ბლოგი

ბუდისტი ბერი განმარტავს, თუ რა არის სინამდვილეში „სასწაული“ - მის სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ბუდისტი ბერი განმარტავს, თუ რა არის სინამდვილეში „სასწაული“ - მის სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
გჯერათ სასწაულების? ელით ისეთ რამეს, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის? ან იქნებ, საიდუმლო განზრახვა გაქვთ, რომ ოდესმე ამ სასწაულს თავად მოახდენთ?

სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანშია ცხოვრებაში სასწაულის მოხდენის პოტენციალი. თუმცა, ვიდრე წინასწარ გაგიხარდებათ, პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რა არის სინამდვილეში „სასწაული“.

სასწაულის სტანდარტული აღწერა ყველამ ვიცით - ეს ნებისმიერი მოულოდნელი, თითქმის წარმოუდგენელი პოზიტიური მოვლენაა, რომლის ალბათობა საკმაოდ დაბალია და მისი ახსნა ოფიციალურად ვერც ერთმა მეცნიერებამ ვერ შეძლო.

გასაგებია, რომ ამ გაგებით სასწაული მხოლოდ უმაღლესი ძალების პრეროგატივაა. მიგვაჩნია, რომ
სასწაულებს ღმერთი ან სხვა უმაღლესი ძალები ახდენენ და ის ღმერთის არსებობის უპირველესი მტკიცებულებაა.

გასაკვირი არ არის, რომ მსახიობი მორგან ფრიმენი სასწაულის ნამდვილობით დაინტერესდა და როცა ის ბუდისტ ბერს შეხვდა, ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას სასწაულის მოხდენა.

მიღებული პასუხი კი მსახიობისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც სასწაულზე მისი შეხედულება შეცვალა.
ბერმა განმარტა, რომ ამ სამყაროში ნამდვილი სასწაული სიყვარულის, განკურნებისა და შერიგების უნარია.

„საკუთარი თავისა და სხვების განკურნების, სიყვარულისა და სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი - აი, ნამდვილი სასწაულები, მათ ხომ ჭეშმარიტად შეუძლიათ ადამიანებისა და მათი ცხოვრების შეცვლა“.

ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების გზაზე სასწაულს ველოდოთ, მკლავები უნდა ავიკაპიწოთ და ამ სასწაულების მოხდენა თავად დავიწყოთ.
თუ კარგად დავფიქრდებით, თითქმის ყველა ამქვეყნიური ტკივილი და სევდა ამითაა გამოწვეული. იმის ნაცვლად, რომ თავდაუზოგავად ვიშრომოთ, რათა ის ცვლილებები გავხდეთ, რაც გვსურს ჩვენს ცხოვრებაში ვიხილოთ, ველით, ვიდრე ვინმე გმირი არ მოვა და არ გადაგვარჩენს.

„თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე ნამდვილი სასწაულები მოახდინოს, თუ ცოცხლები ვართ და მტკიცედ გადავწყვეტთ, რა გვსურს და ამაზე ვიმუშავებთ“.

ფრიმენს კი სჯერა, რომ შეგვიძლია იმაზე გაცილებით მეტს მივაღწიოთ, ვიდრე გვგონია.

სასწაულების რწმენა იმასაც ნიშნავს, რომ გვჯერა, ჩვენს ცხოვრებაში იმაზე დიდი სიღრმეები არსებობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის ჩვენგან იმ მარტივი ფაქტის მიღებას ითხოვს, რომ ყველას ერთად რაღაც უფრო დიდი გვაერთიანებს, ვიდრე ცალ-ცალკე.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93