ქალები და სასიყვარულო თავგადასავლები ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრების მთავარი არსი იყო, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეები შვიდს გამოარჩევენ. მათ პიკასო არამარტო ამახინჯებდა თავის ტილოებზე, არამედ დეპრესიამდე, საგიჟეთამდე და თვითმკვლელობამდეც მიჰყავდა.
ესპანელი გენიოსი 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში დაიბადა. სიმაღლით მხატვარი 158 სმ იყო, მაგრამ საოცარ მამაკაცურ მაგნეტიზმს, ქარიზმას ასხივებდა. ნებისმიერი ქალის გულის დაპყრობა შეეძლო. პაბლო 92 წლის ასაკში გარდაიცვლა და დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა ქალის მხოლოდ ორი ტიპი: "ქალღმერთები და ჩვრები, რომლებსაც ფეხები უნდა შეაწმინდოთ".
„კოცნა“ პაბლო პიკასომ 1925 წელს დახატა. ეს მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ მიიჩნევა.
ტილოზე ბარსელონაში, ავინიონის კვარტალში მდებარე საროსკიპოს მეძავეებია დახატული. როგორც ჩანს, მხატვარი ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს.

"შიშველი ქალი" 1906

ახალგაზრდობის მშიერი წლები პიკასომ მენატურე ქალთან ერთად გაატარა, ფერნანდას საკმაოდ ბნელი წარსული ჰქონდა. ის სხვადსახვა მხატვრის მუზა და საყვარელი იყო. 10 წელი იცხოვრა დამწყები მხატვრის გვერდით და პიკასოს შემოქმედებაში გაჩნდა "ვარდისფერი" პერიოდი. ოლივიე ძირითადად, შიშველი პოზირებდა და არ აღელვებდა, თუ ფეხსაცმლის უქონლობის გამო თვეობით ვერ გამოდიოდა სახლიდან. ღატაკ პიკასოს არ შეეძლო მისთვის რამის ყიდვა, საჭმლის ფულსა და ბინის ქირასაც კი ძლივს აგროვებდა. ახალგაზრდების ერთადერთი გასართობი სექსი იყო. ისინი მშვიდად დაცილდნენ, როცა პიკასოს ცხოვრებაში ახალგაზრდა მარსელ უმბერი გამოჩნდა, ფერნანდა კი პოლონელ მხატვართან გადაბარგდა.

ფერნანდა ოლივიე

"ალი პერანგში, სავარძელში" 1913. მარსელ უმბერი (ევა)

ერთმანეთი 1911 წელს გაიცნეს კაფე "ერმიტაჟში". მინიატიურულ ქალს პაბლომ ევა შეარქვა. ამით ხაზს უსვამდა, რომ მისთვის პირველი ქალი იყო. ევა მხატვრის ყველა ნახატზე დახვეწილად და მსუბუქად გამოიყურება. პიკასო მას ხშირად გამოსახავდა გიტარად ან ვიოლინოდ. ევა ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ოლგა ხოხლოვა 1923

საყვარელი ევას გარდაცვალებით გამოწვეული დარდი ოლგამ გაუქარვა. პიკასო, ჟან კოქტოსთან მეგობრობდა, მამაკაცმა ბალეტისთვის "აღლუმი" დეკორაციებზე მუშაობა შესთავაზა. ამ სამუშაომ მხატვარი სიცოცხელში დააბრუნა და გაიცნო მშვენიერი ბალერინა. თუმცა, მის გვარს წესიერად ვერ წარმოთქვამდა და "კოკლოვას" ეძახდა. 27 წლის მოცეკვავემ პაბლოს გამო სცენა მიატოვა. ისინი 1918 წელს დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად პიკასომ ოლგა მშობლიურ ესპანეთში წაიყვანა. იქიდან დაბრუნებულები პარიზის მდიდრულ ბინაში დასახლდნენ. იმდენად შეუყვარდა ქალი, რომ გადაწყვიტა, ბოჰემურ ცხოვრებას ჩამოშორებოდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ყოფილიყო. ოლგას იმითაც აფასებდა, რომ ქალწული იყო და ყველა სიტუაციაში, სადაც საშუალება მიეცემოდა, ამ ფაქტით თავს იწონებდა. ოლგა მფლანგველი გამოდგა. არც ქმრის "კუბიზმით" გატაცება მოსწონდა. 1921 წელს წყვილს ვაჟი პაოლო გაუჩნდა, მაგრამ ვერც ამ სასიხარულო ფაქტმა ვერ დააახლოვა მეუღლეები. ერთი პერიოდი პიკასო დაუსრულებლად ხატავდა დედა-შვილს შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა.

