ჰაიგეიტი - ვიქტორიანული ეპოქის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სასაფლაოა ინგლისში. იგი 1839 წელს გაიხსნა და დღემდე ნაწილობრივ მოქმედია.
ის ტურისტების საყვარელი ადგილია, რადგან სწორედ აქ, ვიქტორიანული ეპოქის სასაფლაოებს შორისაა თავმოყრილი ფლორისა და ფაუნის უნიკალური პარკი.
ჰაიგეიტის სასაფლაო შეიძლება ბრემ სტოკერის "დრაკულადანაც" გეცნოთ. სწორედ აქ ვითარდება ნაწარმოებისა და ფილმის ძირითადი მოქმედება.
სასაფლაოს ყველაზე პოპულარული ადგილებია: - ეგვიპტური ქუჩა, ლიბანის წრე და გოთიკური კატაკომბები. ათწლეულების მანძილზე სასაფლაო პარკად გაიქცა. დასახლდნენ ცხოველები, დაირგო დეკორატიული მცენარეები.
დღესდღეობით, გარდაცვლილების ქალაქში იდეალური სიწყნარე და წესრიგი სუფევს და ცოცხლებს იქ სეირნობა მოსწონთ.
სასაფლაოზე შესვლას მხოლოდ ტურისტულ ჯგუფთან ერთად შეძლებთ. სხვათა შორის, ბოლო დროს მოდურად იქცა, ტურისტულ მარშრუტებში სასაფლაოების მონახულება. 24-საათიანი დაცვა ვანდალებისა და მძარცელებისგან იცავს სასაფლაოს. აქ განისვენებენ: კარლ მარქსი, რომლის სასაფლაოს აფეთქებასაც ცდილობდნენ; დუგლას ადამსი, ელენ ვუდი, ჯონ გოლსუორთი, ჰენრი მური, ჯორჯ ელიოტი და სხვები. პირველი კი, 1839 წლის 26 მაისს, სასაფლაოზე ელისაბედ ჯექსონი დაკრძალეს. ქალი მხოლოდ 36 წლის იყო, ვიქტორიანული ეპოქისთვის კი უკვე - ასაკოვანი.