ბლოგი

რატომ მალავდა დედა შვილს მანქანის საბარგულში

რატომ მალავდა დედა შვილს მანქანის საბარგულში
ავტოსახელოსნოში ქალბატონმა მანქანა შესაკეთებლად მიიყვანა. ხელოსანი საშინელმა ხმებმა გააოცა, რომელის მანქანის საბარგულში მოისმოდა. მამაკაცი გაოგნდა, როცა მანქანაში ორი წლის ბავშვი აღმოაჩინა. საბარგულიდან საშინელი სუნი ამოდიოდა, ბავშვი საკუთარ ექსკრემენტებში იწვა.

საფრანგეთის ქალაქ ტიულის სასამართლოს წინაშე პორტუგალიური წარმოშობის, საფრანგეთში მცხოვრები 50 წლის ქალი, როზა მარია კრუზი წარდგა. მას ბრალად ედება შვილის დაბადების დაფარვა, რომელიც ელემენტარულ კვებისა და მოვლას გარეშე ჰყავდა მიგდებული.

აღმოჩენა მანქანაში

სერენა, ასე ეძახდა დედა თავის გოგონას, მშობლის უგულობის გამო, მოკლებული იყო ფიზიკურ, ემოციურ და საერთოდ, ნორმალურ
განვითარებას.
სასამართლომ ქალი ბავშვზე სისტემატიურ ზეწოლაში დაადანაშაულა, რამაც ბავშვის ინვალიდობა გამოიწვია. როზა მარია კრუზს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მარია საყვარელ მამაკაცსა და სამ თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მათვე უმალავდა მეოთხე მშობიარობას, შვილის გაჩენას და მისი მოვლის ამბავს. როგორც გაირკვა, გოგონა დედისთვის არასასურველი შვილი იყო, ფეხმძიმობის შესახებ გვიან გაიგო, როცა აბორტის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა, ქალმა ბავშვი ოჯახის წევრებისგან ფარულად გააჩინა და ორ წლამდე მანქანის საბარგულში მალავდა.

ორი წელი მანქანის საბარგულში და სარდაფში

ბავშვი შემთხვევით აღმოაჩინა ავტოხელოსანმა, რომელსაც მანქანა შესაკეთებლად მიუყვანეს. საინტერესოა, რას ფიქრობდა დედა. მან ხომ იცოდა, რომ სახელოსნოში დატოვებულ მანქანას დაათვალიერებდნენ და ბავშვს აღმოაჩენდნენ?.. შეიძლება, ასე განზრახ მოიქცა, რადგან ბავშვის გამოჩენის, მისგან გათავისუფლების სურვილი ჰქონდა.

საინტერესო ისაა, რომ მექანიქოსი, რომელიც მანქანის მფლობელს ელოდებოდა, შეშლილს ჰგავდა აღმოჩენით. თავად ქალი, კი რომელიც ბავშვის დედა აღმოჩნდა, მშვიდად ისმენდა მომხდარის შესახებ და არც აღელდა და რაიმე რეაქცია ჰქონდა, როცა მექანიკოსმა საბარგულში მყოფი ბავშვი აჩვენა.
ჩნდება კითხვა, როგორ სარგებლობდნენ კრუზის ოჯახის წევრები მანქანით, რომელიც საბარგულიდან საშინელ სუნს აფრქვევდა და სადაც ბავშვი "ცხოვრობდა". ამ კითხვაზე კრუზმა განაცხადა, რომ ხანდახან მას ბავშვის სარდაფში დამალვა უწევდა. რეგულარულმა უჭმელობამ გოგონაში განვითარების შეფერხება გამოიწვია. ფიზიკური განუვითარებლობა კი ისე შეუფერხდა, რომ ინვალიდად დარჩა.

როზა მარია კრუზმა გოგონა 2011 წელს გააჩინა და მას სერენა დაარქვა. ქალის მეზობლები გაოცებულები იყვნენ, როცა ჟურნალისტებისგან მომხდარის შესახებ გაიგეს. მათ ვერც ფეხმძიმობა შეამჩნიეს დედას და ვერც შვილის გაჩენა, მიუხედავდა იმისა, რომ რეგულარულად ურთიერთობდნენ მასთან. ხოლო ის ფაქტი, როგორ ექცეოდა დედა ჩვილს მათთვის შოკისმომგვრელი იყო.

ბავშვი კი არა ნივთი

სასამართლოზე როზა მარია კრუზმა განაცხადა: "ბავშვი კი არა, ნივთი... ნივთი, რომელიც უნდა აღმოეჩინათ, რომ მას ეცხოვრა". ქალის თქმით ის სერენას 18 თვის ასაკში პირველად დაელაპარაკა. "იმიტომ, რომ მან გაიღიმა". მისთვის ბავშვს არ აღუძრავს არანაირი დედური ინსტინქტი. სერენა დედისთვის უსარგებლო ნივთი იყო. მისი თქმით, "ის არ უნდა დაბადებულიყო და შესაბამისად, არავის უნდა აღმოეჩინა". სასამართლოს ვარაუდით, ქალი ელოდებოდა, როცა ბავშვი მოუვლელობისა და უჭმელობისგან გარდაიცვლებოდა და მას მალულად დამარხავდა.

მზრუნველობა

როზა მარია კრუზს სასამართლომ 20 წლით თავისუფლება აღუკვეთა, მას დიდი დრო აქვს ფიქრის, რატომ და როგორ მოიქცა. არ დადგინდა ის ფაქტი, თითქოს ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ახლა სერენა 7 წლისაა. ის ერთმა მზრუნველმა ოჯახმა იშვილა. მას უცხო ქალი ღვიძლ დედაზე მეტად უვლის და განვითარებაში ეხმარება. სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე სერენას და და ორი ძმა სხვა ოჯახებმა იშვილეს, მაგრამ მოგვიანებით, მათ ნება დართეს მამამასთან სახლში დაბრუნებულიყვნენ. მამაკაცის მიმართ საქმე არ აღძრულა, რადგან მას წარმოდგენა არ ჰქონდა სერენას არსებობის შესახებ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93