ელისაბედ ბიგლი, იგივე კესი ჩედვიკი ХХ საუკუნის ყველაზე ცნობილი აფერისტი ქალი იყო
ХХ საუკუნის ყველაზე ცნობილი აფერისტი ქალი პირველად 22 წლის ასაკში დააპატიმრეს, მან ბანკის ქვითარი გააყალბა. ციხეში მოხვედრის სამსახიობო ნიჭი დაეხმარა, რომ იქიდან დროზე ადრე დაეღწია თავი.
1882 წელს ელისაბედი გათხოვდა, მაგრამ როცა ქმარმა მისი წარსული შეიტყო, გაშორდა. ქორწინებიდან მეთრთმეტე დღეს. 1886 წელს სახელად ლიდია სკოტი აირჩია დ მკითხაობა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მისტიკური სახელი - მადამ ლიდია დე ვერე დაირქვა. 1889 წელს ბანკის ქვითარი გაყალბება სცადა. დაიჭირეს და 9 წელი ციხეში გაატარა. იქიდან გამოსულმა, კლივლენდში საროსკიპო გახსნა. უცნობია, თავად ემსახურებოდა თუ არა მამაკაცებს, მაგრამ ცნობილია, რომ ვაჟი გააჩინა და ბორდელის თანამშრომელ ქალს დაუტოვა აღსაზრდელად. მან ექიმი ჩედვიკი გაიცნო, რომელმაც იცოდა მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ ქალმა ისეთი უმწიკვლობა გაითამაშა, ერთიორჯერ გულიც კი "წაუვიდა", რომ მამაკაცმა დაუჯერა.
მისის ჩედვიკი ქმრის წყალობით მაღალ საზოგადოებაში გამოჩნდა, მაგრამ მას ფუფუნება სურდა, რასაც ხელმოკლე ქმრისგან ვერ იღებდა და კესიმ ცხოვრების ყველაზე მსხვილი აფერა გაითამაშა. მან საზოგადოებას თავი წარუდგინა შოტლანდიელი მეწარმის ენდრიუ კარნეგის ქალიშვილად. თავადაპირველად, მან ქმრის მეგობარს იურისტ დილონს მეწარმის სახლში წაყვანა სთხოვა. მაგრამ სახლში არ შესულა, მხოლოდ გაითამაშა. იქიდან დაბრუნებულს კი "შემთხვევთ" დაუვარდა საფულე, რომელშიც 2 მლნ დოლარად შეფასებული კარნეგის ხელმოწერილი საბუთი იდო. დილონი მომხდარმა დააინტერესა და ქალს გამოკითხვა დაუწყო. დიდი ხვეწნისა და დაფიცებების შემდეგ, მისის ჩედვიკი "გამოტყდა", რომ კარნეგის უკანონო ქალიშვილი იყო და ეს ფაქტი არავისთან არ უნდა გაემხილა.
კესი ჩედვიკი ქალაქის უგვირგვინო დედოფალი გახდა. ძვირად ღირებულ სამოსსა და ძვირფასეულობას ყიდულობდა. მის მფლობელობაში იყო საკმაოდ რარიტეტული ნივთები, მაგალითად, მთის ბროლის სავარძელი, რომელიც ადრე ეპისკოპოსს ეკუთვნოდა. მისი სტუმრების გაოგნებას იპყრობდა ოქროს ჩიტი ოქროსავე გალიაში, მუსიკალური ზარდახშა და 90 ნივთისგან შემდგარი ვერცხლის ჭურჭელი.
ელისაბედ ბიგლის სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას 9 აფერაში დასდეს ბრალი და 70 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს. ხოლო Citizen’s National Bank-ის მოტყუება სახელმწიფოს წინააღმდეგ მაქინაციაში ჩაუთვალეს.
თაღლითის სახლი, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, მაგრამ 1920 წელს იგი დაანგრიეს და ბაპტისტური ტაძარი ააგეს.