ბლოგი

როცა გაიგებთ, ვინაა ეს ერთი შეხედვით საყვარელი გოგონა, ენა ჩაგივარდებათ

როცა გაიგებთ, ვინაა ეს ერთი შეხედვით საყვარელი გოგონა, ენა ჩაგივარდებათ
აღმოსავლეთის ქვეყნების ქალბატონებს ყოველთვის არ შეუძლიათ პირადი ბედნიერებით ტკბობა, ისინი ტრადიციას უნდა მისდევნდნენ და მკაცრ კანონებს იცავდნენ. ეგვიპტის უკანსაკნელ პრინეცსას არ შეეშინდა ცუდი ხმების და პირველ ქმარს გაეყარა. მას უბრალოდ არ შეეძლო გულის კარნახის წინააღმდეგ წასულიყო.
გოგონა იმდენად ლამაზი იყო, რომ ფოტოგრაფებმა "აზიის ცისფერთვალება ვენერა" შეარქვეს, მას გრძელი შავი თმა ჰქონდა, ქართქათა თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ლერწამივით წვრილი წელი.

მის ძარღვებში ჩქეფდა ალბანური, ჩერქეზული და ფრანგული სისხლი. ამიტომაც იყო ასეთი ლამაზი, მასში ამდენი ერის გენმა
რომ მოიყარა თავი. მას ხშირად ადარებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ვივიენ ლის ("ქარწაღებულნი").

ჩვენ ეგვიპტის უკანსაკნელ პრინცესაზე, ფავზია ფუადზე ვსაუბრობთ. მან პირადი ბედნიერების გამო პრივილეგიებზე და ირანის სასახლის დედოფლობაზე თქვა უარი, სადაც ის ყველაზე საპატიო მანდილოსნად ითვლებოდა.

ფავზია შვეიცარიაში სწავლობდა. სრულყოფილად საუბრობდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ეგპიტეში დაბრუნების შემდეგ მას უფლებები შეუზღუდეს და უბრძანეს, ადგილობრივ ტრადიციებს დამორჩილებოდა.

17 წლისა იძულებით გაათხოვეს ირანის პრინც მოჰამედ რეზა ფეხლევიზე. ქორწინებამდე ახალგაზრდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ქორწინების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ფოტოსესია მოეწყო და ფავზია მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

ფავზია ცხოვრება არ იყო ისეთი ტკბილი, როგორც ეს ყველას ეგონა. საერთოდ, პრინცესების ცხოვრება იშვიათადაა სასიამოვნო. მას მუდამ აკონტროლებდნენ და თვისუფლად მოქმედების უნარს არ აძლევდნენ. მისი მთავარი კონტროლი მამამთილი იყო. ფავზიას კი თავისუფლად ცხოვრება სურდა, შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.

წლების გასვლის შემდეგ მოჰამედ რეზა იშვიათად ჩნდებოდა სახლში, "გაცივდა" ცოლის მიმართ და ფავზიამ შეიტყო, რომ მისი ქმარი სხვა ქალებს ხვდებოდა. ქმრის ღალატით გულნატკენმა ქალმა ქმართან განქორწინება და ეგვიპტეში დაბრუნება გადაწყვიტა.

განქორწინების ოფიციალური მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ქალმა ქმარს ტახტის მემკვიდრე არ გაუჩინა. რეალური ფაქტი და განქორწინება (მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი ქმრის ღალატი იყო) იმ დროის ირანში წარმოუდგენელი მოვლენა გახლდათ. მათი 8 წლის გოგონა შანხანზი მამასთან დარჩა.

ერთი წლის შემდეგ ფავზია გათხოვდა. მას ჰქონდა ერთი დევიზი: "არასდროს ინანო ის, რაც მოხდა". მისი მეორე ქმარი გახლდათ ისმაილ შირინი. მასთან ეგვიპტის უკანასკნელმა პრინცესამ 45 წელი ბედნიერად გაატარა. წყვილი ორ შვილს ზრდიდა.

ეგვიპტელებს დღემდე უყვართ ფავზია და მას "ჩვენს პრინცესას" ეძახიან. ფავზია საკმაოდ ასაკოვანი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება სამაგალითოა არა მარტო გარეგნობის არამედ იმ თამამი ნაბიჯის გამოც, რომელიც მან გადადგა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მისი განქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა და ისიც მუსულმანურ ქვეყანაში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ვერ გავიგე
ვერ გავიგე, რატომ უნდა ჩამივარდეს ენა?
10:58 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
პენსიონერი.
მერე რა გინდათ ამითი თქვათ?
08:07 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93