ყველას აქვს რაღაცის ნიჭი, ზოგს ხატვა შეუძლია, ზოგსაც სიმღერა. მე ნივთების იაფად ყიდვის ნიჭი მაქვს დაბერტყებული და ამით ძალიან ვამაყობ.
ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე დიდი ხნის ნაძებნი ნივთები ისე სასაცილო ფასად მეფეთებიან, დაბნეულობისგან თვითონაც სასაცილოდ ვიქცევი ხოლმე. დღეს ერთი ასეთი ადგილის, მეორადების ბაზრობის შესახებ მოგიყვებით (სხვათა შორის, გრამატიკულად სწორი ფორმა "მეორეულებია", მაგრამ რახან ასეა ცნობილი, იყოს მეორადები), სადაც უამრავი საინტერესო ორიგინალური ტანსაცმელი და აქსესუარი ახალი პატრონის მოლოდინში იმტვერება. ამ ქაოსურად მიფენილ-მოფენილ ტანსაცმელებს შორის თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც 5 ლარად ერთი მშვენიერი ლუქი შეჰმატოთ გარდერობს.
მაგალითად ასე - მოკლე კლასიკური ქვედაბოლო 2 ლარი, თეთრი მაისური კი 3 ლარი. თუ მეორადებს ხშირად "დალაშქრავთ ამ ფასად ბევრ საინტერესო რამერუმეს აღმოაჩენთ. მთავარია მონდომებით ჩიჩქნოთ ყველაფერი, რასაც წვედებით და ვერ წვდებით.
თუ გაგიმართლათ და "ამოყიდვაზე" მუშაობენ, ჩათვალეთ, "მოდის" ან "ჩაცმის" ღმერთი გწყალობთ (ასეთი ღმერთი არცერთი ერის მითოლოგიაში არ გვხვდება, მაგრამ რაღაც არსებობს), რადგან ასეთ დროს შეგიძლიათ, H&M-ის შარვალი 3 ლარად იყიდოთ, 45-ლარიანი ბრენდული პერანგი 70 თეთრად.
საუკეთესო დრო ?
მე, როგორც სამეგობროში ცნობილი "მეორადთმცოდნე", გირჩევთ მათ დღესასწაულების წინა პერიოდში ესტუმროთ. როგორც გამყიდველები მეუბნებიან , "ამოყიდვაზე არიან, თორე ამ ფასად სად ვნახავ"
დღის საუკეთესო პერიოდი ?
რაც უფრო დილით ადრე "დაეცემით თავზე", მით უკეთესია თქვენთვისაც და გამყიდველისთვისაც, რადგან "სიფთაზე დაგიკლებს"
არ დაგავიწყდეთ, ტანსაცმელი მოუთმენლად გელოდებათ...