ყველას სმენია კაზანოვას შესახებ. ადამიანის, რომელმაც 11 წლის ასაკში პიველი სექსუალური გამოცდილება მიიღო და 15 წლისას ნებისმიერი მანდილოსნის მოხიბვლა შეეძლო. თუმცა, ისტორიამ შემოინახა,იმ ქალების სახელები, რომლებისაც კაზანოვას შეშურდებოდა...
| ![]() |
ვირჯინია ოლდოინი 1837 წელს იტალიაში, ტოსკანაში დაიბადა. 17 წლის იყო, როცა მშობლებმა 30 წლით უფროს მამაკაცზე დააქორწინეს. 1 წლის შემდეგ ვირჯინიას ბიძაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქალს შეეძლო ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ საფრანგეთის მაშინდელი მმართველის ნაპოლეონ III-ის საყვარელი გახდეობოდა.
ვირჯინია ნაპოლეონის საყვარელი გახდა და ძმის მოლოდინი გამართლდა. სხვათა შორის, ქალბატონი კასტილიონე სხვა მდიდარ და გავლენიან მამაკაცებსაც მოეწონათ. ვნებიანი ღამის საფასურად ქალს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხების მოგვარება შეეძლო. ამბობენ, რომ გრაფმა ჰეტფორდმა ერთ ღამეში 1 მლნ ფრანკი (იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი თანხა) შესთავაზა. და პირობაც წაუყენა, რომ ქალი მის ყველა სურვილს შეასრულებდა. იმ ღამის შემდეგ კასტილიონე სამი დღე წესიერად ვერ ჯდებოდა და საყვარლები მუდმივად გაურბოდნენ ერთმანეთს.
პეგიმ სექსუალური ცხოვრებით გაითქვა სახელი. ორჯერ იყო დაქორწინებული ორი შვილი ჰყავდა სხვადასხვა მამაკაცისგან, მაგრამ ეს წვრილმანებია. ერთხელ ჰკითხეს, რამდენი მამაკაცი გყავდათ? რაზეც სერიოზულად უპასუხა: "ჩემს მამაკაცებზე მეკითხებით თუ სხვებისაზე". ბიოგრაფების ვარაუდით, ათასზე მეტი საყვარელი ჰყავდა. ერთხელ, 200-გვერდიანი წიგნი გამოაქვეყნა: "ხელოვნების მოყვარულის მემუარები". 110 გვერდი მამაკაცებსა და სექსუალურ ცხოვრებას ეხება. მისი საყვარელები იყვნენ მხატვრები, დრამატურგები, მსახიობები. რაც უფრო მეტად ემატებოდა წლები, მით იკლებდა მისი საყვარლების ასაკი. 75 წლისას 25 წლის ბიჭები ჰყავდა. თუ მამაკაცს ვერ მოხიბლავდა, შეეძლო, ფულით მოესყიდა. გუგენჰაიმი სულაც არ იყო ლამაზი ქალი. ეს მასზე თქვა ჯექსონ პოლაკმა: "მასთან სექსის დროს სახეზე პირსახოცი უნდა დააფაროთ".
ცნობილია, რომ პეგის მამა "ტიტანიკის" ჩაძირვის დროს დაიღუპა, ფსიქოლოგების აზრით, მამის მზრინველობას მოკლებული ქალი ყოველ მამაკაცებში მამის ტიპაჟს ეძებდა.
1583 წელს მაშინდელი ნდონგოს (ახლანდელი ანგოლა) მმართველი ოჯახში ნზინგა მბანდი ნგოლა დაიბადა. მისი ძმა ტახტზე 1618 წელს ავიდა, მაგრამ სუსტი მმართველი გამოდგა. ადგილობრივებს ფაქტობრივად პორტუგალიელები მართავდნენ და ქვეყნიდან ბრაზილიაში მასიურად ასახლებდნენ ხალხს. მოსახლეობის თხოვნით, ქვეყნის სათავეში ნზინგა მოქეცა და ომი გაუჩაღა მტერს. თუმცა, სახელი იმით გაითქვა, რომ მამაკაცებისგან შემდგარი ჰარემი ჰქონდა. დედოფალი ხშირად აიძულებდა მათ ქალების კაბები ჩაცვათ.
ლეგენდის თანახმად, ქალს მამაკაცებს შორის არჩევანის გაკეთება უჭირდა და დუელი იმართებოდა. ვინც გაიმარჯვებდა, ნზინგასთან მთელ ღამეს გატარებდა, დილით კი მას... კლავდნენ. 75 წლის იყო, როცა ჰარემი დაშალა და 7 წლის შემდეგ „მოწყენილობისგან გარდაიცვალა.“
შუა საუკუნეებში მეფეს უამრავი საყვარელი ჰყავდა და ეს ყველასთვის მისაღები ფაქტი იყო. მაგრამ იყო გამონაკლისიც. ფილიპე V არასდროს ღალატობდა ცოლებს. მას საკუთარი მეთოდი ჰქონდა, რომ სექსი არ მონატრებოდა, თორემ ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა. ფილიპე V-ს გვერდით, ერთ საწოლში, ეძინა მის ცოლს, რაც იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო. აგრეთვე, თან ახლდა საქმიან შეხვედრებზე, იქნებ, მეფეს ცოტა ხნით "სხვა საქმეზე" გადართვა მოსდომებოდა?.. ფილიპე V- ორი ცოლი ჰყავდა: მარია ლუიზა პირველი იყო. განათლებულ და ჭკვიან ქალთან მეფე საომარი მოქმედებებსაც განიხილავდა. თუმცა, მარია სექსუალურად დაუკმაყოფილებელიც იყო. სასიკვდილოდ დაავადებულიც კი დღეში 2-3-ჯერ იძახებდა ქმარს სექსისთვის. დაქვრივებიდან რამდენიმე თვეში ფილიპე V იზაბელა ფარნეზიზე დაქორწინდა.
15 წლის ტალულამ სკოლა მსახიობის კარიერის გამო მიატოვა. იმ დროისთვის სექსუალურად საკმაოდ გამოცდილი იყო. პირველი სექსუალური გამოცდილება ქალთა მონასტერთან არსებულ სკოლაში მიიღო. იმ პერიოდში ერთსქესიანი სიყვარულისთვის ადამიანებს ციხეში ამწესებდნენ. ამბობენ, რომ მისი საყვარლები იყვნენ მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჰეტი მაკდენიელი... მერე, როცა ლესბოსური ალერსი მობეზრდა, ტალულა მამაკაცებზე გადაერთო. ერთ-ერთი გინეკოლოგიური შემოწმებისას ქალს ვენერიული დაავადებების მთელი თაიგული აღმოაჩნდა და საშვილოსო ამოკვეთეს. ქალი გათხოვილიც იყო. მისი ქმარი მსახიობი ჯონ ემერი გახლდათ. მათი კავშირი 4 წელი გაგრძელდა. ქმრის მიტოვების შემდეგ ტალულამ ჟურნალისტებს განუცხადა: "მისი იარაღი" შთამბეჭდავია, მაგრამ კარგად ვერ ისვრის".