ბლოგი

Barbie - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინის ისტორია

Barbie - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინის ისტორია
ქერათმიანი და გრძელფეხება თოჯინის შექმნის ისტორია, ერთსახელიანი სათამაშოს გაჩენიდან იწყება. მას უკვე ყველა იცნობს და ეს არცაა გასაკვირი. ბარბი ხომ სათამაშოების არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული თოჯინაა?
რუთ ჰენდლერი მეუღლესთან ერთად
რუთ ჰენდლერი მეუღლესთან ერთად


ბარბი კომპანია Mattel-ის საკუთრებაა, რომელიც პრაქტიკულად, სათამაშოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

საქართველოში, სათამაშოების მაღაზია "პეპელა", ექსკლუზიურად mattel-ის ოფიციალური დისტრიბუტორია.


თოჯინის შემქმნელი ამერიკელი რუთ ჰენდლერია, რომელმაც მეუღლესთან – ემილტონთან ერთად, 1945 წელს ფირმა Mattel-ი დააფუძნა. თავდაპირველად, ამ კომპანიის მიზანი სურათის ჩარჩოების დამზადება იყო,
მაგრამ მალევე შეცვალა სტრატეგია. ომის შემდგომ წლებში, ხალხი ფულს არ ზოგავდა მრავალფეროვანი სათამაშოების საყიდლად, რათა თავიანთი ბავშვები გაეხარებინათ.

იგრძნო თუ არა ცოლ-ქმარმა, რომ ეს შეიძლებოდა მომგებიან საქმედ ექციათ, ჩარჩოებიდან სათამაშო სახლების დამზადებაზე გადავიდნენ. ამას მოჰყვა მუსიკალური ზარდახშები. მათ კომპანია Disney-სთან ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის თანახმად, მულტფილმის – „მიკი მაუსის“ ტრანსლაციის დროს, Mattel-ის რეკლამა უნდა გასულიყო. ამ სვლამ კომპანია წარმოუდგენლად პოპულარული გახადა.

თოჯინის შექმნის იდეა თავში პირველად რუთს მოუვიდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი, სახელად ბარბარა, განსაკუთრებული ინტერესით ქაღალდის თოჯინებით თამაშობდა. მათი საშუალებით დიდი ადამიანების იმიტაციას აკეთებდა. რუთმა იფიქრა, რომ გამოეშვა თოჯინა, რომლის საშუალებითაც პატარებს შეეძლებოდათ ეთამაშათ „დიდები“. შთაგონების წყარო კომიქსების პერსონაჟი – ლილი გახდა. ლამაზი ქალი, ვიწრო წელითა და ქერა თმით. ძალიან მოკლე დროში, თოჯინა, რომელსაც ჰენდლერების ქალიშვილის – ბარბარას შემოკლებული სახელი – ბარბი დაარქვეს, საოცრად მოთხოვნადი გახდა. კომპანია ვერ ასწრებდა ახალი პარტიის გამოშვებას. დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა.



საინტერესოა ის, რომ კომპანია ძირითად შემოსავალს ბარბის დამატებითი საქონელისაგან – ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სათამაშო სახლებისაგან იღებდა.

თვითონ თოჯინა, მხოლოდ საცურაო კოსტიუმითა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იყიდებოდა. დანარჩენი ტანსაცმლის ყიდვა ცალ-ცალკე იყო საჭირო.

60-იანი წლების შემდეგ თოჯინა ბარბისთვის ტანსაცმლის წარმოება მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა მოდის სახლებმა დაიწყეს: "ივ სენ-ლორანი", "პიერ კარდენი", "ჟან პოლ გოტიე" და სხვები. მალე ტანსაცმლით, სახლებითა და სხვა აქსესუარებით გამდიდრებულ ბარბის კომპანია დასჭირდა. ამიტომ 1961 წელს, ქვეყანას ბარბის მეგობარი მამაკაცი, სახელად კენი მოევლინა. მისი სახელიც ჰენდლერების ვაჟიშვილის პატივსაცემად იქნა შერჩეული. მოგვიანებით გამოჩნდნენ ბარბის დაქალები, რომელთა შორისაც შავკანიანი კრისტიც გახლდათ.



ნახეთ სათამაშოების ონლაინ მაღაზია

დროთა განმავლობაში, ეპოქის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა ბარბის ვარცხნილობები, თმის ფერი, მისი ტანის პროპორციები და კოსტიუმები. ბევრნაირი სტილის, სახლების, მანქანებისა და შინაური ცხოველების გამოცვლის შემდეგ თოჯინა ბარბი, როგორც იქნა, გინესების წიგნშიც მოხვდა.

კომპანია Mattel-მა ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავა. ის თანდათანობით აფართოებდა ბარბის სამყაროს. შემოჰყავდა უფრო და უფრო მეტი პერსონაჟი და განსხვავებული საგნები, რითიც მყიდველს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.


ბარბის წყალობით, კომპანია Matters მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების სიაში მოხვდა. დღესდღეობით, ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით მილიონი თოჯინა იყიდება. როგორც ჩანს, ბარბის სამყაროს შემქმნელები რეალური ცხოვრების კოპირებას ახდენენ და თოჯინურ სამყაროში გადააქვთ. ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი და ყოველდღიური მოვლენები კი ახალ იდეებს ბადებენ, რომლებიც თოჯინა ბარბიში პოულობს ასახვას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31