ბლოგი

ხატვა წესების გარეშე - კლოდ მონეს სიყვარულის ტრაგედია და იდუმალი ამბები

ხატვა წესების გარეშე - კლოდ მონეს სიყვარულის ტრაგედია და იდუმალი ამბები
კლოდ ოსკარ მონე- პარიზში დაბადებული მხატვარი, რომელსაც იმპრესიონიზმის მშობელი შეგვიძლია ვუწოდოთ. როდესაც მონეს დედა დაეღუპა, მისი აღზრდა თავის თავზე დეიდამისმა აიღო. მერი-ჟანი მხატვარი იყო.
ტერმინი „იმპრესიონიზმი“ ემყარება კლოდ მონეს ტილოს, რომლის სახელია: „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“.. impression ხომ შთაბეჭდილებას ნიშნავს.

მან ეს ტილო ჰავრის სასტუმრო „ამიროტეს“ ფანჯრიდან დახატა. სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან პორტი ჩანდა.  ეს სწორედ ის ნახატია, რომელსაც დღეც უნდა დააკვირდეთ და ღამეც. რატომ? იმიტომ, რომ დღე-ღამის მონაკვეთში ის სხვადასხვაგვარად აღიქმება.


მის სახელზე არაერთი ცნობილი ნახატია: „საუზმე მდელოზე“,
„ქალი მწვანეში“, „ქალი ქოლგით“.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ კლოდის მეუღლე სწორედ ის ქალი გახდა, ვინც ადრე დახატა.
დღეს ეს ნამუშევარი ცნობილია სახელით: „ქალი მწვანეში“. მშვენიერი მოდელი, რომელმაც მხატვრის გული დაიპყრო კამილა დონისეა.
მონე იყო გამოუსწორებელი რომანტიკოსი და სიყვარული იყო მისი მუზა. მათი სიყვარული გაჭირვებას ამარცხებდა.


მონეს ებრძოდნენ მისი ხედვის გამო. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მეწამულ-ვარდისფერი ცა და ნისლი შეუძლებელია არსებობდეს. გამოფენა კრიტიკოსთა მიუხედავად მაინც შედგა და როდესაც დამთვარიელებლები გარეთ გამოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ცა ზუსტად ისეთი ფერი იყო, როგორც მონეს ნახატზე.

ამ უცნაურმა დამთხვევამ კრიტიკოსები გააჩუმა.

ეს მოვლენა გახდა იმის მიზეზი, რომ ადამიანებს მხატვრისთვის „ლონდონური ნისლის შემქმნელიც“ ეწოდებინათ.
მონეს სიყვარულის ისტორია ტრაგიკული დასასრულისკენ მიიწევდა. მეორე შვილზე მშობიარობის შემდეგ კამილა ავადმყოფობდა, დასუსტდა და გარდაიცვალა. ამბობენ, რომ "ქალი ქოლგით", სწორედ ის არის და რომ ნახატზე მონეს ვაჟიცაა გამოსახული.


40 წლის ასაკში მოვლილი ჰქონდა მსოფლიო და მის ნამუშევრებს უკვე ბევრი ადამიანი აღმერთებდა.
მოგვიანებით მონეს ცხოვრებაში გამოჩნდა მრავალშვილიანი მარტოხელა ქალი სახელად ალისა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა. 
დროთა განმავლობაში მხატვრის მხედველობა გაუარესდა.

85 წლის მონე მარტოსულია, რადგან მეორე მეუღლე და შვილი ხელიდან გამოეცალა. განსაკუთრებით უყვარს ბაღები და ერთ წელიწადში თავადაც მიდის უფალთან.

იცოდით? რომ კლოდ მონემ პირველი ცოლის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედიაც ნახატზე გადაიტანა. დიახ. სუდარის ქვეშ დახატული ქალი- კამილაა.


მონე მხოლოდ ნახატებით კი არ ახერხებდა სულიერი განცდების გადმოცემას. ეს მისი სიტყვებია, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს:

”სამწუხაროდ, რაც უფრო შორს მივდივარ, მით მეტად მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები: ის ვინც ამბობს რომ დაასრულა ტილოზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია. დასრულება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მხატვარმა მიაღწია ჭეშმარიტ სრულყოფას”.

„ჩემი გონება დაბინდულია, მე მსურს დავხატო ყველაფერი“.

”მე ვიცი მხოლოდ ის, რომ იმას ვაკეთებ, რაზეც ვფიქრობ, რათა გამოვხატო ის, რასაც განვიცდი. ამ დროს მხატვრობის სრულიად ელემენტარულ წესებს ვარღვევ, თუკი ისინი საერთოდ არსებობს”.


2017 წელს გადაიღეს ფილმი "მე კლოდ მონე ვარ", რომელშიც მხატვრის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებია.

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

ხალხის პირველი რჩეული მხატვარი ცნობილია. ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" დღეიდან (21 იანვრიდან) გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სამივე ტილო.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ლიზა
ძალიან მომწონს "ქალი ქოლგით" და ხმების საჭირო რაოდენობა არ გროვდება, გთხოვთ მიეცით რა ხმა? მადლობა
14:55 / 25-01-2019
გამოხმაურება / 1 /
ნინო
ხმა როგორ მივცე?
14:15 / 29-01-2019
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი