18 წლის ავღანელი გოგონა 10 წლის განმავლობაში ფულის გამოსამუშავებლად იმოსება ბიჭის ფორმაში. ამ მეთოდით ის თავის 5 მცირეწლოვან დას საკვებით უზრუნველყოფს.
18 წლის სიტარა ვაფადარი უკვე 10 წელია ყოველდღიურად, კვირაში 6 დღე, მამაკაცის ფორმას ირგებს და სამუშაოდ სამშენებლო მასალების ქარხანაში მიდის. როგორც ბრიტანული გამომცემლობა The Sun-ი იტყობინება, მძიმე სამუშაოების გაწევა ამ გოგონას ოჯახის გამოსაკვებად უწევს ყოველდღიურად, წლების განმავლობაში.
კონსერვატიულ ავღანეთში ქალს არ აქვს მოქალაქეობრივი უფლებები. შესაბამისად, მათ ფაქტობრივად ყველა სახის სამუშაო ეზღუდებათ, ეკრძალებათ მუშაობა და არ შესწევთ საკუთარი თავის შენახვის უნარი.
ახალგაზრდა გოგონას - სიტარას, 5 მცირეწლოვანი და ჰყავს. დროთა განმავლობაში ოჯახის სახსრები არ აღმოჩნდა საკმარისი ბავშვების გამოსაკვებად, რის გამოც დედამ და მამამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უფროსი ქალიშვილი ბიჭად გარდაესახათ, რაც მას საშუალებას მისცემდა სამსახურის მოძიებაში.
ასეთი შემთხვევები საკმაოდ მრავლადაა ავღანეთში. შესაბამისად, მას ერთგვარი სახელწოდებაც კი მიენიჭა: „ბაჩა-პოშ“, რაც ითარგმნება, როგორც გოგონა ჩაცმული ბიჭის ტანისამოსში.
ტრადიციების თანახმად, საქორწინო ასაკს მიღწეული გოგონა უფლებამოსილია, უარი თქვას ბიჭად გარდასახვასა და მძიმე სამუშაოებზე, თუმცა სიტარა არ აპირებს სამსახურისთვის თავის დანებებას, ვინაიდან არ სურს, რომ მის მცირეწლოვან დებს მოუწიოთ მუშაობა.
წყარო: women.ru