ბლოგი
10 უცნობი და შოკის მომგვრელი ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მხატვრის, ვან გოგის შესახებ
სიცოცხლეში ერთი ნახატი გაყიდა, მაგრამ დღეს მისი შემოქმედება ყველაზე გაყიდვად ნახატებს შორის ლიდერია. ვან გოგის „მზესუმზირებს“ ყველა იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ავტორს ეს ყვავილები ორ-სერიად აქვს დახატული და სინამდვილეში, ერთი კი არა, „მზესუმზირების“ ავტორისეული 6 ვარიანტი არსებობს. მის მეორე, ყველაზე ცნობილ ნახატში - „ვარსკვლავიანი ღამე“ ტურბულენტობა ისე ასახა, რომ ამ მოვლენის არსებობა აღმოჩენილიც არ იყო. NatalyaStClairVanGogh6---Fact6

ეს ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებისთვის ჩვეული იდუმალებაა, თუმცა ის არაფერია მის ცხოვრებისიულ საიდუმლოებებთან შედარებით. ვან გოგის შესახებ შეუძლებელია დაბეჯითებით და რაიმეს მტკიცებით საუბარი.

ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტი ვინსენტის ცხოვრებიდან, რომელთა უმრავლესობა საოგადოებისთვის უცნობი და შოკისმომგვრელია:

  1. ის მსოფლიოში პირველი ვინსენტია, თუმცა ოჯახში მესამე ვინსენტი გახლდათ. ეს სახელი ერქვა ბაბუას და უფროს ძმას, რომელიც მხატვრის დაბადებამდე 1 წლით ადრე გარდაიცვალა.NatalyaStClairVanGogh1---Fact1
  2. მისი ცხოვრებისეული მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი, რისთვისაც ბელგიაში წავიდა და მქადაგებლის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. 27 წლის ასაკში მან თავის მოწოდებას მიაგნო და ფერწერას მიჰყო ხელი.NatalyaStClairVanGogh2---Fact2
  3. 10 წლის განმავლობაში ვან გოგმა 900 ტილო და 1.100 ფურცელზე შესრულებული ნახატი შექმნა, ანუ ის კვირაში დაახლოებით, ხელოვნების 2 ნიმუშს ქმნიდა. ცნობილია,რომ ვან გოგი ერთ ნახატს 36 საათს ანდომებდა.NatalyaStClairVanGogh3---Fact3
  4. ვან გოგის ყურის მოჭრის და მეძავისთვის ჩუქების ამბავი ყველასთვის ცნობილია, თუმცა მეორე ვერსიით, ყურის ბიბილო ჩხუბის დროს შემთხვევით აათალა მეგობარმა პოლ გოგენმა და ტყუილი, თითქოს ყური თავად მოიჭრა, ვან გოგმა პოლიციას გოგენის დასაცავად უთხრა. ამ ისტორიის შესახებ ნაამბობია კაუფმანისა და ვილდეგანსის წიგნში „ვან გოგის ყურში: პოლ გოგენი და სიჩუმის ფაქტია“.NatalyaStClairVanGogh4---Fact4
  5. „ვარსკვლავიანი ღამე“ ფსიქიატრიულის ფანჯრიდან დანახული პეიზაჟია. ის ეპილეფტიკი და სულით ავადმყოფი იყო.NatalyaStClairVanGogh7---Fact7
  6. თეო ერთადერთი იყო, ვინც ძმას მუდამ გვერდით ედგა და ეხმარებოდა, როგორც ფინანსურად, ისე სულიერად. ის იმდენად მიჯაჭვული იყო ვინსენტზე, მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე თვითონაც მალე დაასრულა.NatalyaStClairVanGogh5---Fact5
  7. მის დღიურში უამრავ პოსტერს ნახავთ.NatalyaStClairVanGogh9---Fact9
  8. მას თავისი ოთახი სამნაირად აქვს დახატული მცირეოდენი განსხვავებებით.NatalyaStClairVanGogh8---Fact8
  9. გავრცელებული ინფორმაციით, ვან გოგმა თავი მოიკლა, თუმცა ხორბლის ყანაში, სადაც ის სახატავად დადიოდა და მოლბერტი და ფუნჯები იმ ჯერზეც წაღებული ჰქონდა, ვერ იპოვეს იარაღი. არბობს მეორე ვერსია, რომელსაც ისტორიკოსები უფრო სარწმუნოდ მიიჩნევენ. ვინსენტს ტყვია შემთხვევით მოხვდა, როცა უფროსი ძმა უმცროსს თოფის სროლას ასწავლიდა. დაჭრილმა ვინსენტმა შინ მისვლას ორი დღე მოანდომა. მისი უკანსკენლი სიტყვები იყო „მწუხარება სამუდამოდ გრძელდება“. NatalyaStClairVanGogh10---Fact10
  10. ის საკუთარი ნახატების ასლებს აკეთებდა და ორიგინალის ამოცნობა ექსპერტებს დღემდე უჭირთ.


მაუსის ისრით დაატრიალეთ ვიდეოს გამოსახულება


მისი შემოქმედების ასლები დღესაც იქმნება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ვინსენტის ნახატებით სახლის დამშვენების შანსს ხელიდან არავინ უშვებს.  

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.
„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: ვარსკვლავებიანი ღამე, მზესუმზირები, კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე 21 იანვრიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.

წყარო: blog.ed.ted.com
artsandculture.google.com




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ის საკუთარი ნახატების ასლებს აკეთებდა და ორიგინალის ამოცნობა ექსპერტებს დღემდე უჭირთ. რა ძნელი ამოცანაა? ნეტა რომელია ნამდვილი პირველი თუუუ?
16:27 / 21-12-2018
გამოხმაურება / 1 /
ავტორი
დიახ :) როგორც ჩანს, ერთულებად საიდან გადახატა ანუ რომელი დახატა პირველად
11:12 / 11-01-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31