დღეს ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება კოლგოტი. არსებობს სხვადასხვა ფერის, ნახატის, სისქის კოლგოტი. იმის გამო, რომ ქალს კოლგოტი ჩაეცვა, ფეხები უნდა გაეპარსა. ეს კი არავის სურდა. რატომ? თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ისტორიის თანახმად, პირველი კოლგოტი 1589 წელს დაამზადა უილიამ ლი. მამაკაცმა გამოიგონა საქსოვი მანქანა, რომელზეც აბრეშუმის, ბამბისა და შალისგან მოქსოვა კოლგოტი... მამაკაცებისთვის.
მოგვიანებით, მამაკაცის სამოსმა ქალის გარდერობში გადაინაცვლა. ქალმა კაბები ჯერ კოჭამდე გამოაჩინეს, შემდეგ მუხლამდე. კოლგოტი საკმაოდ ძვირად ღირებული, ფუფუნების ნივთი იყო. XIX საუკუნეში უილიამ კოტონმა გამოიგონა მანქანა, რომელიც ერთდროულად 40 წყვილ ე.წ. ჩულქს ქსოვდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ლეგენდარული ჩულქები უკან ხაზით.
1935 წელს ჯულიან ჰეილიმ აბრეშუმის სინთეტიკული შემცვლელი ნეილონი გამოიგონა. მოდის ჩვენებაზე კოლგოტს ასეთი სარეკლამო სლოგანი ჰქონდა: "აბლაბუდას ქსელივით თხელი და ფოლადზე გამძლე".
კოლგოტებიდან ბალნიანი ფეხები უშნოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ქალები ფეხების გაპარსვას არ ჩქარობდნენ, რადგან იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ ფეხებგაპარსული ქალი მსუბუქი ყოფაქცევის იყო. მამაკაცებზე ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა არავის სურდა.
ნეილონის კოლგოტის მასიური გაყიდვა ომმა შეაჩერა. მისგან პარაშუტებსა და ლაბადა-კარვებს კერავდნენ. ქალებმა გამოსავალს მიაგნეს. ისინი ფეხებს ისეთნაირად იღებავდნენ, თითქოს კოლგოტები ეცვათ. არავის სურდა, ქუჩაში "შიშველი ფეხებით" გამოჩენილიყო.
მანდილოსნებს მომსახურებას სალონებშიც სთავაზობდნენ. სპეციალური ფანქრებიც კი გამოჩნდა, რომლებითაც ქალები სწორ ხაზს იხატავდნენ ფეხებზე. რადგან ბალნიან ფეხებზე კოლგოტის დახატვა შეუძლებელი იყო, გაპარსული ფეხები მოდაში დარჩა.
ომის დასრულების შემდეგ ნეილონის კოლგოტები მოდაში დაბრუნდა. 1960-იან წლებში მინი ქვედაკაბების ჩაცმა დაიწყეს და კოლგოტის გარეშე წარმოუდგენელი იყო ქუჩაში გამოსვლა.
კოლგოტი ჩეხური სიტყვის kalhoty დამახინჯებული ვარიანტი. რადგან იმ პერიოდში "ნეილონის რეიტუზები" ჩვენს ქვეყანაში ჩეხეთიდან შემოჰქონდათ.
დღეს "კოლგოტის" მოდა საინტერესო და ამოუწურავია: აჟურული, ფერადი, ნახატიანი...