ბლოგი

აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები

აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ უხილავი არსებების, მოჩვენებების, რომლებიც განსხეულებულნი იყვნენ. მსურს, გაგიზიაროთ უცნაური და ამოუხსნელი აღმოჩენები ფოტოგრაფიაში.
ძველ დროში ფოტოგრაფები იღებდნენ არა მხოლოდ პორტრეტებს, პეიზაჟებსა და ადამიანებს, არამედ... მოჩვენებებსაც. ამ ყველაფერს სპირიტუალური ფოტოგრაფიაც შეიძლება ვუწოდოთ.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში კაცობრიობის ისტორიაში მოხდა რამდენიმე საინტერესო და უცნაური შემთხვევა.
ადამიანები ეძებდნენ გამოსავალს, რომ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს დაკავშირებოდნენ. თუ ვერ დაინახავდნენ, ხმა მაინც რომ გაეგოთ.
მე-19 საუკუნე მისტიკის საუკუნედ იქცა. 1850-60-იან წლებში ფოტოგრაფებმა ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. სწორედ მაშინ გამოიყენეს
ახალი ეფექტი: „ორმაგი ექსპოზიცია“.


თუმცა, ვიდრე „ორმაგი ექსპოზიცია“ დაინერგებოდა, იქამდე არსებობდა ადამიანი, რომელიც თავისი ნამუშევრებით საგონებელში ჩაგაგდებთ.
ეს პირველი „პიონერი“ დამწყები ფოტოგრაფი გახლდათ, ამერიკელი - უილიამ მუმლერი.
იგი ითვლება პირველ ფოტოგრაფად, რომლის ფოტოებშიც ადამიანთა აჩრდილები გამოჩნდა.


იქიდან გამომდინარე, რომ მუმლერი პროფესიონალი ფოტოგრაფი არ იყო, კიდევ უფრო უცნაური და ამოუხსნელია ამ ფოტოების არსებობა.
თავიდან უილიამი ჩვეულებრივ ცხოვრობდა. ინჟინერი იყო და თავის საქმეს აკეთებდა.
ყველაფერი შეიცვალა, როცა გაამჟღავნა ავტოპორტრეტი, სადაც მის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი ჩანდა.
ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი მისი ბიძაშვილი აღმოჩნდა, რომელიც 12 წლის წინ იყო გარდაცვლილი.


ფოტო სულ მალე ძალიან პოპულარული გახდა. მუმლერმა მიატოვა თავისი კარიერა და ფოტოგრაფობას სერიოზულად მოეკიდა. მან მოჩვენებების გადაღება დაიწყო.

სამოქალაქო ომის პერიოდში ადამიანები ფულს იხდიდნენ, რომ კვლავ ეხილათ მათი საყვარელი ადამიანები, თუნდაც ფოტოზე.
ფოტოგრაფს ადანაშაულებდნენ, რომ იყენებდა ადამიანებს, რომლებიც გამწარებულნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ მათით სარგებლობდა.
ბრალდებების მიუხედავად, მისი ბიზნესი ნელ-ნელა აყვავდა. მეუღლეც გვერდში ედგა და მხარს უჭერდა ამ უცნაურ წამოწყებაში.
თვით ლინკოლნის ქვრივიც კი მივიდა უილიამთან და მოისურვა, გადაეღო ფოტო, მის გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად.

Мэри Тодд Линкольн
დროთა განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თუ რა მარტივი შეიძლება იყოს ფოტოზე მსგავსი ეფექტის მიღწევა. ამის დამტკიცებას სასამართლოშიც ახერხებდნენ.


უილიამ მუმლერი არავის დაუპატიმრებია.
1884 წელს მან სიღარიბეში დალია სული. არსებობს მემუარებიც, რომლის სახელიცაა: „უილიამ მუმლერის პირადი გამოცდილება, მოჩვენებები ფოტოგრაფიაში“.
ფოტოგრაფთა მაღალ ეშელონებში საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ ყოველივემ გზა გაუხსნა შარლატანებს, რომლებიც ხალხის მოტყუებას ცდილობდნენ და ემოციებით თამაშობდნენ.


თანდათან დაიხვეწა ფოტოგრაფების ტექნიკა და უფრო დამაჯერებლად ცდილობდნენ სხვადასხვა ეფექტის გამოყენებას.
სკეპტიკოსები ამგვარ ფოტოებს ჩვეულებრივ ხრიკად მიიჩნევენ, ხოლო ისინი, ვისაც ნამდვილად სწამს სულების არსებობის და მათი აღბეჭდვის შესაძლებლობის, ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე სრული სიმართლეა. არჩევანი თქვენზეა.

ნათია ხუნაშვილი



შობის მოჩვენებები: ვისი სულები ეცხადებიან ხალხს სადღესასწაულო ღამეს






FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93