ბლოგი

არსებობდა თუ არა სინამდვილეში გრინჩი და ვინ არის ანტი-კლაუსი?

არსებობდა თუ არა სინამდვილეში გრინჩი და ვინ არის ანტი-კლაუსი?
ბნელი მხარე ყველაფერს აქვს. არც მეტი არც ნაკლები, ახალ წელსაც.
ფერადი ნაძვის ხე, ათასფრად მორთული ქალაქი და ნათელი სახეები - ასე გამოიყურება ჩვენი შობა, თუმცა ზოგისთვის ახალი წელი, ბოროტი სურვილების ახდენის იმედი და შავ-ბნელი ძალებისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალება იყო. ამ ბოროტ ძალას კი ანტი-კლაუსს ეძახიან, რომლის ნამდვილი სახელი კლაუდიუსია და სანტა კლასუსის ბოროტი ძმაა. მან დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, თუ რას საქმიანობდა კლაუდიუსი და ერთხელაც, როცა პარანორმალურ გარემოში დაინახა, ძმის ბნელი საქმეების შესახებაც შეიტყო.



ძმების მამა დედამიწაზე მოვლენილი ანგელოზი ყოფილა, რომელსაც ერთი ქალი გაგიჟებით შეჰყვარებია და ცოლადაც მოუყვანია, თუმცა შემდეგ იძულებული გამხდარა კვლავ დაეტოვებინდა ისინი. მარტოხელა დედა თავიდანვე ამჩნევდა განსხვავებას ძმებს შორის და ეჭვობდა კიდეც, რომ ერთ-ერთი მათგანი ბნელი ძალების მოკავშირე შეიძლება ყოფილიყო.


კლაუდიუსის ამბიციები ასაკთან ერტად იზრდებოდა. მისი დანაშაულებების რიცხვი და სიმძიმე კიდევ უფრო საზარელი ხდებოდა. ფიზიკური მონაცემები სერიული მკვლელობებიდან მშრალად გამოძრომის საშუალებას აძლევდა და ის პლანეტაზე ყველაზე ძლიერ დემონად იქცა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი შესაძლებლობები ამქვეყნიურს აღემატებოდა და საკუთარ თავში მისტიკური, ჯადოსნური ბოროტი ძალების გაძლიერება დაიწყო. მისი მიზანი დედამიწაზე ჯოჯოხეთის შექმნა გახლდათ, დღესასწაულოდ ჰელოუინი მოიგონა და ამით, საკუთარ ძმას ომი გამოუცხადა.

ლეგენდის თანახმად, ის 26 დეკემბერს მთელ მსოფლიოს მოივლის, რითაც არეულობასა და ქაოსს იწვევს. მისი მიზანი შობის განადგურებაა, რათა სამყაროს მთავარ წვეულებად ჰელოუინი აქციოს. მიუხედავად ზებუნებრივი ძალისა, ამ საქმისთვის მარტო თავის გართმევა მარტივი არაა, ამიტომაც ჰყავს დამხმრე - სახელად გრინჩი.


და დიახ. მწვანე გრინჩი რეალურია. მისი ისტორია, მცდელობა ახალი წლის გაფუჭებისა, დოქტორმა სეუსმა აღწერა ტილოგიაში „ როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“. მითი კი ბევრად უფრო დიდი ხნის წინ, სანტა კლაუსის გამოჩენასთან ერთად შეიქმნა და მას შემდეგ გრინჩი და ანტი-კლასუსი შობის სულის წართმევას ცდილობენ. მიუხედავად მათი ბოროტებისა, სანტა მაინც სთავაზობდა მათ ჩრდილოეთ პოლუსზე დაბრუნებას და შერიგებას, თუმცა დემონური ძალები შობაზე ნადირობას კვლავ აგრძელებენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ზ,კალორია
აუჰ, ამის კითხვას ისევ ბიძინას მოსმენა ჯობია.
18:41 / 19-12-2018
გამოხმაურება / 1 /
ავტორი
ბიძინა რომ გაგახსენათ, ესეც რაღაცას ნიშნავს :)
02:41 / 22-12-2018
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93