ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მეოთხე სართულზე გამოფენილია ჯასპერ ჯონსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - „სამიზნე ოთხი სახით“.
1955 წელს შესრულებულ ამ ტილოზე, სამიზნის ზემოთ 4 ნიკაპი და ცხვირია გამოსახული. მუზეუმში ერთი სართულით ქვემოთ ზუსტად ანალოგიურ ნახატს შეხვდებით, იგივენაირი სასროლი მიზნითა და იდენტური სხეულის ნაწილებით. არ გეგონოთ, რომ ასეთი მსგავსება გეჩვენებათ, რადგან მათ შორის განსხვავების დანახვა ამ სფეროს სპეციალისტებისა და ჯონსის ერთგული თაყვანისმცემლებისთვისაც თითქმის შეუძლებელია. ის ისეთივე ნამდვილია, როგორც პირველი ნახატი, თუმცა შესრულებულია სხვა მხატვრის, სტურტევანტის მიერ 1926 წელს.
„კარგი მხატვრები ქმნიან, დიდებულები იპარავენ“ - საინტერესოა, რას გულისხმობდა პიკასო ამ სიტყვებში. ხელოვნების ნიმუში ხომ შრომის გარეშე არ იბადება. ის ჯერ გონებაში მწიფდება და შემდეგ დიდი ძალისხმევისა და ჯაფის შედეგად გადადის ტილოზე. საქმე ისაა, რომ სტურტევანტმა შეძლო და კოლეგების შემოქმედება საკუთარი ხელოვნების შესაქმნელად გამოიყენა, როგორც წყარო, მასალა. მოგვიანებით ის ამბობდა: „რიმეიკი, განმეორებითი გამოყენება, ხელახალი დაბადება, რეკომბინაცია - ესაა წინსვლის გზა“.
იყო პერიოდი, როცა გამყალბებლობა კრიმინალად, პლაგიატად და თაღლითობად ითვლებოდა და მისაკუთრებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა მოგვიანებით, ხელოვნების კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ ნამდვილი ხელოვანი ცნობილი მხატვრების ტილოების გადახატვის დროს იქმნება. ესაა მისთვის რეპეტიცია ახალი, საკუთარი ხელოვნების აღმოჩენამდე.
მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ კლოდ მონეს ნახატების რეპროდუქცია გაკეთებულა. შესაძლოა, სწორედ ესაა მისი სიცოცხლისუნარიანობისა და პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.
დღეს ნახატების ასლების საუკეთესო შემქნელები რუსი ძმები პოსინები არიან, რომლებსაც და ვინჩის იმდენად მდიდარი კოლექცია აქვთ, რომ გასულ წელს მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლის გასვლასთან დაკავშირებით გამოფენაც კი მოაწყვეს და გამომუშავებულმა 450 მილიონმა დოლარმა კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმი გაუჩინათ. ძმები მომავალ წელსაც აპირებენ, საზოგადოებას მათ მიერ შესრულებული და ვინჩის ტილოები წარუდგინონ. ლეონარდოს ნახატებით შექმნილი ბიზნესი კოლექციონერების მოთხოვნებით საზრდოობს. კითხვაზე, თუ ვინ ყიდულობს მათ ნახატებს, ისინი ვრცელი სიის ჩამოთვლას იწყებენ: ბიზნესმენები, აკადემიკოსები, ადვოკატები, ხელოვნების ისტორიკოსები და სასულიერო პირებიც კი...
მათი პროფესიონალიზმით - სიზუსტითა და სინატიფით გაოცებას ვერც სიყალბის ამოცნობაში დახელოვნებული ექსპერტები მალავენ, მათ შემოქმედებას „ფეიკი ორიგინალი“ უწოდეს. პოსინები აკეთებენ კარავაჯოს, ბოტიჩელის, რაფაელის, მიქელანჯელოს და რა თქმა უნდა, და ვინჩის ასლებს. საშუალოდ, ერთი ნახატის ფასი $ 100 000-ია და მიუხედავად ამისა, მათი დამკვეთების რაოდენობა იზრდება.
რეპროდუქციების ნაკლებობას არც ჰოლივუდში განიცდიან, ცნობილი ნახატების ასლებს იქაც ბევრი ვარსკვლავის სახლში ნახავთ.
მეოცე საუკუნის შუა პერიოდში, როცა მექანიკური რეპროდუქცია გაჩნდა, ჩათვალეს, რომ ეს შესაძლოა, ორიგინალი ტილოების აღსასრული ყოფილიყო, თუმცა სკეპტიკოსებს იმედები გაუცრუვდათ. ყველამ, ვინც ლუვრის მუზეუმში ორიგინალ ჯოკონდას შეხვედრია, იცის რამდენად ღრმა და ამოუწურავია მისი იდუმალება და მაინც ყოველ ჯერზე, როცა მის ასლს ხედავს, ის ხელახლა უღვიძებს განცდებს და აბრუნებს ნამდვილ „მონა ლიზასთან“. ტექნიკური რეპროდუქციის აღქმა დამოკიდებულია მის მნახველზე. ამაზე საუბრობს ვალტერ ბენიამინი თავის ნაშრომში „ ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში“. მისივე თქმით, ზოგჯერ ტექნიკურ რეპროდუქციას ორიგინალის ჩანაცვლებაც შეუძლია ისეთ ადგილებში, სადაც ორიგინალი ვერ მოხვდება.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი.
ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: "მონა ლიზა", "ქალი ყარყუმით", "საიდუმლო სერობა". ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.