„ჯადოსანია, მას შეუძლია გამოსახოს ის, რის აღსაწერადაც არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვები“, - ასე წერდა ვან გოგი რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის შესახებ და რა გასაკვირია, რომ შემოქმედი, რომელმაც გენიოსი ასე აღაფრთოვანა, თავადაც არანაკლები ნიჭით იყო დაჯილდოებული.
რემბრანდტი იყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა ადამიანის სულს. შეეძლო ემუშავა მაღალი ფენის წარმომადგენლებისათვის და აღეფრთოვანებინა ისინი, მაშინაც კი, როცა თავად დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა და მათთან საერთო არაფერი ჰქონდა. მისი უნარი, ადამიანის სულის სიღრმეებში გზების გაკვლევისა, აქცევდა მას განუმეორებელ რემბრანდტად.
ამბობენ, რომ ამ მხატვრის ცხოვრება მის შემოქმედებაზე საინტერესოა. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მისი ცხოვრებიდან:
- ოჯახის 9 შვილიდან მეშვიდე იყო. მამა, სავარაუდოდ, მეწისქვილე გახლდათ.
- უნივერსიტეტში მხოლოდ 1 წელი სწავლობდა.
- მხატვრების უმრავლესობისგან განსხვავებით, კარიერის პირველ ხანში სიღარიბეში არ უცხოვრია. ის საკმაოდ შეძლებული იყო. 21 წლისას უკვე საკუთარი სამხატვრო სტუდია ჰქონდა და შეგირდებიც ჰყავდა.
- მისი სოციალური სტატუსი მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ცოლად 21 წლის სასკია, პარტნიორის დიდგვაროვანი ნათესავი შეირთო. გოგონას ბურგონთა ოჯახი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, რომ მხატვარმა ოჯახი ანგარებით შექმნა.
- წყვილის პირველი სამი ბავშვი დაბადებიდან მალევე დაიღუპა. ადრეულ ასაკში გარდაიცვალა მეოთხე შვილი - ტიტუსი.
- წარჩინებულები მის მიმართ ნელ-ნელა გულცივობას იჩენენ და რემბრანდტის კარიერაც დაღმასვლას იწყებს. გავლენიანი პერსონები ნახატებს აღარ უკვეთავენ, რადგან აღარ მოსწონთ რემბრანდტის თვალით დანახული საკუთარი თავი.
- სასკია მეოთხე შვილის, ტიტუსის დაბადებიდან 9 თვეში გარდაიცვალა.
- უცნაურია, მაგრამ ის მკვდარ ცხოველებს ხშირად ხატავდა.
- მას თავისი შვილის, ტიტუსის ძიძასთან, ჰერტისთან 6-წლიანი რომანი ჰქონდა. ბერძნული მითოლოგიიის გმირი დანაეც სწორედ მისთვის დახატა. რემბრანდტის ამ ტილოში ქალს სასკიას ნაკვთებიც აქვს და ჰერტისისაც.
- მხატვარს ძალიან უყვარდა ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, თუმცა შემოსავალი თითქმის აღარ ჰქონდა. გაღატაკებული რემბრანდტი ბანკროტად გამოაცხადეს. გაუყიდეს სახლი, ჯამ-ჭურჭელი და ყველა საჭირო ნივთი. ცხოვრების ბოლო წლები გაუსაძლის გაჭირვებაში გაატარა.
- მის მოსწავლეს, ჰოვარდ ფლიკს ამსტერდამის ერთ-ერთი შენობის მოხატვა დაევალა, თუმცა მხატვარი გარდაიცვალა და ტილოს დასრულება ვერ მოასწრო. შემოქმედმა დაიბარა, ნამუშევრის დასრულება ოსტატისთვის მიენდოთ. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყვიტეს, დაჰყოლოდნენ გარდაცვლილის ნებას და რემბრანდტისთვის ისევ მიეცათ ერთი შანსი. მხატვარმა იმდენად გენიალური ტილო შექმნა, რომ მის აზრს ვერავინ ჩაწვდა და უბრალოდ, დაიწუნეს. „იულიუს ცივილისის შეთქმულება“ დაწყევლეს, არც ფურთხი დაინანეს. განწირულმა, უიმედოდ დარჩენილმა რემბრანდტმა ტილო დაანაკუწა. გადარჩენილია მხოლოდ მეხუთე ნაწილი.
მისი ნახატები იმდენად სულისშემძვრელია, რომ მნახველს რეპროდუქციაც კი ვერ ტოვებს გულგრილს. არაერთი მუზეუმი ამაყობს რემბრანდტის რეპროდუქციებით.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
ხალხის პირველი რჩეული მხატვარი ცნობილია. ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" 21 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.