1907 წლის 30 მაისს ბერტა ბორონდამ უკვე იცოდა, რომ ეს მეუღლესთან ერთად გატარებული უკანასკნელი დილა იყო.
ქალმა ხელში სამართებელი აიღო და მძინარე კაცს პენისი მოაჭრა. ბერტა კალიფორნიიდან მექსიკაში გაქცევას გეგმავდა, თუმცა პოლიციამ მისი გეგმები ჩაშალა.
სასამართლო პროცესზე 12-ვე ნაფიცი მსაჯული მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.
ფრენკ ბორონდამ, ბრალდებულის ქმარმა, დაადასტურა ცოლის დანაშაული და აღნიშნა, რომ წინა ღამეს კალიფორნიაში მოგზაურობის გეგმების გამო იჩხუბეს. ბერტას დაცვის მტკიცებით, ქალს მსგავსი ფაქტი არ ახსოვდა. ნაფიც მსაჯულებს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ 2 საათი დასჭირდათ. ბრალი სახელმწიფო კოდექსით გათვალისწინებული 204-ე მუხლით წაუყენეს, რომლის მიხედვითაც, ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანება 14-წლიანი პატიმრობით ისჯება.
პატიმრობის პერიოდში მან მხოლოდ ერთხელ სცადა გაქცევა. ბერტამ დანაშაული აღიარა. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, მისი მიზანი მოღალატე ქმრისთვის შურისძიება იყო.
წყარო : historybyzim.com