ბლოგი

"მარაოს" ჟურნალისტის ექსპერიმენტი - რა დამესიზმრა სურბ-სარქისის ღამეს

"მარაოს" ჟურნალისტის ექსპერიმენტი - რა დამესიზმრა სურბ-სარქისის ღამეს
გზაჯვარედინების ძებნითა და მთელი დღე შიმშილით თავი არ შემიწუხებია.
კვერის ცხობაც და ინიციატივაც ჩემი მარტოსულობით შეწუხებულ მეგობარს ეკუთვნის. დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა მეჭამა მარილიანი კვერი, მე კიდე ლამის შუა ძილში ჩავმარილიანდი. არადა, ამბობენ, სიმართლეა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებო...

მიხვდით, ხო, ახლა რას ვშვრები? თავს ვიმშვიდებ იმით შეშფოთებული, ნორმალური არავინ და არაფერი რომ არ დამესიზმრა. პრინციპში, ჩემი თავისგან სხვა რას მოველოდი? პირველად ბიჭს 21 წლის ასაკში ვაკოცე ბიჭს და ისიც მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა
მოხდებოდა. ჰოდა, არაფერიც არ მოხდა. არადა, გამაფრთხილეს, მის მიმართ, თუ გრძნობები გაქვს, მოხდებოდაო, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო ან რანაირად უნდა მივმხვდარიყავი რომ ხდება, ეგ აღარ ვიცი. ვერ ამიხსნეს.

ჰოდა, იმ ღამესაც დასაძინებლად იმ იმედით წავედი, ცხოვრების სიყვარულს სიზმარში მაინც შევხვდები-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. არც იქ გამოჩენილა.

სიზმარი იყო ასეთი:


ხმაურიან კაფეში მაგიდასთან ეულად ლეპტოპთან ვიჯექი და ვწერდი. თან გამვლელ-გამომვლელეს ვათვალიერებდი, იქნება ვინმე ჩემთანაც მოვიდეს და მწყურვალი მომასულიეროს-მეთქი, მაგრამ არავინ ჩანდა. ყველა ბიჭი ვიღაც სხვას უღიმოდა და ეჩურჩულებოდა. კარგა ხანს ვიჯექი ასე მარტო. ბოლოს ერთი მაღალი, სპორტული აღნაგობის ტიპი შემოვიდა. შლიაპის ქვემოთ ქერად შეღებილი თმები მოუჩანდა, ქუდი თითქმის მთლიან სახეს უფარავდა, მხოლოდ დიდი დაკვირვების შემდეგ დავლანდე წვერი, მაგრამ ნაკვეთები ვერ გავარჩიე.

დახლთან მივიდა და რაღაც შეუკვეთა, მერე კაფეს მოავლო თვალი და მზერა აშკარად, ჩემზე შეაჩერა. ვიფიქრე, არიქა, ავშენდი, ესაა, მაგრამ დაბალი განათების ფონზე ვერც მისი თვალების ფერს ვხედავდი და ვერც ცხვირის ფორმას. რამდენიმე წუთში მიმტანმა დიდი ჭიქით წყალი გაუწოდა და მეც წელში გავიმართე, თმები შევისწორე და მოვემზადე. მერე ისეთი სახე მივიღე, თითქოს ლეპტოპში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის კეთებით ვიყავი გართული და ჰოპ! ეს ტიპი პირდაპირ ჩემ გვერდით მაგიდასთან არ დაჯდა? ეს ჩემი წყალიც სულ თვითონ დალია. წარმოიდგინეთ, სიზმარში არ დამითმო წყალი და ცხადში რას იზამდა?

იმედგაცრუებულმა გარემოს თვალი მოვავლე და ისევ წყალი დავინახე. ეს გარემო ძილ-ღვიძილში დავლანდე და საწოლის გვერდით ტუმბოზე მომზადებულ ჭიქას ვეძგერე. დილის 5 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა და კარგა ხანს ვეღარც ძილი ვიპოვე და მით უმეტეს, აღარც ბიჭებისთვის მომიკრავს თვალი.

ფროიდის თეორიის თანახმად, თუ ადამიანს არ იცნობ, სიზმარში მის სახეს ვერ დაინახავ. კარგი, ვთქვათ არ ვიცნობ, არ ვიცნობ, მაგრამ „ფეისბუქში“ მაინც რანაირად შეიძლება არ მყავდეს? თუ ამ ქვეყანაში ვინმე რამეს აკეთებს, ყველას ექაუნთი ვიცი, ტიპებს ვპოულობ მინიმალური ინფორმაციით, მაგალითად, სწავლობს ამა და ამ უნივერსიტეტში ან მუშაობს სამინისტროში. მოკლედ, ახლა რომ „კაგებე“ იყოს ან მე და „ფეისბუქი“ ვყოფილიყავით იმ დროს, ჩემზე უკეთეს სოც.ქსელურ აგენტს ვერსად იპოვიდნენ. ჩემი დაქალების „ქრაშებს“ სახელებისა და გვარების გარეშე მაქსიმუმ 5 წუთში ვპოულობ. ჰოდა, ეს ჩემი რა გამიხდა !

მოკლედ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში 5000 მეგობრიდან და 1000-მდე გამომწერიდან რომელიმე მაინც როგორ არაა? ისეთი უმაქნისი კიდე ეგ არ იქნება, ასე ჩაჩუმალებული რომ იჯდეს სადმე კუთხეში.

ჰოდა, ეს ჩემი საბედო, საშეყვარებულო თუ საქმრო (რაც გინდათ ის დაარქვით) საზღვარგარეთაა. სწავლობს ან მუშაობს. არა, ორივე ერთად. უყვარს ხელოვნება, წიგნები... შეიძლება, სწავლობს არქიტექტურაზე ან ფილოსოფიაზე. საქართველოში რომ დაბრუნდება ვაპირებთ საკუთარი ლიტერატურული კაფის გახსნას, ჯერ სახელზე არ შევთანხმებულვართ, თუმცა სადაც ამდენ ცხოვრებისეულ პრობლემას ერთად ვუმკლავდებით, ამასაც მარტივად გადავწყვეტთ. მერე უფრო მნიშვნელოვანი სახელების მოფიქრება დაგვჭირდება და აი,მანდ კი ცოტა უხერხულობა იქმნება, რადგან მე არ მინდა ჩვენს შვილს მისი ბაბუის სახელი, დურმიშხანი ან ერთაოზი დავაქრვათ, არადა დაუჯინებია, ჩემს წინაპრებს ვერ შევარცხვენო. ჩამოვა თუ არა, წინადადებას წავუყენებ - ან მე ან წინაპრები-თქო ვეტყვი, მაგრად დავდგები და არ დავუთმობ. თუ არ უნდა ჩემს აზრს პატივი სცეს, წავიდეს და იმ უცხო ქვეყნებში ეძებოს მეორე ნახევარი.

მანამდე ჩამოვიდეს და მერე მე ვიცი

...და თქვენ რა დაგესიზმრათ? მოგვიყევით კომენტარებში Embarassed


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ხათო
მე დედამისი:)
01:35 / 20-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93