონიეთ სამგზავრო აფთიაქში ანტიჰისტამინური პრეპარატები: "სუპრასტინი" ან სხვა მსგავსი საშუალება.

8. ბევრი ადამიანი ზღვაზე დასვენებისას გართობას მთელი დატვირთვით მიეცემა და ზედმეტი ალკოჰოლის დალევის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს. ნაბახუსევიდან მარტივად გამოსვლისთვის თან იქონიეთ "ზორექსი", "ალკა-პრიმი", "ზენალკი" ან სხვა მსგავსი საშუალება.

9. კუჭ-ნაწლავისთვის შეგიძლიათ ჩააგდოთ "ენტეროსგელი".

იქონიეთ სამგზავრო აფთიაქი ყოველი შემთხვევისთვის. ისე კი, გისურვებთ, რომ თქვენს შვებულებასა და დასვენების დღეებს ყოველგვარი უსიამოვნების გარეშე ჩაევლოს და სამგზავრო აფთიაქში შესული ყველა წამალი ხელუხლებელი ჩამოგეტანოთ!