ბლოგი

შობის მოჩვენებები: ვისი სულები ეცხადებიან ხალხს სადღესასწაულო ღამეს

შობის მოჩვენებები: ვისი სულები ეცხადებიან ხალხს სადღესასწაულო ღამეს
ყველა სულს გამოჩენის საკუთარი საყვარელი დრო აქვს, ზოგიერთი სული კი მხოლოდ შობაზე ახსენებს ხალხს თავს...

1. ალკატრასის შობის მოჩვენება



ალკატრასის კუნძულს საიდუმლოებებით მოცული ისტორია აქვს. აქ 1934 წლიდან სამხედრო ციხე ფედერალურ საპყრობილედ გადაიქცა. პატიმრებს მუდამ ესმოდათ უჩვეულო ხმები, მაშინაც კი, როცა ციხეში სრული სიჩუმე იდგა. 40-იან წლებში, პატიმრებს საშობაო დღესასწაული მოუწყვეს. წვეულების დროს ციხეში ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, სახეზე ძველმოდურბაკებიანი მოჩვენება გამოჩნდა. ოთახში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწია და წვეულების გაგრძელება ვეღარავინ შეძლო.

2. პატარძალი ყუთში



მეჩვიდმეტე
საუკუნეში ახალგაზრდა ლორდმა ლოველმა საყვარელ ქალ ანაზე გადაწყვიტა დაქორწინება. ქორწილის დღეს ანამ დამალობანას თამაში მოინდომა და დასამალად გაიქცა. ყველა დაპატიჟებული სტუმარი ეძებდა მას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კი დაასკვნეს, რომ პატარძალი გაიპარა.
სიმართლე 50 წლის შემდეგ გაირკვა, როცა ლორდმა რემონტის დროს საიდუმლო ოთახს მიაგნო, სადაც ყუთში მისი პატარძალი იწვა, საქორწილო კაბაში და თაიგულით ხელში.

ყუთი შიგნიდან სულ დაკაწრული იყო. როგორც ჩანს, ანა ყუთიდან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. მას შემდეგ პატარძლის სული ჰემფშირის ბრამსხილის სასახლეში დაძრწის და საქმროს დაეძებს.

3. თავმოკვეთილი დედოფლის მოჩვენება



ანა ბოლეინი ინგლისის სისხლისმსმელი მეფის, ჰენრი მერვეს მეორე ცოლი იყო. როცა მეფეს ჯეინ სეიმური შეუყვარდა და მესამედ დაქორწინება გადაწყვიტა, ანას თავი მოკვეთეს.


ამბობენ, რომ თავმოკვეთილი დედოფლის სული ყოველ შობაზე ჩნდება ჰივერის სასახლეში.


4. სასტუმრო "ნახევარმთვარე"



არკანზასში სასტუმრო "ნახევარმთვარე" 1886 წელს ააგეს. ამბობენ, რომ სასტუმროს ხშირად სტუმრობენ მოჩვენებები. განსაკუთრებით კი, შობაზე ცელქობენ. ერთხელ ნაძვის ხე გადააადგილეს, მენიუ მიყარ-მოყარეს.


ერთ წელს კი წვეულების სტუმრებმა თვალნათლივ დაინახეს მოჩვენების გამოსახულება. 

5. ვაველის სასახლის მეფეები



პოლონეთში, ვაველის სასახლე ვაველის გამოქვაბულზეა აგებული. გამოქვაბულიდან მეფის პალატებში შეიძლება მოხვედრა, სადაც 24 დეკემბერს პოლონეთის გარდაცვლილი მეფეები იკრიბებიან და ქვეყნის ბედზე ბჭობენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93