მოდი ვნახოთ, ვინ არიან ის ქართველი პოპულარული იუთუბერები, რომლებსაც "youtube-ზე" ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ.
ისინი მუდმივად ცდილობენ სიახლეებს ფეხი აუწყონ და ახალ-ახალი საინტერესო ვიდეოებით მოგვამარაგონ.
ალექსანდრე რაზმაძე- თინეიჯერებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი ვიდეოებს ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავს.
სატირულ-იუმორისტული ვლოგები ბევრ ადამიანს აინტერესებს. აქედან ერთ-ერთია: „ჩემი რეაქცია ძველ სტატუსებზე“. არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ვიდეო: "10 რამ, რაც ბიჭებს არ მოსწონთ გოგოებში".
ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ქართულ და უცხოურ "ქოუბებს" რთავს და გამომწერებს იწვევს, გაეცინებათ თუ არა. ცდილობს მაყურებლები გაახალისოს და დააინტერესოს. მან ერთ-ერთ ვიდეოში ქართველი იუთუბერების შესახებაც გამოთქვა აზრი. მიაჩნია, რომ ბევრს შრომობს და შესაბამისად ბევრად მეტ გამომწერს იმსახურებს. ალექსი პროფესიით მუსიკოსია.
17 წლის ნოდო ლაცაბიძე "youtube-ზე" ხარისხიან, სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს. ეს კი ის თემებია, რომელზეც ვიდეოებს იღებს: "ჩემი ოთახის ტური", "გამოიცანი რას ჭამ-CHALLENGE", "ასეთ ქოუბებზე არ გაცინება დანაშაულია!" და სხვა.
მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მუდმივად ცდილობს, რომ ვიდეოებში პოზიტივი მოჭარბებულად იგრძნობოდეს.
გამომწერების აზრი მისთვის მნიშვნელოვანია და მათ რჩევებს ხშირად ითვალისწინებს, რომ შემდეგი ვიდეო უფრო უკეთესი იყოს.
მილენა შელია ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომლის ვიდეოებსაც ძირითადად თინეიჯერები უყურებენ.
რეალური სიტუაციები, ამერიკული სკოლა, განსხვავებული გარემო, გარდერობი, კოსმეტიკა და სხვადასხვა დეტალები გოგონას ყოველდღიური ცხოვრებიდან- აღმოჩნდა, რომ ბევრს აინტერესებს.
მილენასერთ-ერთ პოპულარულ ვიდეოს ჰქვია "ჩემი ერთი დღე"- რომელსაც თინეიჯერების უამრავი კომენტარი ახლავს.
ირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე - მხიარული წყვილი, რომელიც საზოგადოებამ მალევე შეიყვარა.
მათი ვიდეოები სიხარულის და პოზიტივის გაცემას ემსახურება. ისინი ცოლ-ქმრულ სახალისო სიტუაციებს გვიჩვენებენ. ცდილობენ, რომ მათი ქცევა გამაღიზიანებლად არავინ მიიღოს და მაქსიმალურად ბუნებრივები იყვნენ. ბევრი აღნიშნავს, რომ მშვენიერი სამსახიობო ნიჭი აქვთ. რამდენიმე თვის წინ კი იქორწინეს კიდეც.
ბათუმელი ბიჭები ოთიკო და მანჩო მალაყმაძეები „იუთუბზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი კომენტარი აქვს, რადგან ცდილობენ, რომ რეალობასთან მიახლოვებული მხიარული სკეტჩები დადგან.
მათი სავიზიტო ბარათია: განსხვავებული მანერები, გურულ კილოზე საუბარი და საინტერესო პერსონაჟების სასაცილოდ განსახიერება.
ახალგაზრდა ქართველი ვლოგერი- ომარ ჩიტიშვილი, რომლის ვიდეოებიც ძირითადად სპორტს ეხება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მის მიერ გამოქვეყნებული საფეხბურთო „ჩელენჯები“.
ის განიხილავს კომპიუტერულ თამაშებსაც, ერთვება სახალისო გამოწვევებში და სპორტის მოყვარულებს მრავალფეროვანი ვიდეოებით ამარაგებს.
სხვადასხვა ჟანრის თამაშების განხილვა, როგორც ჩანს „youtube-ზე“ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
ეს გეიმერი თინეიჯერი- თემო კოღუაშვილი გახლავთ. ძირითადი თემა: როგორ უნდა გახდე ძლიერი კომპიუტერულ თამაშებში, რჩევები და პრაქტიკა. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქართველი წარმატებული იუთუბერია.
კიდევ ერთი გეიმერი, რომელიც კომენტარს აკეთებს სხვადასხვა თამაშებზე და გვასწავლის, როგორ ავირჩიოთ სწორი სტრატეგიები.
ის „იუთუბ“ ლაივებს ხშირად აქვეყნებს, რაც მისი არხის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. პირდაპირი ჩართვის დროს კომენტარის დატოვება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაზეც თემური მალევე პასუხობს. ასეთ დროს ზოგჯერ გამომწერები იდეებსაც აწვდიან, თუ რომელი „ჩელენჯი“ სჯობს გადაიღოს და უფრო მეტად რით არიან დაინტერესებულები. თემური ნორვეგიაში ცხოვრობს- საინტერესო თამაშები კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მას იუთუბზე ორი არხი აქვს. ნიკუშა ყალიჩავა გამომწერებს საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს სთავაზობს. მისი ვიდეოები სიახლეებსა და თამაშებზეა. ის გეიმერია და ცდილობს თამაშებთან დაკავშირებით მეგობრები გამოიწვიოს, რასაც შემდეგ თავის არხზე აქვეყნებს. რამდენიმე ვიდეოში თავისი პატარა მეგობარი- დათუნაც ჩართო, რომელმაც თამაშში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუთუბერის „PewDiePie“ -ს სახლი ააშენა. საპატიო მეორე ადგილიც ღირსეულად დაიკავა.
დედ-მამა ემილის „იუთუბის“ არხისთვის ვიდეოებს ორი წლის ასაკიდან უღებს. გოგონას მშობლები ლევან და ტანია ალიმბარაშვილები არიან.
ისინი ამბობენ, რომ მათ ვიდეოებში დადგმული თითქმის არაფერია და ყველაფერი რეალურ სიტუაციას ასახავს.
მათ მეორე იუთუბ არხიც აქვთ: „ემილი TV“. თუმცა „Emili Family“-ს არხი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი გვთავაზობენ ვიდეოებს, სადაც ოჯახურ გარემოზე კეთდება აქცენტი. მაგალითად: „ვათვალიერებთ ბინას, ემილია პირველად ვიდეოკამერით ხელში“, „გამოიცანი საჭმლის გემო, ლევანი VS ტანია“ და ა.შ.. როგორც ხედავთ, ემილის ოჯახის „იუთუბ-არხი“ გამომწერების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვლოგები, სატირულ-იუმორისტული სკეტჩები, საინტერესო „ჩელენჯები“, „ქოუბების“ განხილვა, რჩევები თამაშებზე, სპორტული- გასართობი აქტივობები. ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ქართველ მომხმარებლებს „youtube-ზე“ განსაკუთრებით აინტერესებთ. აღნსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს იუთუბერებს უცხოელი გამომწერებიც ჰყავთ, რომლებიც კომენტარებს უტოვებენ და აქტიურობენ.