ოლგა ხოხლოვას პორტრეტი

შეზღუდული, ოჯახური ცხოვრება მალევე მობეზრდა და გენიალურმა მხატვარმა ცოლს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ თავის ტილოებზე მუდამ ბებერი, მახინჯი დედაბრის როლში გამოსახავდა. ან გიგანტური სასქესო ორგანოთი და ჩამოწელილი ძუძუებით.
ბოლოს, გენიოსმა საყვარელი გაიჩინა, მაგრმა ცოლმა განქორწინება არ მისცა და სიცოცხლის ბოლომდე პიკასოს ცოლად დარჩა. დეპრესიითა და ეჭვიანობით გათანგული 1955 წელს გარდაიცვალა. ასეთი ტრაგიკული იყო მათი დიადი სიყვარულის ფინალი.
17 წლის მარიას გულისთვის მიატოვა პიკასომ ცოლ-შვილი. ქალი მისთვის მენატურეც გახდა, მუზაც, სათამაშოც... მაგრამ, როცა ქალმა (1935 წელს) გოგონა მაია გაუჩინა, მხატვრის გრძნობები მის მიმართ გაცივდა.
მგზნებარე ესპანელის მორიგი საყვარელი 27 წლის ფოტოგრაფი და მხატვარი დორა გახდა. ერთხელ მარია-ტერეზა და დორა მხატვრის სახელოსნოში შეხვდნენ და გენიოსის გულისთვის თმები დააწიწკნეს ერთმანეთს. ბოლოს, პიკასო ამ მომენტს მხიარულად იხსენებდა და ამბობდა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება იყო. თავად გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და ურთიერთობას ორივე ქალთან განაგრძობდა, დორას პორტრეტების მთელი სერია მიუძღვა, მარია-ტერეზასა და მაიას კი კვირაში ორჯერ სტუმრობდა. მხოლოდ მას ჰქონდა მხატვრისთვის ფრჩხილებისა და თმის მოჭრის და შენახვის უფლება.
საბოლოოდ, მხატვარი არც ერთ ქალთან არ გაჩერდა. მუდმივი ეჭვებით დაავადებული დორა საგიჟეთში მოხვდა, სადაც ელქეტროშოკით მკურნალობდნენ, იქიდან გამოსული მისტიციზმითა და ასტროლოგიით დაკავდა, ღარიბულად ცხოვრობდა და 89 წლის ასაკში მარტოხელა გარდაიცვალა. მარია-ტერეზა მუდმივ მოლოდინსა და დეპრესიაში ცხოვრობდა, ბოლოს, ვეღარ გაძლო და თავი ჩამოიხრჩო.
1943 წელს პიკასო შეხვდა ქალს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. მხატვარი 62 წლის იყო, ქალი - 22-ის. ჟილო მისი მოსწავლე და არაოფიციალური ცოლი გახდა. გენიოსის გვერდით ხატვის საკუთარი ხელწერა გამოიმუშავა და ცნობილი მხატვარიც გახდა.
მხოლოდ ფრანსუაზას გვერდით იგრძნო პიკასომ, რა არის ოჯახური ბედნიერება და რომ ორი შეყვარებული ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახურ ცხოვრებაში. ჟილომ მხატვარს ორი შვილი კლოდი და პალომა გაუჩინა (კლოდი ფოტომხატვარი გახდა, პალომა - მოდელიერი). მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა პიკასოები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის მფლობელები გახდნენ. მარი ძლიერი ხასიათით გამოიჩეოდა და როცა პაბლოს ღალატის შესახებ გაიგო, თავად მიატოვა ქმარი. მას არ სურდა მიტოვებული ქალის სახელი ჰქონოდა.
1964 წელს ჟილო ცნობილი მწერალი გახდა. გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ცხოვრება პაბლო პიკასოს გვერდით". თუმცა, ქმრის სხვა ქალებთან რომანიც საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი. წიგნის გამოსვლის შემდეგ პიკასომ შეწყვიტა ურთიერთობა მარისთანაც და თავის შვილებთანაც.
უკანასკნელი 20 წელი მხატვარმა ლამაზი და ახალგაზრდა ჟაკლინის გვერდით გაატარა. ქალი მისი ოფიციალური მეორე ცოლი გახდა. როკი დაეხმარა სულიერი იარების მოშუშებაში. იყო მისი მენატურე, მდივანი, მომვლელი. მასთან გატარებულ წლებში პიკასომ 400-მდე ნახატი შექმნა. ცოლი ქმარს მხოლოდ ასე მიმართავდა - "დიადო მაესტრო".
92 წლის ასაკში, როცა გენიალური პიკასო უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ფილოსოფიურად მსჯელობდა: "ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, ის ქალია, რომელიც არასდროს მიმატოვებს". სხვათა შორის, პიკასოს უამრავი ფრაზა გახდა პოპულარული. ერთ-ერთი მათგანია: "ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი".
რამდენი ქალიც არ უნდა ჰყოლოდა პიკასოს, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, მისი დედა - მარია პიკასო ლოპესი. მან შექმნა გენიოსი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), მხოლოდ მას სწამდა, რომ მისი შვილი გენიალური მხატვარი იყო და რომ არც ერთი ქალი მსოფლიოში არ იყო მისი შვილის ყურადღების ღირსი.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 6 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. 24 ივნისიდან, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო - "კოცნა" და "ავინიონელი ქალიშვილები". ასევე, გელით საჩუქარი - დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.