ბლოგი

მოსიარულე ლეგენდა: ბებია გეიტვუდმა "სიკვდილის ბილიკი" ფეხით დალაშქრა

მოსიარულე ლეგენდა: ბებია გეიტვუდმა "სიკვდილის ბილიკი" ფეხით დალაშქრა
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ბებიები წინდებს გვიქსოვენ, ზღაპრებს გვიყვებიან და სახლში ფუსფუსებენ, მაგრამ ბებიამ რომ მარტომ გადალახოს აპალაჩების გზა (3489 კილომეტრი და 14 შტატი) ასეთი რამ იშვიათად ხდება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბებია ამ დროისთვის 67 წლის იყო. მგზავრობა 142 დღეს გაგრძელდა, ქალმა 15 კილო დაიკლო. თუმცა, მამაცმა ქალმა თავისი გმირობა კიდევ ორჯერ გაიმეორა. ემა როვენა გეიტვუდი

33 წელი ტირანი ქმრის გვერდით


ემა როვენა გეიტვუდი ოჰაიოს შტატში, გალია კაუნტში დაიბადა. მის ბავშვობაზე ცნობილი არაფერია. ის მშობლების ფერმაში საქმიანობდა.
მის დროს ქალები უკვე ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ ემას ეს არ "ემუქრებოდა". ქალები უწინდებურად დადიოდნენ ტაძარში, ემსახურებოდნენ ქმრებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნამდვილი მონსტრები იყვნენ. 1907 წელს ემა ფერმერს გაჰყვა ცოლად. პერი კლეიტონმა საცოლე სწავლულობით მოხიბლა. ის ემაზე 8 წლით უფროსი იყო და მიაჩნდა, რომ ცოლი უნდა აღეზარდა. ცემა მათ ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ზოგჯერ ქმარი ცოლს ისე ალილავებდა, რომ ქალის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. დამტვრეული ყბა, ნეკნები, ჩამომტვრეული კბილები საშინელ ტკივილებს აყენებდა მას. როცა ქმრის მუშტებს ვერ უძლებდა, ქალი ტყეში გარბოდა. სურდა გაჰყროდა მას და მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ მამაკაცი საგჟეთში გამომწყვდევით ემუქრებოდა. ხშირად უმეორებდა, რომ მან ღმერთის წინაშე დადო პირობა, რომ ქმარს არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებდა.

ემა როვენა გეიტვუდი
ცოლ-ქმარი 11 შვილს ზრდიდა. უფრო სწორად, საოჯახო საქმეებიც, მეურნეობაც და შვილების მოვლაც ემას მოვალეობა იყო. ქმარმა მიატოვა პედაგოგობა და თამბაქოს მოყვანა დაიწყო. მის საქმიანობას ოჯახის გამოსაკვები საკმარისი ფული არასდროს მოჰქონდა. ქორწინებამ 33 წელი გასტანა. მათი შვილები გაზარდნენ და თავადაც დაოჯახდნენ. როცა ემა მიხვდა, რომ შვილებს ვეღარ გააჩენდა, ქმართან დაშორებაც გადაწყვიტა, მართალია, რთული გზა გაიარა, მაგრამ 1940 წელს ტირანი ქმრისგან საბოლოოდ ოფიციალურად გათავისუფლდა. თუმცა, პერი არც განქორწინების შემდეგ ასვენებდა, საზოგადოების წინაშე ამცირებდა, საგიჟეთში გამომწყვდევით ემუქრებოდა. განათხოვართა რიგებში გადასულმა სამყარო სხვა თვალით დაინახა. კითხვა შეიყვარა. მისი საყვარელი ჟურნალი National Geographic გახდა, სადაც მოგზაურობასა და თავგადასავლებზე წერდნენ.

ემა როვენა გეიტვუდი

ემა აპალაჩების ბილიკზე


ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში აპალაჩების ბილიკის შესახებ წაიკითხა და გადაწყვიტა, თავადაც დადგომოდა ამ გზას. შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს (ამ დრისთვის, 67 წლის ემას 11 შვილი, 23 შვილიშვილი და 30 შვილთაშვილი ჰყავდა) დაუბარა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და წავიდა. ბარგი პრიმიტიულზე პრიმიტიული ჰქონდა: სპეციალური ფეხსაცმლის ნაცვლად, უბრალო კედები, კარავს სააბაზანოს ფარდა და საძილე ტომარა უწევდა. აგრეთვე თან ჰქონდა: ქურთუკი, სვიტერი, შარფი, ქუდი, საპონი, პირსახოცი, პლასტირი, ანტისეპტიკი, ჩაის ჭიქა კოვზით, წყლის ორი ბოთლი, ფარანი, ასანთი და დანა. არ ჰქონია არც კომპასი, არც რუკა. საჭმლიდან ცოტა ყველი, შებოლილი საქონლის ხორცი და თხილი ჰქონდა. დანარჩენს გზადაგზა პოულობდა. ამასთანავე, ადგილობრივები ტურისტებს ხშირად უმასპინძლდებოდნენ ცხელი საკვებითა და ღამის გასათევით.

გზა საკმაოდ სახაფათოა, მას ტყუილად არ შეარქვეს "სიკვდილის ბილიკი". გზაზე შეიძლება შეგხვდეთ წვრილი ცხოველიც (ბურუნდუკი, მელა, ტახი და ა.შ.) და მსხვილიც (ირები, დათვი). არც შხამიანი გველებია ამ ადგილისთვის უცხო. ემა ხანდახან ღამეს სასტუმროებში ათევდა. ძირითადად კი ღია ცის ქვეშ.
ემა როვენა გეიტვუდი
აპალაჩების გზა ბებია გეიტვუდმა მეორედ 5 წლის შემდეგ გაიმეორა. ბოლოჯერ კი 75 წლის ასაკში. დღეში საშუალოდ, 35 კმ-ს გადიოდა. 14 შტატი გადაკვეთა. როცა მისი მარშუტით ხალხი დაინტერესდა, მის გადაადგილებას ტელეშოუ Today Show აშუქებდა. ის ტურისტების კერპი გახდა. ამერიკა-ვიეტნამის ომის დროს უნივერსიტეტებსა და ტაძრებში ლექციებს კითხულობდა, პრესისა და რადიოსჟურნალისტებთან ინტერვიუებს წერდა.

ემა როვენა გეიტვუდი

პოზიტიური ბებია

პოზიტიურმა განწყობამ და ფეხით სიარულის სიყვარულმა ემა მსოფლიოში ცნობილი გახდა. მას "მსოფლიოს პილიგრიმს" ეძახდნენ. ის ხშირად ამბობდა: ყველაზე მშვენიერი, რაც ყველას შეუძლია გააკეთოს, ეს სიარულია. ამასთანავე, იაფიც". მამაკაცები, რომლებიც ემას მაგალითმა აღაფრთოვანა, გზის სიძნელეს ვერ უძლებდნენ და მოგზაურობას წყვეტდნენ. სირთულეებს მხოლოდ ჯიუტი ბებია უმკლავდებოდა. დანებებულებზე კი ღიმილით ამბობდა: "ადამიანების უმეტესობა ნაზიკოა. ფიზიკური დატვირთვა კი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის".

ემა როვენა გეიტვუდი
ემა როვენა გეიტვუდი 85 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ემა როვენა გეიტვუდი

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93