მე მოგიყვებით ყველაფერს იმის შესახებ, თუ საიდან დაიწყო ჩემი თავგადასავალი, როგორ გაგრძელდა ის და როგორ არ მთავრდება დღემდე. დავიწყებ იმ სიტუაციის აღწერით, თუ რამ მაიძულა, მანტრას მოსმენა დამეწყო ყურსასმენებით ყოველ საღამოს იმისათვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში.
მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ბევრს შრომობს, მაგრამ არაფერი აქვს თავის ადგილას დალაგებული, არც პირად და არც კარიერულ ცხოვრებაში. ალბათ, ასეთი ხელმოცარულობა, როგორც ასეთი, ბევრ ადამიანს აწუხებს ცხოვრებაში. მთავარია, ყველამ დავიჯეროთ, რომ ყველაზე გამოუვალი სიტუაციებიდანაც არსებობს გამოსავალი და ზემოხსენებული სიტყვა - „გამოუვალი“ თითქმის მნიშვნელობადაკარგულ სიტყვად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ჩემი ბლოგის მეშვეობით, ძალიან მინდა, მოვუწოდო ყველა ადმიანს, რომელიც დღეში 8 სამუშაო საათზე მეტსაც კი მუშაობს, შემდეგ სახლში მიაქვს სამუშაო მასალები და იქაც აგრძელებს მუშაობას. თითქმის არ, ან უკეთეს სიტუაციაში, გააჩნია დანგრეული პირადი ცხოვრება და უამრავი პრობლემა „თავზე აყრია“. იმის მიუხედავად, რომ არ გააჩნია დრო საკუთარი თავისთვის, მაინც ყოველდღე სიხარულით ელოდება იმ მომენტს, როცა დაჯდება ან წამოწვება და უკეთეს, პოზიტიურ ცხოვრებაზე იფიქრებს.
![Image result for mantra pose gif](https://i.pinimg.com/originals/35/8c/18/358c18261b91b7c84851aa0743ffeb21.gif)
შევეცდები, ჩემი სტატიიის მეშვეობით დავეხმარო მათ ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში.
მე ძალიან „დაძაბული“ ცხოვრება მქონდა. მართლა ბევრს ვშრომობდი, მაგრამ არაფერი „მეჭირა ხელში“ და თამამად შემეძლო მეთქვა, რომ მე ძალიან წარუმატებელი ვიყავი. ერთ დღეს ჩემს მეგობარს შემთხვევით წამოსცდა ის, რაც იმავე საღამოდან ჩემი გამოსავალის წყარო გახდა.
![Related image](https://media.giphy.com/media/SqSWeTb27J0B2/source.gif)
ეს იყო მანტარა, რომელსაც ვუსმენდი სანსკრიტულ ენაზე და ვიწყებდი ფიქრს იმაზე, რომ უკვე გამაჩნდა ყველაფერი კარგი და პოზიტიური ცხოვრებაში და არა ისე, რომ ვისურვებდი ყველაფერ კარგსა და პოზიტიურს, რომ მქონოდა. ანუ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ვოცნებობდი მანტრას მუსიკის ფონზე და ზუსტად ზემოხსენებული ფორმულირებით ვახერხებდი იმას, რომ მეორე დღიდანვე სწორად გაშვებულ ენერგიაზე სამყაროს დადებითი პასუხები დაებრუნებინა.
![Related image](https://3.bp.blogspot.com/-c-0I9JRcg84/VzrnA335i1I/AAAAAAAAkbg/HIFYDdVRViALbHiRhDPpOKf7ECD7R2b3ACLcB/s1600/HKloKjDC2ssRp3QPmuOPmK0li0PyvqnjnyWRwMSxPl-kWpg98tSRSAtn_-JQs3P9uEpQjZnUCPM%253Dw5120-h3200-rw-no.gif)
დღეს მე წარმატებული კომპანიის მმართველი ვარ და ასევე, სტაჟირებას გავდივარ ტელეკომპანია PALITRA NEWS-ის ერთ-ერთ პროექტში, რომელსაც „პრაქტიკული აკადემია“ ჰქვია. გარდა ამისა, ვარ პიარ-მენეჯერი. გამაჩნია წყნარი, მშვიდი და გაწონანსწორებული პირადი ცხოვრება და მიუხედავად ამისა, ყოველ საღამოს, მეტი პოზიტივის მოზიდვის მიზნით ან უბრალოდ რელაქსაციის მიზნით ვუსმენ მანტრას და ბედნიერად ვაგრძელებ ცხოვრებას.
გიორგი ახალკაციშვილი