ადამიანებს ყოველთვის აშინებთ ის, რისი ახსნაც არ შეუძლიათ.
ბევრს დღემდე სჯერა ბოროტი სულების, ალქაჯებისა და მოჩვენებების. აი, რატომ გააგიჟა მთელი ქალაქი ორმა პატარა გოგონამ 300 წლის წინ.
რთული საცხოვრებელი პირობებისა და მძიმე შრომის გარდა კოლონისტებს ინდოელთა ტომების თავდასხმების მოგერიება უხდებოდათ. ეს ომი არაერთ ასობით წელს გაგრძელდა, შედეგად კი ინდიელებისგან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა.
მკვიდრი მოსახლეობა პურიტანებისთვის ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. უცნობი მძიმე დაავადებები, ცვალებადი ამინდი - თითქოს მიწა უცხო მაცხოვრებლების წინააღმდეგ იყო განწყობილი. ისღა დარჩენოდათ ელოცათ და ერწმუნათ, რომ ღმერთი მათ მხარესაა, განსაცდელი კი მათი რწმენის გამოსაცდელად იყო მოვლენილი.
ამას დაემატა ბავშვებიც. ინდიელთა თავდასხმიდან ერთი თვეც არ იყო გასული, ქალაქს კი ახალი თავსატეხი დაატყდა. 11 წლის აბიგაილ უილიამსი და მისი ბიძაშვილი ელიზაბეთ პერისი დაავადდნენ. მათი სიმპტომები საშიში იყო: გოგონები ყვიროდნენ, ნივთებს ისროდნენ, შემაშფოთებელ ხმებს გამოსცემდნენ და ოთახებში დაცოცავდნენ. კითხვაზე, თუ რა სტკიოდათ პასუხობდნენ, რომ ვიღაც მათ ნემსებით ჩხვლეტდა.
გარკვეულო დროის შემდეგ, მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა კიდევ რამდენიმე ბავშვს. იქ სადაც მედიცინა უძლური იყო, გაჩნდა ცრურწმენა. პასუხი მარტივად მოიძებნა: გოგონები დაწყევლეს, სოფელში ალქაჯები გამოჩნდნენ.
ცეცხლზე ნავთი დაასხა პერისების მეზობელმა მერი სიბლმა. ის გარშემო მყოფებს არწმუნებდა, რომ გოგონებს მხოლოდ ჭვავისა და შარდის ნარევი „ალქაჯის ნამცხვარი“ განკურნავდა - „აჭამეთ ის ძაღლს და მიხვდებით, თუ ვინ მოაჯადოვა გოგონები.“ რა თქმა უნდა, მეზობლებმა მერი სიბლი მკაცრად განკიცხეს ამდენად არაქრისტიანული მეთოდისთვის, მაგრამ მაინც გაგებით მოეკიდნენ.
კითხვაზე, თუ ვინ მოაჯადოვა ისინი, გოგონებმა დაასახელეს: სარა ოსბორნი, სარა გუდი და ტიტუბა. სამიქე ქალს ქალაქში „უცნაურად“ მიიჩნევდნენ. გუდი გლახაკი იყო, ოსბორნი ეკლესიაში იშვიათად დადიოდა, ტიტუბა კი ინდიელი მსახური გახლდათ. ვის, თუ არა მათ შეეძლოთ ეშმაკთან გარიგება!
სამ „ალქაჯზე“ გამოძიება არ წყდებოდა. ბრალდებული ხდებოდა სულ უფრო მეტი ადამიანი. მათ შორის იყო სარა გუდის 4 წლის ქალიშვილი, პატარა დოროთი. დოროთი თავად გამოტყდა, რომ ის ალქაჯი იყო. გოგონას არ ესმოდა რას ამბობდა, უბრალოდ იმას პასუხობდა, რაც უფროსებს სურდათ. მას დაჰპირდნენ, რომ დედასთან მხოლოდ ასე მიუშვებდნენ.
იმ დროისთვის სალემელები აღელდნენ, რადგან უკვე რიგითი მოქალაქეების დაკავებაც დაიწყეს. ბრალდების საფუძველი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა გამხდარიყო: დაავადებული გოგონები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საშინელი ხილვები ჰქონდათ. ნებისმიერი საეჭვო ქმედება, შემთხვევით წარმოთქმული სიტყვა, გამოტოვებული საეკლესიო მსახურება ან ექსცენტრული სამოსი.
სალემის ციხე სულ უფრო მჭიდროვდებოდა. ზოგიერთი სასამართლომდე კვდებოდა - ნესტი, სიცივე და მწირი საკვები მათ უფრო ადრე კლავდა, ვიდრე ამას სახრჩობელა გააკეთებდა.
როცა გოგონებს ცილიდასწამეს, შეშინებულებმა სადღაც, მარტას ზურგს უკან გაიშვირეს თითი და დაიწყეს ჩურჩული, თითქოს ხედავდნენ მამაკაცს, რომელიც „ალქაჯს“ ყურში საჭირო სიტყვებს უჩურჩულებდა და ყვითელ ჩიტს, რაც მისი ხელიდან სისხლს წოვდა. მარტა ჩამოახრჩვეს, მაგრამ სიკვდილის წინ ერთ-ერთი მღვდლისთვის დაყვირება მოასწრო: „შენ - მატყუარავ. მე იმაზე დიდი ალქაჯი არ ვარ, ვიდრე შენ ხარ გრძნეული. წაიღე ჩემი სიცოცხლე და უფალი სისხლით აგავსებს“. ბედის ირონია - მარტას სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: 25 წლის შემდეგ მღვდელი საკუთარ სისხლში დაიხრჩო.
სულ 30-მდე ადამიანი გაასამართლეს, მათგან 19 ჩამოახრჩვეს.
1992 წელს, განაჩენიდან 300 წლის შემდეგ, სალემში ალქაჯებზე მონადირეთა მსხვერპლებს ძეგლი დაუდგეს.
არსებობს უამრავი ვარაუდი იმის შესახებ, რამაც მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი სოკოთი მოწამვლა იყო, რომელიც იწვევდა კრუნჩხვებსა და ჰალუცინაციებს, რასაც ადამიანი სიგიჟის ზღვარზე მიჰყავდა.
სხვა ვერსიით, დამნაშავე მუდმივი სტრესი იყო. სალემელები სიღარიბეში ცხოვრობდნენ, მძიმე შრომას წევდნენ და მუდმივად ინდიელების მხრიდან საფრთხის მოლოდინში იყვნენ. აუცილებელი იყო მათ უბედურებაში დამნაშავეების პოვნა. ამ მიზნისთვის ქალები საუკეთესოდ გამოდგებოდნენ, „ცოდვის ჭურჭლად“ ხომ სწორედ მათ მიიჩნევდნენ, რომლებიც ეშმაკთან გარიგებას მარტივად დადებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა მსჯავრდებული ქალი იყო - დაწყებული მოხუცებიდან, ბავშებით დამთავრებული.
წყარო: cosmo.ru