ბიუსტჰალტერი - ქალის გარდერობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება. მასზე 10 საინტერესო ფაქტი შევაგროვეთ.
1. ძველ საბერძნეთში
სწორედ აქ შეკერეს პირველი ბიუსტჰალტერი. ტილოს ან შალის ქსოვილს ხელით კერავდნენ. ეს იყო მკერდზე შემოხვეული და მხრებზე დამაგრებული ქსოვილი. თანამედროვე ლიფის მსგავსი აქსესუარი 1500 წელს გამოჩნდა, როცა კორსეტების ჩაცმა გახდა საჭირო. კორესტის ტარება მხოლოდ საშუალო ან მაღალი კლასის ქალბატონს შეეძლო. ძველ საბერძნეთში კი ლიფი კომფორტისთვის ეცვათ.
2. ბიუსტჰალტერის მასიური დაწვა
კადრი, სადაც 60-იან წლებში, ჰიპი გოგონებმა ბიუსტაჰლტერები მასიურად დაწვეს NY Post-ის რედაქტორის ლინდსი ვან გელდერის იდეა იყო. მას "მყვირალა კადრის" გადაღება სურდა და ამ ფაქტს რაიმე პოლიტიკური ან საზოგადოებრივი "სარჩული" არ ჰქონია.
3. ფორმადაკარგული მკერდი
ადრე მიაჩნდათ, რომ ულიფოდ სიარული მკერდს ფორმას უკარგავდა. მეცნიერმა ჯან-დენი რუიონმა 1997 წლიდან დაიწყო ქალის მკერდის შესწავლა და დაადგინა, რომ ლიფის ჩაცმა-არჩაცმა მკერდის ფორმაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
4. სიკვდილის მიზეზი
შეიძლება ოდსღაც თქვენ გახდით ბიუსტჰალტერის მსხვერპლი. გაგეკაწრათ კანი, შეგერჭოთ ლიფის "ძვალი" და ა.შ. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ორი ლონდონელი მანდილოსნის ბედი გაიზიაროთ. ლონდონის ცენტრში, 1999 წელს, მათ გვერდით მეხი დაეცა, ლიფი კი მშვენიერი გამტარი გამოდგა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
5. გადარეული პუშ-აპი
ჰოლივუდის მაგნატმა ჰოვარდ ჰიუზმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი, სადაც მანდილოსნის მკერდი ცაში ჯადოსნური ლიფის დახმარებით ადის. ჯეინ რასელს ისედაც იდეალური მკერდი ჰქონდა, ჰიუზის გამოგონება იმდენ ტკვილის ანიჭებდა, რომ მხოლოდ 5 წუთი იცვამდა. შედეგად, კადრში საკუთარი ლიფით გამოჩნდა, უბრალოდ, ოდნავ ასწია ზონრები.
6. «Victoria's Secret»
70-იან წლებში როი რაიმონდს მეგობარი გოგონასთვის თეთრეულის ყიდვა სურდა, მაგრამ მაღაზიაში შესული პოლიციაში აღმოჩნდა. ის მანიაკად მიიჩნიეს. როი არ დაიბნა და გახსნა ქალის თეთრეულის მაღაზია... მამაკაცებისთვის, სადაც მათ რჩეულისთვის სექსუალური თეთრეულის ყიდვა თავისუფლად შეეძლებოდათ. 1982 წელს რაიმონდმა კომპანია გაყიდა და 11 წლის შემდეგ გაკოტრებულმა თვითმკვლლობით დაასრულა სიცოცხლე.
7. ტყვიაგაუმტარი ბიუსტჰალტერი
ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის მეუღლე იმელიდა სახელმწიფო ფულებს საკუთარ სიამოვნებაზე, ძირითადად სამოსზე ხარჯავდა. საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ მის გარდერობში მხოლოდ ფეხსაცმლის 3 ათასი წყვილი აღმოაჩინეს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ექსპონატი ტყვიაგაუმტარი ბიუსტჰალტერი იყო.
8. კომერციული გათვლა
ზოგიერთ მწარმოებელს ბიუსტჰალტერის გაყიდვით წელიწადში 500 მლნ დოლარი გამომუშავება შეუძლია. ზოგს კი 16 მილიარდის. მაგალითად, ესპანეთში ბიუსტჰალტერის გაყიდვით კომპანია წელიწადში 19 მლნ დოლარს გამოიმუშავებს, საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი მოდელი რამდენი ათასი დოლარი ღირს.
9. პოპულარულობის პიკი
პირველ მსოფლიო ომამადე მანდილოსნებს კორსეტები ეცვათ, მაგრამ ომის დაწყებისთანავე, მავთული დეფიციტი გახდა და კორსეტები ლიფებმა ჩაანაცვლა.
10. კარესს კროსბი
ბიუსტჰალტერი ქალს საშუალებას აძლევდა ემუშავა ფაბრიკაში, მსუბუქად გადაადგილებულიყო, არ წასვლოდა გული. პირველი ქალი, რომელმაც ლიფი შეკერა კარესს კროსბი იყო. 1914 წელს მან ორი ვარდისფერი ცხვირსახოცი და ლენტი გამოიყენა. ამ კონსტრუქციით წვეულებაზე გამოცხადდა და საზოგადოება შოკში ჩააგდო. შეურაცხყოფილმა ქმარმა კარესს სარფიანი ბიზნესის გაყიდვა 1500 დოლარად აიძულა და როცა ამერიკაში კორსეტი ლიფმა ჩაანაცვლა, კარესს კროსბის დამსახურება აღარავის გახსენებია.