ბურახის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, ყველაზე პოპულარული მათ შორის პურის ბურახია. თუმცა არსებობს ერთი რეცეპტი, რომლის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია და რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
ხორბლის ბურახის კლასიკური რეცეპტისთვის მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ხორბალი, შაქარი და გაფილტრული წყალი.
3-ლიტრიან ჭურჭელში ჩახარეთ 400-500 გ გარეცხილი ხორბალი, დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი შაქარი, დაასხით ცივი წყალი, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 დღე.
თუ ბურახის მძაფრი გემო მოგწონთ, 3-4 დღის შემდეგ, გადაწურეთ, პირველი წყალი გადაუღვარეთ, დარჩენილ ხორბალს კვლავ დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და კიდევ 4 დღე გააჩერეთ – ახლა უკვე ნამდვილი ბურახი მზად არის.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ხორბლის ბურახი ქიშმიშითა და თაფლით. მისი მომზადება იგივენაირად შეგიძლიათ, უბრალოდ შაქარი ჩაანაცვლეთ 50 გ ქიშმიშით და 1-2 სუფრის კოვზი ნებისმიერი სახეობის თაფლით. ქიშმიში ბურახს უფრო მუქს ხდის და განსაკუთრებულ არომატს აძლევს სასმელს.
ხორბლის ბურახი შეუძლიათ მიირთვან ბავშვებმაც და მოზრდილებმაც. გაგიკვირდებათ და მას თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს დილის ყავა, რადგან ბურახის შემადგენლობაში შედის სახამებელი, რომელიც აგავსებთ ენერგიით.
ხორბლის ბურახი ძალიან სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის, ის სისხლში შაქრის დონეს დაბლა წევს. ასევე მასში შემავალი ცილა აღადგენს ქსოვილებს, ხოლო უჯრედისი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, განკურნავს ავიტამინოზისგან და გაამაგრებს კბილის ემალს.
ასევე იხილეთ:
ჭარხლის ბურახი - სამკურნალო ბალზამი ქალებისთვის ონკოლოგიური დაავადებების დროს
