ბლოგი

სად მიჰყავდათ "შავი ჭირით" დაავადებულები პანდემიის დროს

სად მიჰყავდათ "შავი ჭირით" დაავადებულები  პანდემიის დროს
ედინბურგში, შოტლანდიაში, ძველი ქალაქის ქუჩაში მდებარეობს "მერი კინგის ჩიხი". ადგილი, სადაც ადამიანებს უსიამოვნო შეგრძნებები და ემოციები ეუფლებათ. თუმცა, ეს ადგილი ტურისტების საყვარელი მარშრუტია. სახელი "მერი კინგის ჩიხი" ქუჩას XVII საუკუნეში, შავი ჭირის ეპიდემიის დროს შეერქვა. იმ პერიოდისთვის ქუჩა მეტად "ცოცხალი" იყო. ყველა მნიშვნელოვანი შენობა აქ იყო თავმოყრილი. შესაბამისად, საშინელი დაავადებების (რაც კი იმ პერიოდის ევროპაში იყო დაფიქსირებული) გავრცელებაც აქ ხდებოდა.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თუ ოჯახის რომელიმე წევრს რამე დაავადება შეეყრებოდა, მეზობლები უნდა გაეფრთხილებინათ. გაფრთხილებას წარმოადგენდა, თეთრი ქსოვილის
ნაგლეჯი, რომელსაც ფანჯარაზე ჰკიდებდნენ. ცოტა ხანში თეთრი ქსოვილის ნაგლეჯით გაივსო ჯერ ქუჩა, შემდეგ კი ეპიდემიამ მთელი ქალაქი მოიცვა.

დაავადებებთან გამკლავება რომ ვერ შეძლეს, მაგისტრატმა გამოსცა ბრძანება - ყველა დაავადებული ერთ ადგილას დაესახლებინათ, გარდაცვლილები კი ცეცხლში დაეწვათ. გვამების შეგროვებას, ქალაქგარეთ გატანასა და დაწვას ბერები ახორციელებდნენ. "მერი კინგის ჩიხი" კი ერთგვარ ლაზარეთად გადაიქცა.
მას მაღალი ქვის კედელი შემოარტყეს და დაავადებული ადამიანი იქ საცხოვრებლად, უფრო სწორად, უკანასკნელი დღეების გასატარებლად გადაჰყავდათ. ჩაკეტილ ქალაქში დარჩენილი ავადმყოფები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს საშინელ ტანჯვაში ითვლიდნენ.


ეპიდემიიდან 100 წლის შემდეგ მერიამ ზოგიერთი შენობა დაანგრია, "მერი კინგის ჩიხის" ნაწილი დაინგრა, ნაწილი - დაილუქა, მიწისქვეშ მოექცა.
XXI საუკუნეში არქოლოგებმა ქუჩის ნაწილი თავიდან აღმოაჩინეს. გაასუფთვეს და მუზეუმად აქციეს. მიწისქვეშა ქუჩაზე მოხვედრა ვიწრო კიბით, გამყოლის თანხლებითაა შესაძლებელი.


მიწისქვეშა ლაბირინთებში მოქცეულია, დანგრეული კიდეები, ფანჯრები, ოთახები, რომლების ათწლეულებია არავინ სულიერი არ ცხოვრობს. ზოგიერთ სახლში შემორჩენილია მარანი, ქვის ქურა, საკუჭნაო... გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მიწისქვეშა ქალაქში უამრავი აჩრდილი ბინადრობს. ზოგიერთი სუსტად განათებულ "მერი კინგის ჩიხში" თავისუფლად გადაადგილდება და ხშირად მნახველებს აფრთხობს.



ერთ-ერთ გადარჩენილ ბინაში "ცხოვრობს" თინეიჯერი გოგონას, ენის აჩრდილი. როცა მშობლებმა გაიგეს, რომ მათი ქალიშვილი დაავადებული იყო, ენი დანარჩენ ბავშვებს მოარიდეს და "დაკეტილ ქალაქში" გადაასახლეს. გოგონა სიმარტოვეში, საშინელი სიკვდილით გამოესალმა სიცოცხლეს, მისი სული კი დღემდე დარჩა ლაბირინთებში.



გოგონას ფანტომი იმ სახლში ჩნდება, სადაც დედამ უკანასკნელად ჩაკეტა. ოთახში დაბალი ტემპერატურა და უსიამოვნო გარემოა. ხანდახან ენის ძაღლის აჩრდილთან ერთად ხედავენ, ხანდახან კი ხელმოტეხილ თოჯინასთან ერთად.


"მერი კინგის ჩიხის" ზოგიერთი დამთვალიერებელი ამბობს, რომ ლაბირინთში ყოფნისას ვიღაცის ცივი შეხება იგრძნეს. სავარაუდოდ, "დაკეტილ ქალაქში" ჩარჩენილი სულის...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93