რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უმწეო ქალი გახდა მოძალადე ქმრის მსხვერპლი.
ის ვერ დაიცვეს მის საკუთარ ქვეყანაში მოქმედმა კანონებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა, შეეწირა მოძალადე მამაკაცს.
მირანდა ვაჩეიშვილი, რომელსაც უფრო თათიას სახელით იცნობდა ბევრი, 4 შვილის დედა იყო, 39 წლის. ჩვენი მკითხველი მას იცნობდა - თათიას ძალიან უჭირდა, რადგან მაშინ მისი მეუღლე, ამჟამად ეჭვმიტანილი გიორგი ჯანაშვილი, თათიას მაშინდელი მონათხრობის თანახმად, ნაავარიები გახლდათ და შინ გადიოდა რეაბილიტაციას. არ მუშაობდა. თათია უვლიდა და ფეხზე დააყენა.
თავად თათიამაც მეოთხე ორსულობის პერიოდში დაკარგა სამსახური და პრაქტიკულად, 80 წლის მამის პენსიით არჩენდა შვილებსაც და ავადმყოფ ქმარსაც.
ამის გამო ხშირად ითხოვდა დახმარებას სხვადასხვა ჯგუფში და ბევრი დედა ეხმარებოდა. მე პირადად ვიცნობდი, როგორც გაჭირვებულ დედას და რამდენჯერმე პროდუქტებით, ტანსაცმლით დავეხმარე, რომლებსაც მეგობრები ერთად ვაგროვებდით. მიამბობდა ხოლმე თავის ამბებს, თავის გაჭირვებას. თუმცა მოძალადე ქმარზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგე, როცა თათიამ ადვოკატების ნომრები მთხოვა. მაშინ გაირკვა, რომ ქმარს გაშორდა, თუმცა ის თავს არ ანებებდა, სახლში უვარდებოდა, მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელ სახლის კარს ბენზინიც კი მიასხა, რომ ყველანი ამოებუგა ერთად და თათიას მეგობარი რომ არა, რომელიც იმ დროს მასთან მივიდა, ალბათ ვერავინ ვერ უშველიდათ... მაშინ გადარჩა, მაგრამ ასეთი სერიოზული მიზეზიც არ აღმოჩნდა საკმარისი მოძალადის დასაკავებლად. თათიას არაერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი... განაგრძეთ კითხვა