ილზა კელერი 1906 წლის 22 სექტემბერს დრეზდენში დაიბადა. საუკეთესო მოსწავლე და მხიარული ბავშვი იყო. სკოლის პარალელურად ბიბლიოთეკაში მუშაობდა. შემდეგ ბუღალტრის კურსები დაამთავრა და მუშაობა დაიწყო. ლამაზი იყო და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. 1934 წელს შტანდარტენფიურერი კარლ ოტო კოხი გაიცნო და ცოლად გაჰყვა.
მშვიდი ბიბლიოთეკარი მონსტრად გადაიქცა
რამდენიმე წელიწადში ილზამ პაკსრნჰაუზენის კონცლაგერში დაიწყო მუშობა, სადაც მისი ქმარიც მუშაობდა. ტყვეებს მისი კომენდანტზე მეტად ეშინოდათ. ქალი გართობის მიზნით ფეხმძიმეებსა და მოხუცებს ძაღლებს უქსევდა. თავად კი სიამოვნებას განიცდიდა, როცა ტყვეებს ამათრახებდა. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ ტატუიანი ადამიანები. ის ადამიანებს გაშიშვლებას უბრძანებდა და საათობით აკვირდებოდა მათ ნახატებს. უფრო ბოშებსა და რუსებს, რადგან მათ ხშირად მთელი ზურგი და მკერდი ჰქონდათ მოსვირინგებული. მამაკაცებს ერჩივნათ, ტატუ ან წაეშალათ, ან გაზის კამერაში შესვლას თვითნებურად დათანხმებოდნენ, ვიდრე ილზას ხელში მოხვედრილიყვნენ.
სადისტური "ჰობი"
ტატუიან პატიმრებს სამედიცინო პუნქტში უშვებდა. მათ სასიკვდილო ინიექციას უკეთებდა. ტყვეებზე ათლილი კანით კი სხვადასხვა ნივთს (სუფრა, წიგნის ყდა, აბაჟური), მათ შორის ხელთათმანებსა და მაქმანიან საცვლებსაც კი კერავდა. კოხების სახლში ადამიანთა კანისგან დამზადებული სუვენირების მთელი კოლექცია ინახებოდა. ქმარი ცოლის ერთგული მოკავშირე იყო. ხშირად ერთად ერთობოდნენ - სცემდნენ პატიმრებს ან სამართებლით სერავდნენ, თითებს ამტვრევდნენ ან სხეულს უშანთავდნენ.
სასამართლო
1941 წელს ილზა მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. თანამშრომლებთან ქალი ხშირად ამაყობდა თავისი ქმედებით. ხმები უფროსობასთან მივიდა და კოხები სასამართლოს წინაშე წარდგნენ - "გადამეტებული სიმკაცრისა და მორალური გარყვნილობის" ბრალდებით. კარლი დამნაშავედ ცნეს, მას ბრალად ექიმ ვოლტერ კრემერის და მისი ასისტენტის მკვლელობაც ედებოდა, რომელთანაც სიფილისს მკურნალობდა. მამაკაცი დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს. აი, ილზა და უდანაშაულოდ სცნეს და... გაათავისუფლეს.
"უდანაშაულო კრავი"
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ილზა მშობლების სახლში დაბრუნდა. ბრალდებებს უარყოფდა და თავი უცოდველ ადამიანად მოჰქონდა. 1945 წლის 30 ივნისს ის კვლავ დააპატიმრეს. ამჯერად ამერიკელმა სამხედროებმა. ილზე საკუთარ თავს "რეჟიმის მსხვერპლს" უწოდებდა. არ აღიარებდა თავის სისასტიკეს და ადამიანის კანისგან ნივთების დამზადებას. ის დააპატიმრეს, რამდენიმე წელში კი ისევ გაათავისუფლეს. ამერიკელმა გენერალმა ლუის კლეიმ მისი საქმიანობა და ბრალდებების ილზეს წინააღმდეგ არასერიოზულად მიიჩნია. მაგრამ როცა საზოგადოების პროტესტი გახშირდა, ის კვლავ დააპატიმრეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს. თუმცა, ქალი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ დაელოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საკანში ჩამოიხრჩო თავი.
1971 წელს მისმა შვილმა, რომელიც გერმანელი სამხედროსგან გააჩინა და უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა, დედის სახელის აღდგენა გადაწყვიტა და პრესასა და სასამართლოს მიმართა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. მაგრამ დედამისის სახელი დავიწყებას არ მიეცა, 1975 წელს ილზას ცხოვრებაზე ფილმი გადაიღეს.