"იმ დროს, როდესაც საფრანგეთისა და აშშ-ის პირველი პირები პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, პირველ ქალბატონებს ცალკე "ბრძოლა" ჰქონდათ გამართული - ვისი ქუსლი უფრო მაღალი იყო" - წერს გამოცემა Times.
ფოტოგალერეა
ელისეის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მელანია ტრამპს დიზაინერ კრისტიან ლაბუტენის 12-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი ეცვა. თუმცა ქუსლის სიმაღლეში მელანიას არც საფრანგეთის პირველი ლედის ფეხსაცმელი ჩამოუვარდებოდა.
ბრიჯიტ მაკრონი და მელანია ტრამპი
65 წლის ბრიჯიტ მაკრონის სტილი და მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბევრში აღფრთოვანებას იწვევს.
საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ფოტო:
საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონის და მელანია ტრამპის სიყვარული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. 2017 წელს პოლონეთში ვიზიტის დროს ბავშვებმა აშშ-ის პირველ ლედის საჩუქრად 3D პრინტერის საშუალებით შექმნილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აჩუქეს.
ფოტო: მელანია ტრამპი პოლონეთში ვიზიტისას
აშშ-ის პირველი ლედი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ მას ზოგიერთი ადგილისთვის შეუფერებელი ფეხსაცმელი ეცვა. მაგალითად, გასულ წელს მელანია ტეხასის შტატში, სადაც ქარიშხალი "ჰარვი" მძვივარებდა, ქმარს ქუსლიანი ფეხსაცმლით ახლდა. ანდაც მაშინ, როდესაც თეთრ სახლში ხე დარგო. გაგრძელება + ფოტო