ბლოგი

ვინ ქმნის ცნობილი მხატვრების ტილოების მაღალი ხარისხის ასლებს და რომელი ცნობილი ადამიანები ყიდულობენ მათ (ვიდეო)

წარმოიდგინეთ სასამართლო პროცესი, სადაც მსჯავრდებული, სიკვდილმისჯილი მეგერენი თავის გადასარჩენად ხატვას იწყებს. რამდენიმე წუთში მოსამართლის თვალწინ ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვერმეერის ცნობილი ტილო იქმნება. სიკვდილით დასჯის განაჩენი პატიმრობით იცვლება.

რა მოხდა?

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა კრიტიკოსებმა ჰან ვან მეგერენს ნახატები დაუწუნეს და მისი ნამუშევრები მოსაწყენ ტილოებად შეაფასეს. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა მეგერენმა გადაწყვიტა, ექსპერტებისთვის ჭკუა ესწავლებინა და მის მიერ შესრულებული ნახატების ასლები მსოფლიოში აღიარებულ მხატვართა ნამუშევრებად გაესაღებინა. მან ვერმეერის, ფრანს ჰალსისა თუ სხვა მხატვრების ნამუშევრების გაყალბებას მიჰყო ხელი და
ამას იმდენად დიდი სიზუსტით აკეთებდა, რომ ყველაზე გამოცდილ ექსპერტებსაც კი უჭირდათ ტყუილ-მართლის გარჩევა. ამასობაში კი მათგან დაწუნებული ბიჭი დიდი ფულის მფლობელი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნიდერლანდელებს არ სურდათ მათი ქვეყნის შვილის, ვერმეერის ნამუშევრები ნაცისტების ხელში აღმოჩენილიყო და ერთმა მათგანმა იყიდა ყველაფერი, რაც მეგერინმა შესთავაზა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ტილოები მაინც ნაცისტების ხელში აღმოჩნდა და მეგერინი გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს, მას ვერმეერის ნახატების მიყიდვის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მეგერინს გადარჩენის ერთადერთი გზა დარჩა - აღიარება იმისა, რომ ნახატები არა ვერმეერს, არამედ მას ეკუთვნოდა. მან ციხეში თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე წელი გაატარა, შემდეგ კი კვლავ „ქურდობა“ გააგრძელა და დიდძალი ქონებაც დააგროვა.

ვერმეერი არ ყოფილა ერთადერთი მხატვარი, რომლის ხელოვნებაც გააყალბეს და არც მეგერინი იყო პირველი გამყალბებელი. ეს საქმიანობა სათავეს მიქელანჯელოს დროიდან იღებს. სწორედ ის აკეთებდა რომაული სკულპტურების საუკეთესო ასლებს და ფლობდა ხელოვნურად დაძველების უტყუარ მეთოდს ( საკუთარ ნამუშევარს რამდენიმე დღით მიწაში მარხავდა). ამ საქმიანობას მისი აღმასვლისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. პირიქით, როცა მისი „თაღლითობა“ გაცხადდა, ყველამ აღიარა, რომ ეს ბიჭი რომაელ ოსტატებზე არანაკლები იყო.
ასლებზე მუშაობა მოდიდან დღესაც არ გადასულა. სახლით ცნობილი ნახატის თუ არა, მისი რეპროდუქციით დამშვენება ყველას უნდა. დღეს ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტები რუსი ძმები პოსინები არიან, რომლებსაც და ვინჩის იმდენად მდიდარი კოლექცია აქვთ, რომ გასულ წელს მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლის გასვლასთან დაკავშირებით გამოფენაც კი მოაწყვეს. მათი პროფესიონალიზმით - სიზუსტითა და სინატიფით გაოცებას ვერც სიყალბის ამოცნობაში დახელოვნებული ექსპერტები მალავენ, მათ შემოქმედებას „ფეიკი ორიგინალი“ უწოდეს.

პოსინები აკეთებენ კარავაჯოს, ბოტიჩელის, რაფაელის, მიქელანჯელოს და რა თქმა უნდა, და ვინჩის ასლებს. საშუალოდ, ერთი ნახატის ფასი $ 100 000-ია და მიუხედავად ამისა, მათი დამკვეთების რაოდენობა იზრდება. კითხვაზე, თუ ვინ ყიდულობს მათ ნახატებს, ისინი ვრცელი სიის ჩამოთვლას იწყებენ: ბიზნესმენები, აკადემიკოსები, ადვოკატები, ხელოვნების ისტორიკოსები და სასულიერო პირებიც კი...   
რეპროდუქციების ნაკლებობას არც ჰოლივუდში განიცდიან, ცნობილი ნახატების ასლებს იქაც ბევრი ვასკვლავის სახლში ნახავთ.

Amedeo Modigliani’s ‘Nude’ 1917 (detail) is on show at Tate Modern (Private Collection)
Amedeo Modigliani’s ‘Nude’ 1917 (detail) is on show at Tate Modern (Private Collection)

მათ შორისაა ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ნახატებში მართლაც ძალიან ბევრს ხარჯავს. მან აუქციონზე ტაკაში მურაკამის დაუმთავრებელი ნამუშევარი 700 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა. პრესაში ხშირად წერენ მისი მზარდი კოლექციის შესახებ. ლეონარდოს სახლში ნახავთ: პიკასოს, დალის, ბასკიას, სტელას რეპროდუქციებს.



დღეს ყველაზე გაყიდვადი ვან გოგის, კლიმტის და მონეს რეპროდუქციებია.


თუ თქვენც გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების საკუ-თარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის კანვასი. „პალიტრა L"-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის, მისაღებ ფასად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93