ის, რაც 50, 100 და მეტი წლის წინ სილამაზის ეტალონად ითვლებოდა ,დღეს შეიძლება სიმახინჯედ მოგეჩვენოთ. თუმცა, ხომ უნდა იცოდეთ, რით იწონებდნენ ქალები თავს ათწლეულებისა და ასწლეულების წინ.
რენესანსის ეპოქა
ქალს მაღალი შუბლი უნდა ჰქონოდა. დღეს ასეთ "მოდას" რაქიტის რთულ ფორმას მიაწერდნენ, მაგრამ იმ ეპოქაში ქალები თმიან შუბლს იპარსავდნენ, ლამაზები რომ გამოჩენილიყვნენ.
მეორე მსოფლიო ომი
ნეილონის კოლჰოტები უსაშველოდ ძვირი ღირდა და მისი შოვნაც ჭირდა. საზოგადოებაში ფეხშიშველი გამოჩენა კი სირცხვილი იყო. ამიტომ ქალები ფეხებს... იღებავდნენ. საღებავი ალერგიული იყო. მისი ჩამობანვის უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ მდიდარი ქალიშვილები აძლევდნენ, ღარიბები კი წაშლამდე იჩერებდნენ.
ჩინური ტრადიცია
5 წლიდან გოგონებს ფეხებს უბინტავდნენ, რომ იგი სიგრძეში არ გაზრდილიყო. პატარა ფეხი დღესაც სილამაზის ეტალონად ითვლება. თუმცა, ის, რომ ძვლები დეფორმირდებოდა და მოკაკვული ფეხის თითებით ქალს გადაადგილება უჭირდა, არავის ადარდებდა. მთავარი "ლამაზი ფეხებით" სარფიანად გათხოვება იყო.
ძველი მაია
ლამაზი იყო ადამიანი, რომელსაც ცხვირიდან თხემამდე ხაზი აბსოლუტურად სწორი ჰქონდა. ახალშობილებს თავზე ხის "ქუდებს" უმაგრებდნენ და ხის ფიცარზე კუთხეს ისე ასწორებდნენ, რომ მყიფე ძვლები ადვილად ემორჩილებოდა ცვლილებებს და სამი წლის ბავშვს თავის იდეალურად სწორი ფორმა უყალიბდებოდა.
ჩინეთი, ჩინის დინასტია
ქალი ხელებზე ფრჩხილებს იზრდიდა... უსასრულობამდე. მომტყდარი ფრჩხილი ნამდვილი ტრაგედია იყო. მიიჩნეოდა, რომ თუ ქალს გრძელი ფრჩხილები ჰქონდა, ის საკუთარი ხელებით არაფერს აკეთებდა და ამიტომაც ნამდვილი ლამაზმანი იყო.
რენესანსი
საწყლები, ჯერ ხომ შუბლს იპარსავდნენ, მერე წარბების მოპარსვაც დაიწყეს. ერთი ღერი თმაც თუ ექნებოდათ, ლამაზები აღარ იქნებოდნენ.
იაპონია, XII-XVIII საუკუნე
როგორ უნდა გაერჩიათ გათხოვილი ქალი გასათხოვრისგან, 5 საუკუნის განმავლობაში ყველა გათხოვილი ქალი ტუჩებს შავად იღებავდა.
ინგლისი, XVII საუკუნე
ქალს დეკოლტირებული კაბა უნდა სცმოდა. სილამაზის ეტალონად კი თეთრ კანზე დამჩნეული ძარღვები მიიჩნეოდა, რის გამოც ქალები ვენებს ყელზე, მკერდსა და მხრებზე იხატავდნენ.
ვიქტორიას ეპოქის ინგლისი
პრინცი ალბერის მიერ დაკანონებული მოდა მეტად უჩვეულო გახლდათ. მაშინდელი პირსინგი ასე გამოიყურებოდა: ქალები ძუძუსთავებს იხვრიტავდნენ და ერთმანეთს ჯაჭვით უკავშირებდნენ.
ევროპა, XIX საუკუნე
მოუხერხებელი კორსეტები თასმებიანმა კორსეტებმა ჩაანაცვლა. მას მაქსიმალურად ფართოდ და თავისუფლად უნდა წარმოეჩინა ქალის მკერდი.
ძველი ჩინეთი
ქალები საკუთარ წარბებს იპუტავდნენ და შუბლის ზედა მხარეს ახლებს იხატავდნენ. წარბი ერთგვარი ქალის განწყობის მიმანიშნებელი იყო. წარბი შეიძლებოდა ყოფილიყო: "მხიარული", "მოწყენილი", "მებრძოლი", "მორჩილი" და ა.შ.
ძველი საბერძნეთი
მონოწარბი - არისტოკრატიულობის ნიშანი იყო. თუ ქალს ბუნებით გადაბმული, ერთი მთლიანი წარბი არ ჰქონდა, მას ან იხატავდნენ, ან ფრინველების ბუმბულებს იმაგრებდნენ.
რენესანსი
მოდაში შემოვიდა მოკლე კბილები... თუ ქალს სურდა ლამაზი ყოფილიყო, კბილები უნდა მოექლიბა. იდეალური იყო, თუ წინა კბილები ქალს ოთხკუთხედი ფორმის ჰქონდა.
ჩინეთი, ტანის დინასტია
ასეთი ლამაზმანის წარმოდგენა შეუძლებელიცაა. ქალს უნდა ჰქონოდა: მინიატურული ხელები, სიფრიფანა სხეული, პატარა ტერფები და მსუქანი ლოყები. სახეს იდეალურად მრგვალი ფორმა უნდა ჰქონოდა.