ჩვენ ყველას ერთი წინაპარი ქალი გვყავს, ეს ევაა. თანამედროვე გამოთვლით, იგი აფრიკაში, 200-180 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ზუსტი ადგილის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. ვარიანტებია: ტანზანია, ანგოლა, ნამიბია. ევასა და თანამედროვე ადამიანს 9-10 ათასი თაობა აკავშირებს.
ბიბლიაში მოხსენიებული ევას შტოს ჰალოჯგუფი გამოეყო და სხვაგან დასახლდა. იმ ჯგუფის მთავარ დედას ლარა ერქვა და ის დაახლოებით 71-72 ათასი წლის წინ ცხოვრობდა აღმოსავლეთ აფრიკაში. ეს ჩვენი ბებიის ბებიის ბებიაა და ასე 3600 ათასჯერ.
მოგვიანებით, აფრიკის ტერიტორია პატარა ჯგუფმა კიდევ დატოვა და ისინი წითელი ზღვისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე დასახლდნენ. აქ კიდევ აღმოგვაჩნდა კიდევ ერთი ბებიის ბებიის ბებია - ნაომი. მისგან წარმოიშვა ევროპის, ოკეანიის, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის თითქმის ყველა წევრი.
2001 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორის, ბრაიან საიქსის წიგნი "ევას შვიდი ქალიშვილი" დაიბეჭდა, სადაც ლექტორი გენეტიკის თეორიაზე დაყრდნობით ჩვენს წინაპრებს, დიდ ბებიებს გვაცნობს.
საიქსი წერდა, რომ ყველა თანამედროვე ევროპელის ერთი საერთო წინაპარი მხოლოდ 7 ქალის შთამომავალია. ეს ქალები უძველეს დროს ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათ ერქვათ: ურსულა, ქსენია, ელენე, ველდა, ტარა, კატრინი და ჟასმინი.
"ქალებს შორის უხუცესი ურსულაა. ის დაახლოებით 45 ათასი წლის წინ ცხოვრობდა თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე. იგი გრაციოზულობითა და კარგი აღნაგობით გამოირჩეოდა. ქსენია ცეცხლის გამავრცელებელი და შვილების მომვლელი იყო. იგი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში, ტყის პირას, დაახლოებით, 25 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ქსენია გამოირჩეოდა კარგი დიასახლისობითა და სტუმართმოყვარეობით.
მომდევნოა ტარა. ის დაახლოებით 17 ათასი წლის წინ თანამედროვე ტოსკანის (ფლორენცია) ტერიტორიაზე დაიბადა. ეს იყო ძლიერი და შეუპოვარი მანდილოსანი.
ტარას შთამომავლები ჩრდილოეთისკენ გაიფანტნენ, მოგვიანებით - გერმანიის მიწებზე. ჩრდილოეთისაკენ - თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიისკენ აიღეს გეზი ველდას შთამომავლებმა. მათ მბრძანებლობა უყვარდათ.
ჟასმინი თანამედროვე სირიიდანაა. მის ტომში მიღებული იყო ნადირობა და მათვე მოიფიქრეს მიწის დამუშავება. თავად ჟასმინი ყვავილივით ნაზი და მიმზიდველი ქალი იყო. ეკატერინე გამოირჩეოდა გულახდილობითა და პირდაპირობით. იგი და მისი ჯიში თავს თევზაობით ირჩენდა. გასაკვირი არცაა, ისინი ხომ ადრიატიკის ზღვის მახლობლად, ვენეციისა და ტრიესტას მიდამოებში ცხოვრობდნენ. ეს დახლოებით 10 ათასი წლის წინ.
გენეტიკური კვლევის დროს ყველაზე ხშირად ადამიანებს ელენეს გენი აღმოაჩნდებათ ხოლმე. იგი უბრალო და მხიარული ქალი იყო. მისი ოჯახი პირენეის მთებში ცხოვრობდა. ისინი ნადირობას მისდევდნენ. ახლა მათ ტერიტორიაზე კატალონიელები ცხოვრობენ" - წერდა საიქსი.
წყარო: cosmopolitan