სიმპათიური მამაკაცი თუ სექსუალური მანიაკი - რა მოხდა ლონდონის სასტუმროში? - Marao

სიმპათიური მამაკაცი თუ სექსუალური მანიაკი - რა მოხდა ლონდონის სასტუმროში?

2019-02-19 09:56:28+04:00

ლონდონი - ძველი ქალაქის ყოველი მეორე სახლი საიდუმლოს მალავს. მზად ხართ, მოისმინოთ უჩვეულო ამბავი ჩვეულებრივ სახლზე?
ახალგაზრდა ქალმა, სახელად  ლილიამ, ლონდონის ცენტრში დაიდო ბინა და თავისი არჩევანით კმაყოფილი იყო. ერთ დღეს მისტერ ოკონერის წერილი მიიღო. მამაკაცი სთხოვდა სახლში შესვლას და ბინის დათვალიერებას. მას ახლობლებმა ურჩიეს, მამაკაცისთვის უარი ეთქვა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მისტერ ოკონერი ისევ შეეხმიანა ქალბატონს და გაუმხილა, რომ მის ბინაში მისვლა იქ მომხდარი მკვლელობის გამო სურდა, რომელზეც წიგნის დაწერას აპირებდა.

ლილიას ოთახის სქემა, როცა იქ სასტუმრო იყო

ლილიას ოთახის სქემა, როცა იქ სასტუმრო იყო

ქალმა მისთვის საინტერესო საკითხზე პასუხის გასაგებად ინტერნეტს მიაშურა. მკვლელობა რეზონანსით მეორე იყო ჯეკი მფატრავის ისტორიების შემდეგ. ქალმა ისიც გაიგო, რომ სახლი, რომელშიც ბინა ჰქონდა, ადრე სასტუმრო Pembridge Court Hotel იყო. მკვლელობა იქ 1946 წელს მოხდა. მკვლელობა სექსუალურმა ფსიქოპათმა ნევილ ჰიტმა ჩაიდინა.

ჰიტი კერძო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ the Royal Air Force-ში ჩააბარა, მაგრამ გარიცხეს, რათა სხვისი მედლის ტარებით იწონებდა თავს. მეორე მსოფლიო ომის დროს ახლო აღმოსავლეთში მსახურობდა The Royal Army Service Corps-ის დაქვემდებარებაში. შემდეგ იოჰანესბურგში გადაიყვანეს და კაპიტნის წოდებით დაბრუნდა შინ. ამ დროისთვის დაქორწინდა, ეყოლა ვაჟი, მაგრამ 1946 წელს, განქორწინების შემდეგ ლონდონში დაბრუნდა.

ჰიტი სიმპათიური მამაკაცი იყო და ბევრი ქალი იდეალურადაც კი თვლიდა. მაღალ, ქერა, სიმპათიურ მამაკაცს მუდამ მოდურად ეცვა და ქალების გაცნობის სურვილი არ უნელდებოდა. სამხედრო ოფიცრისა და სიმპათიური მამაკაცის გარეგნობის მიღმა კი, თურმე სექსუალური მანიაკი იმალებოდა.

1966 წლის 16 ივლისს ბარში ახალგაზრდა ქალი მარგარეტ გარდინერი გაიცნო. ვახშამი იდეალური გამოდგა და ღამის გასათევად მამაკაცმა ქალი Pembridge Court Hotel -ის სასტუმროში მიიპატიჟა, სადაც მკვლელობა მოხდა.

მარგარეტ გარდინერი

მარგარეტ გარდინერი

სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ქალის სხეული მეორე დილით აღმოაჩინეს. ქალი მათრახით იყო ნაცემი, სხეული სადისტურად დაზიანებული ჰქონდა. მას პატარა გოგონა დარჩა.

რამდენიმე დღის შემდეგ სასტუმროს მახლობლად ანალოგიური დაზიანებებისგან გარდაცვლილი ქალის კიდევ ერთი გვამი აღმოაჩინეს. მარგარეტამდე ჰიტს რამდენიმე ქალი ჰყავდა ნაწამები და მოკლული, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი. მამაკაცს სურდა, შეურაცხადად გამოეცხადებინა თავი, მაგრამ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სექსუალური მანიაკი მკვლელობების დროს შერაცხადი იყო და უმაღლესი სასჯელი - ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს.

ნევილ ჰიტი

ნევილ ჰიტი

ჰიტის სიკვდილით დასჯას უამრავი ადამიანი და რეპორტიორი დაესწრო. სხვათა შორის, ტურისტებს მოსწონდათ იმ ადგილის მონახულება, სადაც ლონდონის ყველაზე ხმაურიანი მკვლელობა მოხდა. ჰიტის ფიგურა კი მადამ ტიუსოს მუზეუმში დადგეს.

მისტერ ოკონერმა მოინახულა ლილიას ბინა, დაწერა წიგნი, სადაც მკვლელობის დეტალები დაწვრილებით იყო აღწერილი, ერთი წიგნი ბინის მფლობელსაც გაუგზავნა, მაგრამ ქალმა ვეღარ შეძლო იმ ბინაში ცხოვრება, სადაც სიყვარულს მოწყურებული ქალი სადისტურად აწამეს და მოკლეს.

ავტოგრაფი

ავტოგრაფი

წყარო: angliya.com