ჰელენ დუნკანი იყო მედიუმი, რომლის დახმარებითაც სერ უინსტონ ჩერჩილი სარგებლობდა. 1737 წლის კანონის თანახმად, იგი ჯადოქრად შერაცხეს, მაგრამ ცეცხლზე დაწვას გავლენიანი მფარველის დახმარებით გადაურჩა.
ჰელენ ვიქტორია დუნკანი, შოტლანდიელი მედიუმი და ნათელმხილველი, 1897 წელს შოტლანდიაში დაიბადა. 7 წლის იყო, როცა ხედავდა იმას, რაც სხვებისთვის უხილავი გახლდათ. სულებთან რომ ურთიერთობდა, ეს ამბავი დედას გაანდო, მაგრამ შეშინებულმა ქალმა შვილს აუკრძალა ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი. თუმცა, როცა გოგონა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა, თანაკლასელებს სულის შემძვრელ ამბებს უყვებოდა, რის გამოც ჰელენს საშიში მეტსახელებით ამკობდნენ და გაურბოდნენ. საშინელებებისგან მოსწავლეები მალევე გათავისუფლდნენ, რადგამ 16 წლის ჰელენს გაღატაკებული ოჯახის სარჩენად უნდა ემუშავა. საბრალო ტუბერკულოზით დაავადდა და სანატორიუმში სამკურნალოდ გაამწესეს, სადაც მომავალი ქმარი, გადამდგარი სამხედრო ჰენრი დუნკანი გაიცნო. ეს ნამდვილი სიყვარული იყო. წყვილი გაცნობიდან სამი წლის შემდეგ დაქორწინდა და 6 შვილი ეყოლათ.
ჰელენ დუნკანმა საქვეყნო პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა რჩევისთვის, ფრონტზე გარდაცვლილ ნათესავებთან სასაუბროდ. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ სეანსამდე ჰელენი მარლას ყლაპავდა და შემდეგ გამოიდენდა მას პირიდან. "მოსული" სულები ხანდახან დუნკანს ისეთი ფაქტებს უყვებოდნენ, რისი გამომზეურებაც სახელმწიფოს არ სურდა და ამის გამო მას ყველა არ ენდობოდა, პოლიცია კი უთვალთვალებდა.
ВВС Online-ის ინფორმაციით, ციხეში მედიუმს თავად უინსტონ ჩერჩილი სტუმრობდა. მოსმენილის შემდეგ ჩერჩილმა გააუქმა ჯადოქრობის კანონი. დუნკანის ციხის დატოვების შემდეგ სპირიტუალური სეანსების ჩატარება რელიგიურ მიმდინარეობად აღიარა და ოფიციალურად ჩატარების სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დუნკანს საქმიანობა აუკრძალეს, ქალი სეანსებს მაინც ატარებდა, ოჯახს გამოკვება სჭირდებოდა, მას კი ჩერჩილი 11 წელი იცავდა და არასდროს სტუმრებია პოლიცია. მაგრამ 1955 წელს ჩერჩილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და დუნკანი ისევ ციხეში აღმოჩნდა.
მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, დუნკანი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. სხეულზე უამრავი დაწვრობა აღენიშნებოდა. საქმე იმაშია, რომ სპირიტუალური სეანსები სიბნელეში ეწყობოდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ოთახში არავინ შემოიპარა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციელები მედიუმს ხშირად აწყვეტინებდნენ სეანსს, რაც მედიუმისთვის ტრავმით ან დამწვრობით სრულდებოდა. ეს ეკტოპლაზმის აგრესიული შედეგი იყო.
პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი ორგანიზაცია დუნკანის ნათესავებთან ერთად იბრძვის, რომ ბრიტანეთის უკანასკნელი ჯადოქრის სახელის რეაბილიტაცია მოხდეს.
წყარო: misspopova.com