ბლოგი

მკვლელი-ნახატების წყევლა

მკვლელი-ნახატების წყევლა
მრავალ ნახატს ახლავს მისტიკური ისტორია. უფრო მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ზოგიერთი ნახატი საიდუმლო და ბნელი ძალების დახმარებით შეიქმნა. ზოგიერთი ნახატი ხანძარს, სიკვდილს, მფლობელის გაგიჟებას იწვევს...



ესპანელი მხატვრის, ჯოვანი ბრაგოლინას ნახატი "მტირალა ბავშვი"

მის დასახატად საკუთარი შვილის ემოციები გამოიყენა. პატარა რომ ატირებულიყო, სახესთან ანთებული ასანთი მიჰქონდა და აშინებდა. ბავშვს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის. ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბავშვმა მამას მიაძახა, "თავად დაიწვი" და ორ კვირაში პნევმონიისგან გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ კი მამამისი ცოცხლად დაიწვა საკუთარ სახლში. ნახატს ვერსად
მიაკვლიეს. აი, მის რეპროდუქციაზე კი 1985 წელს ალაპარაკდნენ. ჩრდილოეთ ინგლისში ცეცხლი ეკიდებოდა ყველა იმ სახლს, რომელშიც ის მოხვდებოდა. თუ ყველაფერი ნადგურდებოდა, "მტირალა ბავშვის" რეპროდუქცია უვნებელი რჩებოდა.
ნახატმა იმდენად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში, რომ მისი გაყიდვა და სახლში გაჩერება ოფიციალურად იკრძალება.

კიდევ ერთი "ცეცხლოვანი შედევრია" მონეს "წყლის ლილიები"


პირველად თავად მხატვარი დაზარალდა, ლამის სახელოსნო დაწვა. შემდეგ ყველგან გაჩნდა ცეცხლი, სადაც კი ტილო მოათავსეს: მონმარტის კაბარეში, ფრანგი მეცენატის სახლში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დღეს ტილო მორმოტონის მუზეუმში ინახება და ცეცხლსაშიშროება არ გამოუწვევია.

ცუდი სახელი აქვს ველასკესის ტილოს "ვენერა სარკით"


ვინც ნახატი იყიდა, ან გაკოტრდა, ან მოკლეს. ერთხელ კი გადარეულმა ქალმა ნახატი დანით დასერა.
კალიფორნიელი მხატვარ-სიურრეალისტის, ბილი სტოუნჰემის ტილო "ხელები ეწინააღმდეგებიან მას" უსიამოვნო ნახატების სიაში მოხვდა. ნახატი მხატვარმა ფოტოდან შექმნა. ადამიანი, რომელმაც ნახატი ნახა და შეაფასა,  მოულოდნელად გარდაიცვალა. ამერიკელი მსახიობი, რომელიც ნახატის პირველი მფლობელი გახდა, მალევე გარდაიცვალა. ერთმა ოჯახმა ნახატი საბავშვო ოთახში ჩამოკიდა. შეშინებული გოგონა ყოველ ღამე მშობლების საძინებელში შერბოდა ტირილით, თითქოს ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ, ადგილებს იცვლიდნენ და ყვიროდნენ. მამამ ბავშვის ოთახში კამერა დააყენა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ირთვებოდა. ექსტრასენსები, რომლებმაც ნახატი ნახეს, განაცხადეს, რომ მისგან ბოროტება გამოსჭვივის.

ედვარდ მუნკის "ყვირილი" 70 მლნ დოლარადაა შეფასებული, მაგრამ მისი მფლობელები ან ავადდებოდნენ, ან ახლობლებთან ჩხუბობდნენ, დეპრესიაში ვარდებოდნენ და მოულოდნელად იღუპებოდნენ.



საოცარი ისტორიები შეემთხვათ მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებსაც ნახატი დაუვარდათ. ერთს აუტანელი თავის ტკივილები დაეწყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ავარიაში მოყვა და ყველა კიდური დაიმტვრია. ერთ-ერთი დამთვალიერებელი ცდილობდა, ნახატს შეხებოდა და რამდენიმე დღეში მოულოდნელად გაჩენილ ხანძარში ცოცხლად დაიწვა.
თავად მუნკი ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო. 5 წლის იყო, როცა დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა. 9 წლის შემდეგ და მოუკვდა, შემდეგ - უფროსი ძმა. უმცროსს კი ექიმებმა შიზოფრენია დაუდგინეს. თავად მხატვარი დიდხანს მკურნალობდა ელექტროშოკით. არასდროს დაქორწინებულა, რადგან სექსზე ფიქრიც კი მასში ფობიას იწვევდა. მხატვარი 81 წლის ასაკში გარდაიცვლა. მშობლიურ ოსლოს 1200 ნახატი, 4500 ესკიზი და 18 ათასი გრაფიკული ნამუშევარი დაუტოვა.

ლეონარდო და ვინჩის "მოგვთა თაყვანისცემისთვის".
- ქალწული მარიამის დასახატავად საკუთარი დეიდაშვილი გამოუყენებია. ქალი უშვილო იყო და ნახატი ცუდად დაიმუხტა. იგი ოთხჯერ გაიყიდა და იმ ოჯახებში, სადაც ხვდებოდა, 10-12 წელი არ ჩნდებოდნენ ბავშვები.

ინტერნეტის ყველაზე ცნობილი ნახატია გოგონა, რომელიც თითქოს სკოლის მოსწავლემ მანამ დახატა, სანამ თავს მოიკლავდა. ამბობენ, რომ თუ ნახატს 5 წუთი უყურებთ, მას თვალები უწითლდება, თმა უმუქდება და რადიკალურად გადასხვაფერდება. ვინ დახატა იგი, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ხელით არაა შექმნილი, უფრო კომპიუტერული გრაფიკით.


დაბოლოს, ნახატი "წვიმის ქალი", ჩარჩოს გარეშე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მაღაზიაში კიდია და 500 დოლარი ღირს, ცუდ ზემოქმედებას ახდენს მფლობელზე. ნახატი რამდენჯერმე გაიყიდა, მაგრამ მფლობელები მას უკან აბრუნებდნენ ჩივილებით, თითქოს ის გაურკვეველ შიშს, უძილობას და უსიამოვნებას იწვევს მათში.

წყარო: vestnikk.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93