ბლოგი

„პლასტიკური ქირურგიის დედოფალი“, რომელმაც სიცოცხლე ოცნებებს შესწირა

„პლასტიკური ქირურგიის დედოფალი“, რომელმაც სიცოცხლე ოცნებებს შესწირა
„ქალი ბარბი“, „ქალი კარიკატურა“, „ადამიანი თოჯინა“. ამ ხნის მანძილზე მას ბევრი სხვადასხვა სახელი შეურჩიეს.. კრისტინა მარტელი ერთ დროს ჩვეულებრივი გოგოების რიცხვს მიეკუთვნებოდა. შემდეგ კი იმ შედეგს მიაღწია, რაც ნამდვილად დაუჯერებელია.
მისი გარეგნობა ზოგს მოსწონს, ზოგს კი პირიქით, საშინლად მიაჩნია.
რამდენადაც ცნობილია, მას ასზე მეტი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და პლასტიკური ქირურგების ჩარევები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

გარდა ამისა, ჰყავდა ტრენერი და ვარჯიშობდა, რათა თავისი ფორმები შეენარჩუნებინა და ქირურგიული ჩარევის შედეგები წყალში არ ჩაყროდა.
უკანასკნელი პროცედურა მან 2017 წლის 18 აპრილს ჩაიტარა.
კრისტინა "ინსტაგრამზე" ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ, „ინსტაგრამის მოდელი“ და „პლასტიკური ქირურგიის დედოფალი“ შეარქვეს. „ექსტრემალური პროპორციები“ - ასე ახასიათებენ ადამიანები მის ფორმებს. დღემდე ჰყავს ფანები, რომლებიც მის ფოტოებს აქვეყნებენ.

წლების მანძილზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თუ მიზნისკენ მიიწევ, შეუძლებელი არაფერია.
ის 17 წლიდან იყო შეპყრობილი იმით, რომ რეალურ გოგონას კი არა, თოჯინას დამსგავსებოდა. ზუსტად ამ ასაკში მიმართა პირველ ქირურგიულ ჩარევასაც.

კრისტინა მარტელი 2017 წელს 24 აპრილს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად დღემდე ბევრი რამ განიხილება, მათ შორის მთავარი სავარაუდო მიზეზი კი სწორედ პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის სიჭარბე გახლავთ.

„მე ვარ კრისტინა მარტელი. მაქვს ფრანგული და იტალიური სისხლი და 90-იანების ბავშვი ვარ, რომელიც კანადაში გაიზარდა. როგორც იცით სოციალურ მედიაში პოპულარული ჩემი გარეგნობის გამო გავხდი. მიზეზი, თუ რატომ ვიტარებ ოპერაციებს, არის ის, რომ მსურს ჩემი სხეული სხვა ადამიანების სხეულისგან გამოირჩეოდეს“ ამბობდა პლასტიკური ქირურგიის დედოფალი, რომელმაც სიცოცხლე ფაქტობრივად თავის ოცნებებს შესწირა.

FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი