ბლოგი

ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება

ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება
იტალიაში მოღვაწე მხატვარს, რომლის შედევრებიც დღეს თითქმის შეუფასებელია, საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მასზე ბევრი ისტორიაა შემონახული, თუმცა რეალობასთან ახლოს სწორედ ისაა, რასაც ახლა მოგიყვებით.

ლეონარდო საკმაოდ კრეატიული ადამიანი გახლდათ, რადგან სწორედ მას გაუჩნდა პირველად იდეა კონტაქტური ლინზების გამოგონებასთან დაკავშირებით. თანამედროვე ტყვიამფრქვევის იდეაც მის ერთ-ერთ ჩანახატს ეფუძნება.

ნიჭიერი მხატვარი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დედამიწის შექმნის დრო არ ვიცით და გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს თეორია ერთგვარად ბიბლიის საწინააღმდეგო გამოდიოდა.

და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, მონა
ლიზა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ნახატად ითვლება, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშია და გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი.
Image result for da vinci gifs
დიდი ალბათობით, მონა ლიზას ვინაობა ცნობილია, რადგან მას ფლორენციელი ვაჭრის, ფრანცისკო დელ ჯოკონდოს მეუღლედ მიიჩნევენ. ამის გამო უწოდებენ მონა ლიზას მეორენაირად ჯოკონდას. ბატონ ჯოკონდოს ცოლის პორტრეტი ლეონარდოსთვის შეუკვეთავს. მას 3 ცოლი ჰყოლია და როგორც ამბობენ, მესამე სწორედ მონა ლიზა იყო.

დამაბნეველი, ემოციური და ყველასთვის დასამახსოვრებელი ნახატი ალვის ხის დაფაზე ზეთის საღებავებითაა შესრულებული.

ამბობენ, რომ ლეონარდო ამ პორტრეტს 4 წელი ხატავდა, თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულა და დღემდე დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი.
„ვისაც უნდა შეეხედა დაკვირვებით მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“ - სწორედ ამ სიტყვებით შეამკო ლეონარდოს შედევრი ცნობილი მხატვრების ბიოგრაფმა ჯორჯიო ვაზარიმ.

მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“, შემდეგ კი - მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“, რომელიც მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეც არის დახატული. ლეონარდოს შემოქმედების მოყვარულ ადამიანებს ასევე ძალიან უყვართ ნახატი: "ქალი ყარყუმით".
Image result for da vinci gifs
არსებობს ისეთი დაუჯერებელი ისტორიებიც, რომლებიც, ალბათ, ლეონარდო და ვინჩიზე ვერ წარმოგედგინათ.
და ვინჩის პირადი ცხოვრების გარშემო ყოველთვის აჟიოტაჟი იყო. მას სხვადასხვა დროს ბრალს სდებდნენ, რომ ჰომოსექსუალი იყო და ამის გამო სასამართლო პროცესიც კი გაიმართა. ბრალდების მიუხედავად, ლეონარდოსთან ვერაფერს გახდნენ, რადგან სასამართლოზე არცერთი მოწმე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მისი ბრალეულობაც არ დადასტურდა.

ისტორიამ შემოგვინახა ცნობები, რომ ზოგიერთი ხელოვანი გვამს იპარავდა, შემდეგ კვეთდა და ანატომიას ისე შეისწავლიდა. ამბობენ, რომ გამონაკლისი არც ლეონარდო იყო.
Image result for da vinci gifs
ლეონარდო თავისი ჩანახატებით დროს და სივრცეს უსწრებდა, რადგან მის ჩანახატებში სხვადასხვაგვარ მფრინავ აპარატსაც იხილავდით. მოიხსენიებენ, როგორც მხიარულ ადამიანს, რომელიც ქვეწარმავლებს ხალხის შესაშინებლად მის მიერ გამოგონილ ფრთებს უმაგრებდა.
ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და მხატვრობა ბავშვობიდან ხიბლავდა.

„უნივერსალური ადამიანი“ - სწორედ ასე უწოდებენ ლეონარდო და ვინჩის, რადგან მეცნიერების თითქმის ყველა დარგში შეიტანა თავისი წვლილი. განსაკუთრებით კი, მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა: მხატვრობა, მათემატიკა, მექანიკა, ფიზიკა და ასტროლოგია.
ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა. იგი ერთდროულად მხატვარი, სკულპტორი, მოქანდაკე, ანატომი, არქიტექტორი, მეცნიერი, ინჟინერი და მუსიკოსიც კი იყო.
Image result for da vinci gifs
ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ ნამუშევრები იმდენად რეალისტური გამოსულიყო, ადამიანს მართლაც ჰგონებოდა, რომ ნახატს სუნთქვა შთაბერეს.
ფლორენციელი მდიდარი ნოტარიუსის უკანონო გენიოსი ვაჟი ათასწლეულის საუკეთესო გამომგონებლებთა შორის დღემდე მესამე ადგილს იკავებს.
მონა ლიზას დახატვა სხვებსაც უცდიათ და დღეს ამ შესანიშნავი პორტრეტის საკმაოდ ბევრი რეპროდუქცია არსებობს.
Image result for da vinci gifs
ლეონარდო და ვინჩიზე არაერთი ფილმია გადაღებული. ასევე სერიალი - "და ვინჩის დემონები".


თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

ხალხის პირველი რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" 21 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთადაა ხელმისაწვდომი.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93