რა საიდუმლოს ინახავდა ნორმა ჯინის მეგობარი
ლეგენდარული ქალბატონი მსოფლიოში უცვლელ სექსსიმბოლოდაა ქცეული. მას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ბაძავენ. ერთ-ერთ თაყვანისმცემლად მეც მოვიაზრები, რადგან მისთვის ლექსიც კი მაქვს მიძღვნილი.
იცოდით, რომ მერილინ მონრო ორსულად იყო?
ნორმა ჯინი ბავშვის ყოლაზე ოცნებობდა. როგორც ირკვევა, იგი რამდენჯერმე იყო ორსულად, თუმცა საჯაროდ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ამ ყველაფერს შედეგი არ გამოუღია.
სრულიად მოულოდნელად, გავრცელდა 1960 წელს გადაღებული ფოტოები, სადაც აშკარად ჩანს მერილინის ზომაზე მეტად გამობერილი მუცელი.
რაც შეეხება მის მეგობარს, ეს ქალბატონი ფრიდა ჰოლია. მას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა მერილინთან.
2014 წელს ფრიდა ჰოლი გარდაიცვალა და მოეწყო აუქციონი, რომელიც ეხებოდა ყველაფერ იმას, რაც მერილინთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ აუქციონზე აღმოაჩინეს ორსული მონროს სურათები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ერთგული მეგობარი საიდუმლოდ მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა.
ფრიდა ხელმომჭირნედ ცხოვრობდა და სულაც არ ცდილობდა იმას, რომ მერილინის ხარჯზე გამდიდრებულიყო და ცნობილი გამხდარიყო.
თავიდან სურათებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ისინი ტონი მაიკლსმა შეიძინა 2 000 დოლარად.
რაღაც დროის შემდეგ ტონიმ ფოტოების გასაჯაროება გადაწყვიტა და იმ საიდუმლოს ფარდა ახადა, რომ მერილინი კიდევ ერთხელ იყო ორსულად.
უმშვენიერესი მერილინის მომრგვალებულ მუცელს მჭიდრო ქვედაბოლო კიდევ უფრო ააშკარავებს.
ამ პერიოდში მსახიობი არტურ მილერთან დაშორებული იყო. საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვის მამა შეიძლება ივ მონტანი ყოფილიყო.
ბევრი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ რომანმა განაპირობა მერილინის და არტურის დაშორება.
არ არის გამორიცხული, რომ მერილინ მონროს ბავშვი ჩუმად გაეჩინა და დღეს ის მსოფლიოს რომელიმე კუთხეში დააბიჯებდეს. მე კი თვალწინ ყოველთვის ის კადრი მიდგას, როგორ უბერავს სავენტილაციო მილიდან ჰაერი და როგორ უფრიალებს მოკისკისე ნორმა ჯინს ფარფატა, თეთრ, მასავით ნაზ კაბას.
ნათია ხუნაშვილი