ლირიკული გადახვევა: ცოტა ხნის წინ, როცა საგაზაფხულო, ყვავილებიანი ნათურების შეკეთება ვცადე (ზოგჯერ ეს ქალის საქმეა-მეთქი), პლუსმა "მოინდომა" თანასწორობა მინუსთან და გადავწვი... ვერ გავაცნობიერე(თ) მარტივი რამ - რომ მინუსიც და პლუსიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ორივე თავიანთ ადგილას და პოზიციის ცვლამ მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად, ბრა აღარ მაქვს...
...დღეს, როცა ფემინისტური ორგანიზაციები პლაკატს-პლაკატზე მაფარებენ სახეზე, ალოგიკური ლოზუნგებით, რომ არ უნდა გავთხოვდე და რომ ბავშვის მონათვლა ძალადობაა და აბორტი - ნორმა და რომ მონა ვარ, თუ ჩემს ბუნებრივ/ბიოლოგიურ ფუნქციას ვასრულებ, ე.ი. ვქმნი ოჯახს და ვამრავლებ შთამომავლობას, ისინი ჩვენზე ძალადობენ! ...მეტიც - ერთადერთი მოძალადეები ჩვენ შორის სწორედ ისინი არიან - ფემინისტები, რომლებიც პერმანენტულად გვიტევენ და ჩემზე, როგორც ჰეტეროსექსუალზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ თავიანთი არაბუნებრივი, პარადოქსული, ურთიერთსაწინააღმდეგო ლოზუნგებითა და ყიჟინით. "არავინ გვიცავს ჩვენ, ცისგენდერებს (ე.ი. მათ, ვისი გენდერული იდენტობაც საკუთარ სქესთან თანხვედრაშია) ფემინისტურ-მემინისტური ორგანიზაციებისგან!
არავინ გვიცავს, როცა საშუალო სქესის პრიმატი პასიურ-აგრესიულ ზემოქმედებას ცდილობს ჩვენზე, გამუდმებით მახვევს თავს საკუთარ არაჯანსაღ, ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს. არავინ გვიცავს მსგავსი სადიზმისგან ადამიანებს, რომლებმაც ჯანსაღი არჩევანი გავაკეთეთ და დესტრუქციული იდეებით გამუდმებით გვესხმიან თავს.
რატომ არღვევენ ფემინისტები ჩემს უფლებებს? რატომ მამცირებენ, როცა ჩემს არჩევანს აქილიკებენ? ე.ი. დამცინიან და შეურაცხმყოფენ, როგორც სრულფასოვან ქალს, როგორც დედას და მეუღლეს, ინდივიდს. ამცირებენ ჩვენს არჩევანსა და შეხედულებას, ფასეულობებს და ცხოვრების გზას, თავიანთი ლოზუნგებით და ირიბი შემოტევებით, სახალხო დამცველი კი დუმს. არავის აქვს უფლება, ხან ირიბი, ხანაც პირდაპირი და უტიფარი გზით დაარღვიოს ჩემი პირადი სივრცე, ჰარმონია და ჩაერიოს არჩევანში (ეს "თავისუფლების" მღაღადებელნი კი სწორედ ამას აკეთებენ). რა უფლებით უნდა ამიკრძალონ თუნდაც გამრავლება? როცა მარადიულობის და უკვდავების იდეის მტრები გამუდმებით ძალადობენ ჩვენს ფსიქიკაზე, რატომ არავინ გვიცავს?
ჩვენ ხომ, სრულფასოვანი ქალები, არ ვერევით მათ არჩევანში, თუ როგორ იცხოვრებენ და რით დაკმაყოფილდებიან. ჩვენი მათდამი ინდიფერენტულობა კი მაინც უკურეაქციას შობს - ძალადობას ჯანსაღ აზრზე. აგიტირებენ რა საკუთარ ფსიქო-ფიზიოპრობლემებს, მაშინ, როცა ფაქტობრივად ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც შესაძლებელია, ქალები დიდი ხანია რეალიზდებიან და ეს საკითხი არ დგას... მაშინ რატომ თესავენ ფემინისტები შუღლს და რაღაც ეფემერულ, არარსებულ უთანასწორობას (ხავსს) ეჭიდებიან. ჩვენს დროში, როცა შეზღუდვა კი არა, თავისუფლებისგან ფუნქციებიც კი გაიდღაბნა, რის ფეტიშს ეპოტინებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ და ეტაპობრივად და მონოტონურად გვავიწროებენ ჩვენ - მენტალურად ჯანსაღ სეგმენტს. რა მასშტაბი უნდა მიიღოს დისკრიმინაციის ამ ფორმამ, რომ გავაცნობიეროთ საშიშროება, რომელსაც მოძალადე მდედრები წარმოადგენენ. გავიაზროთ, რამდენად საზიანოა კოკური მეტასტაზები მთლიანი ორგანიზმისთვის... აღარაფერს ვამბობ ქალის ფენომენის რეპუტაციის მნიშვნელოვან შელახვაზე, როცა ირგვლივ ბუნდოვანი იდეით შეპყრობილი მდედრები, სრულიად არაქალური ჟესტებით, ჩვენ მაგივრად ქადაგებენ... რა არის ჩვენგან პასუხი ფემინისტების, ან თუნდაც ახლად წამოჩიტულ, ქალთმოძულე კაცების - მემინისტებისადმი? გამოსავალია - მეტი ქალურობა, ბუნებრიობა, მეტი სიბრძნე და ღირსება.... ...რამეთუ, სწორედ ჩვენ ვართ ამ თვისებებისა და სიცოცხლის წყარო.