ლეგენდის თანახმად, ახალ ორლეანსა და აკადიანას შორის მაქციის მსგავსი არსება დაძრწის. მას რუგარუ ჰქვია. რუგარუ, ვერვოლფის მსგავსად, მთლიანად კი არ ტრანსფორმირდება, არამედ ადამიანის და მგლის ჰიბრიდად იქცევა.
რუგარუები ლუიზიანაში სახლობენ. განსაკუთრებით, მანჩაკის ჭაობში. მაგრამ ეს არ არის ყველაზე საშიში არსება ამ მხარეში...
ადგილობრივებს ვუდუს მსახური ქალის, ჯულია ბრაუნის მოჩვენების უფრო ეშინიათ. ამბობენ, რომ ცხოვრებაში ჯულიას საყვარელი გასართობი - უახლოეს ქალაქებზე ათასგვარი უბედურების მოვლინება იყო. ბევრი მას ორაკულად თვლიდა და სჯეროდათ, რომ მისი წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდებოდა.
ყველაზე საშიში მათგან ჯულიას სიკვდილის მომენტს უკავშირდება. სანამ ის სულს დალევდა, ჯულიამ მოულოდნელად სიმღერა წამოიწყო. ის ერთსა და იმავე მონაკვეთს იმეორებდა: „ერთხელ მე მოვკვდები და ყველას თან წაგიყვანთ“. ეს სიტყვებიც ახდა, როგორც კი ჯულია გარდაიცვალა.
სადაც ის დაკრძალეს, იმ ადგილას საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც სამი სოფელი აღგავა პირისაგან მიწისა. ასობით ადამიანი დაიხოცა. იმ მხარეში დღემდე პოულობენ ჭაობში გარდაცვლილთა ცხედრებს.
მანჩაკი
ამბობენ, რომ ჯულიას მოჩვენებას მანჩაკის ჭაობთან შეხვდებით. დროდადრო იქ ქალის სიმღერა ისმის... ჯულია ისევ და ისევ აგრძელებს თავისი საშინელი სიმღერის მღერას.